პროგრამის იდეის შესახებ
სოციალური ინოვაციების პლატფორმა წარმოადგენს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ინიციატივას, რომლის მიზანია სოციალური ცვლილე- ბებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამა წაახალისებს ინოვაციის იმგვარ პარადიგმას, რომელიც სოციალურ ღირებულებაზეა ორიენტირებული. სოციალური ღირებულება იქმნება მაშინ, როდესაც ჩარევა და რესურსები მიმართულია საჯარო სიკეთისა და სარგებლის შექმნაზე, ასევე საზოგადოებისა და მისი კონკრეტული ჯგუფების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.
ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ქვეყანამ ტრანსფორმაციული პროცესი განვლო და გარკვეულ ეკონომიკურ პროგრესსაც მიაღწია. თუმცა, კვლავ გადაუჭრელია კომპლექსური სოციალური და ეკოლოგიური გამოწვევები, მათ შორის სიღარიბე, უმუშევრობა, უთანასწორობა, მოსახლეობის დაბერება, ეთნიკური უმცირესობების დაბალი ინტეგრაცია, განათლებისადმი ტრადიციული მიდგომები, განუვითარებელი სოციალური კაპიტალი, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენება. გარდა ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ იგრძნობა საბჭოთა სისტემის დაშლის სოციო-ეკონომიკური შედეგები. ასევე თვალსაჩინო ხდება, რომ „ღია ბაზრის“ ცალსახა პოლიტიკა ყურადღების მიღმა ტოვებს კეთილდღეობის ისეთ ძირითად ასპექტებს, რომლებიც განაპირობებენ თანასწორი, სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების ფორმირებას. ფინანსებზე, ხარისხიან განათლებასა და უწყვეტ სწავლაზე არათანაბარი და შეზღუდული ხელმისაწვდომობა კი მოქალაქეთა დიდ ნაწილს აფერხებს პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიებაში და ხელს უშლის მათი ცხოვრების გაუმჯობესებას.
შესაბამისი სოციალური პოლიტიკის გატარების გარდა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები ასევე საჭიროებენ კერძო აქტორების მიერ ახალი, ალტერნატიული გამოსავლების მოძებნას. ვფიქრობთ, რომ ამ გამოსავლის მიგნება შესაძლებელია ინტერდისციპლინური მიდგომით, სამეწარმეო აზროვნების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სტიმულირებით. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, CTC-მ საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას სოციალური ინოვაციების პლატფორმა (SIP).
პლატფორმა დაეხმარება „სოციალური ინოვატორებს“ ახლებური და მდგრადი გამოსავლების ძიების პროცესში.სწორედ ასეთი ადამიანები გვესახებიან სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ახალ თაობად, რომლებიც ცდილობენ ინოვაციური სოციალური მეწარმეობის მიდგომით დღევანდელი სამყაროს წინაშე მდგარი სისტემური პრობლემების მოგვარებას.
ჩვენი მიდგომა სამი კონცეფციის გაერთიანებას ეფუძნება:

ამ სამ კონცეფციას აერთიანებს რწმენა, რომ სოციალური ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია თანასწორი და კეთილდღეობაზე დაფუძნებული საზოგადოების შესაქმნელად.
სამიზნე ჯგუფი
![]()
SIP ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ვინც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ასევე მათთვის, ვისაც აქვს იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ცვლილება. SIP-ის სერვისებით შესაძლებელის ისარგებლოს ინდივიდმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ ან სათემო ორგანიზაციამ. ამისთვის საჭიროა შესაბამისი იდეა და მდგრადი ბიზნეს მოდელის განვითარების სურვილი.
სამუშაო მიდგომა
![]()
ვაცნობიერებთ რა, რომ სოციალური ინოვაციების განვითარება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული გარემოებების შემთხვევაში, როგორიცაა ადამიანური კაპიტალი, ტექნოლოგიებზე, ცოდნაზე და საწყის დაფინანსებაზე ხელმისწავდომობა, პროექტი მიზნად ისახავს ამგვარი ეკოსისტემის შექმნის ხელშეწყობას.
კონკრეტულად, სოციალური ინოვაციების პლატფორმის ამოცანებია:
SIP-ის მხარდაჭერის მექანიზმები
![]()
ვებ-პლატფორმა
www.socialinnovation.ge აერთიანებს და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სოციალურ ინოვაციებთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ საგანამანათლებლო და საინფორმაციო რესურსებს. პლატფორმაზე განთავსებულია თვითმართული ონლაინ კურსები სოციალური მეწარმეობის, სოციალური საწარმოსა და სოციალური ინოვაციების შესახებ, სხვადასხვა საინტერესო სიახლეები, სტატიები, ბლოგები და ვიდეო-რგოლები.
![]()
სოციალური მედია
https://www.facebook.com/socialinnovation.ge პლატფორმის საზოგადოებასთან საკომუნიკაციო არხია. მისი მიზანია სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის და თავად პლატფორმის საქმიანობის შესახებ დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება და სტიმულირება.
სოციალური ინოვაციების აქსელერატორი
წარმოადგენს კონკრეტული სოციალური ინოვაციების მხარდაჭერის მექანიზმს. აქსელერატორის მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის გზით. ჩართული პირებს ხელი მიუწვდებათ სწავლების, მენტორობისა და კონსულტაციის სხვადასხვა შესაძლებლობებზე რის საფუძველზეც მათ შეუძლიათ განავითარონ თავის საწყისი ინოვაციური იდეები. შიდა კონკურსის საფუძველზე ვლინდება საუკეთესო პროექტები და მათ გადაეცემათ საწყისი დაფინანსება სტარტ-აპების განვითარებისათვის. დაფინანსების გადაცემის შემდეგეაც პლატფორმა აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ ინოვატორებთან. ეხმარება, მართვისა და ადმინისტრირების საკითხებში, აწვდის დარგობრივ კონსულტაციას, ხელს უწყობს დამატებითი მხარდამჭერების და ფონდების მოძიებაში.
