5 Otar Chkheidze St. 0186 Tbilisi +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

კოალიცია განათლება ყველასთვის გუნდი მომართული იყო იმისკენ, რომ განეხორციელებინა აქტივობები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასა და  პრესტიჟზე დადებითად იმოქმედებდა. რადგანაც, ქვეყანაში მასწავლებლის პროფესია ნაკლებად სასურველად და პრესტიჟულად (აღიარებულად/დაფასებულად) ითვლება, 2017 წლის მარტში, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ღონისძიებაზე ვიზიტის შემდეგ, კოალიციამ დაიწყო ზრუნვა ეს ინიციატივა საქართველოში განეხორციელებინა. , კოალიციამ მიიღო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია ეროვნულ დონეზე კონკურსის ჩატარებისთვის.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.[1] კონკურსი, რომელიც გლობალური კამპანიის ნაწილია, მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებებისგან გამოირჩევა მასშტაბურობითა და სახალხოობით, რაც ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის ახლებურ აღქმას.

იმისათვის, რომ კონკურსი ყოფილიყო მასშტაბური და საჯარო, მის განხორციელებაში მრავალი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული: საჯარო სექტორი, კერძო სექტორი, ბიზნესი, მასწავლებლები. პირველ წელს ღონისძიება ჩატარდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით. გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, განათლების კოალიცია და მასწავლებლის სახლი განახორციელებდნენ ღონისძიებას, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. ჟიური, რომელიც კონკურსის აპლიკანტებს აფასებდა, იყო ასევე დივერსიფიცირებული, მისი წევრები იყვნენ მედიის საჯარო სივრცის, საზოგადოებრივი სივრცის (მათ შორის, განათლების კოალიციის) წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები. ჟიური ღონისძიების დაგეგმვისა და მიმდინარეობის ყველა ეტაპზე იყო ჩართული. ჩამოყალიბდა კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსის გამარჯვებული: მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება; ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება; საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა; პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.[2]

პროცესის დინამიკა იყო საკმაოდ სწრაფი. მარტში, გლობალურ ჯილდოზე ვიზიტის შემდეგ, მოკლე დროში მიიღო საქართველომ კონკურსის ჩატარების აკრედიტაცია, აპრილში გაფორმდა მემორანდუმი სამინისტროსთან, მაისის ბოლოს გამოცხადდა აპლიკაციების მიღება, ივლისსა და სექტემბერში გამოვლინდა ფინალისტთა ათეული და ხუთეული, 5 ოქტომბერს კი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კონკურსი მალევე გახდა ცნობადი და აღიარებული ქვეყნის მასშტაბით, მისი მასშტაბურობის (გრანდიოზულობის), საჯაროობისა და მედიის ჩართულობის გამო. თავდაპირველად, ქართულ ტელეარხებზე (1 არხზე?) გაკეთდა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ტრანსლაცია. აგრეთვე, პრესტიჟულობაზე გავლენა მოახდინა იმანაც, რომ გამარჯვებული აპლიკანტისთვის ჯილდო – 10 000 ლარი იყო დაწესებული, რადგანაც, მასწავლებლებთან დაკავშირებული ღონისძიებები მანამდე მასშტაბურობითა და ფინანსების სიდიდით არ გამოირჩეოდა. კონკურსის შესახებ სიახლეების გავრცელებაში მედიაც აქტიურად იყო ჩართული,  განთავსდა ბანერები, კონკურსის მონაწილე მასწავლებლებს ადგილზე, სკოლებში ეწვია ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფი, ჩაწერეს ინტერვიუები, კონკურსანტების შესახებ მომზადდა სიუჟეტები. აპლიკანტენის შეფასების პროცესი იყო კომპლექსური. გარდა იმისა, რომ კონკურსანტები ფასდებოდნენ მათ მიერ შევსებული აპლიკაციის და ჟიურისთან გასაუბრების მიხედვით, კონკურსის წარმომადგენლები ადგილზე სტუმრობდნენ მათ, ხვდებოდნენ მათი სკოლის დირექტორს, კოლეგებს, მოსწავლეებს, მშობლებს. პროცესის ამგვარად წარმართვით კონკურსმა ნდობა მოიპოვა როგორც მასწავლებლების, ასევე საზოგადოების თვალში.

 

ფინალისტთა ათეულის გამოვლენის შემდეგ საჯაროდ გავრცელდა მათი ვიდეოები, ყურადღება ექცეოდა მაღალი ხარისხის ტექნიკურ გაფორმებას. პროცესის დაგვირგვინება, გამარჯვებული მასწავლებლის გამოცხადება და დაჯილდოების ცერემონიალი იყო მასშტაბური და საზეიმო. ღინისძიება გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით. ამ სახის ყურადღებამ და საჯაროობამ მასწავლებლის პროფესიის, ისევე როგორც აღნიშნული კონკურსის ცნობადობაზე დადებითად იმოქმედა. მასწავლებლებმა დაინახეს მათი პროფესიის მიმართ საჯარო ინტერესი და აღიარება, თავი იგრძნეს დაფასებულად თავიანთი საქმიანობის გამო და ეს აღქმა კოლეგებშიც გაავრცელეს.

ეროვნული ჯილდოს წარმატებით განხორციელებაზე მრავალმა ფაქტორმა იმოქმედა დადებითად. მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე ვიზიტის შემდეგ განათლების კოალიციამ დაიწყო პროექტზე მუშაობა, ამას მოჰყვა თანამშრომლობის მზაობა მასწავლებლის სახლის მხრიდან და განათლების სამინისტროს მხარდაჭერა. ამავდროულად, ჩამოყალიბების პროცესში იყო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, რომელიც გეგმავდა, რომ ფონდის პრიორიტეტი განათლება ყოფილიყო და მხარდაჭერა გამოუცხადეს მასწავლებლის ჯილდოს. საბოლოოდ, მასწავლებელთა მონდომებამ, ჩართულობამ და აქტიურობამ შეუწყო ხელი პროექტის წარმატებას.

ამასთანავე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პოპულარობა და საზოგადოების მხრიდან ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა 2019 წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავას გასვლის შემდეგ. გლობალური ჯილდოს სტრატეგიას წარმოადგენს ჯილდოს გავრცელება სხვა ქვეყნებში, ეროვნულ დონეზე, ამჟამად გავრცელებულია 20 ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოში. 2018 წელს დაჯილდოების ცერემონიალს ესტუმრნენ გლობალური ჯილდოს ორგანიზატორები, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ღონისძიების პრესტიჟისათვის. საქართველოში ჩატარებული კონკურსი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული შემთხვევა ეროვნულ ჯილდოებს შორის, წარმოდგენილი იყო გლობალურ ჯილდოზე. ამის მიზეზი გახდა ისიც, რომ საქართველოში ის დამკვიდრდა არა როგორც ერთდჯერადი კონკურსი, არამედ, როგორც კამპანია ცვლილებებისათვის.

გარდა იმისა, რომ ეროვნული ჯილდოს მასშტაბურობისა და სახალხოობის შედეგად მასწავლებლებმა იგრძნეს აღიარება და დაფასება, ამ წამოწყებას მოჰყვა სხვა მნიშვნელოვანი დადებითი შედეგებიც. ამ ინიციატივის წამოწყებისას განათლების კოალიციის ერთ ერთი მთავარი მიზანი (დათქმა) იყო ის, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო არ არის მხოლოდ კონკურსი კონკურსისთვის, მხოლოდ 10 ფინალისტის და ერთი გამარჯვებულის გამოვლენა. პროექტს აქვს გრძელვადიანი მიზნები – კონკურსანტთა ათეულებით ყალიბდება მასწავლებელთა ქსელი, რომელიც განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებში იქნება ჩართული. გამომდინარე იქედან, რომ განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში მასწავლებელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, ეროვნული ჯილდოს მონაწილე მასწავლებლები ქმნიან ერთიან ჯგუფს, რომელიც შეძლებს შესაბამის თემებზე მუშაობას.

შეიცვალა წარმოდგენა მასწავლებლებლის შესახებ. მასწავლებელი შეიძლება იყოს წარმატებული, კმაყოფილი თავისი კარიერით, იყოს მისაბაძი ადამიანი, ცვლილებების აგენტი. ჯილდოს ფინალისტები, რომლებსაც არაფორმალურად ათეულთა კლუბსაც უწოდებენ, არაერთ სამუშაო ჯგუფში არიან ჩართულები, მათ შორის, განათლების სამინისტროსა და ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის სამუშო ჯგუფებში. ამ მხრივაც შეიცვალა დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ, ისინი უფრო მეტად ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აგრეთვე, ამ მასწავლებლებთან აქტიურად ურთიერთობს მედიაც. ამჟამად, ჯილდოს მესამე ნაკადის შემდეგ, ათეულთა კლუბების 30 მასწავლებელი წარმოადგენს, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი ეს რიცხვი 40-მდე გაიზრდება. ჯილდოს ფინალისტები მონაწილეობას იღებენ განათლების კოალიციის მიერ განხორციელებულ კამპანიებსა და პროექტებში, აგრეთვე ისინი ჩართულები არიან ტელესკოლის პროექტში.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიური მონაწილეობს როგორც შეფასების პროცესში, ასევე პროცესების დაგეგმვისას და დასასრულს – რეფლექსიის დროს. ჯილდოს (კამპანიას/პროექტს) ახორციელებს განათლების კოალიციის გუნდი – გიორგი ჭანტურია, ირინა ხანთაძე, თამარ გურგენიძე, მერი ქადაგიძე, რევაზ აფხაზავა. ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კამპანიას მხარდაჭერას უწევენ   ინა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ტელეკომპანია „იმედი“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

[1] http://www.tprize.ge/about-teacher-prize-georgia/

[2] http://www.tprize.ge/criteria/