ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ART IS FUN

ირაკლი თევზაძემ და RICDOG-ის გუნდმა გადაწყვიტა ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების მხარდაჭერისათვის, ქუთაისში სოციალური საწარმო „ART is FUN” დააფუძნოს.

სოციალური საწარმო ART IS FUN არის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ანვითარებს 6-12 წლის ბავშვების შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნებისა, კომუნიკაციების უნარ-ჩვევებს და ხელს უწყობს მონაწილეებს ისწავლონ ინგლისური ენა. ამისათვის იგი იყენებს მრავალფეროვან საგანამანათლებლო მიდგომებსა და აქტივობებს (არაფორმალური განათლება, არტთერაპია, თამაშითა და კეთებით სწავლება) და ქმნის სივრცეს ბავშვებისა და მშობლებისათვის რათა ერთად გაატარონ დრო.

გარდა ზემოთ ნახსენებისა იგი ქმნის შესაძლებლობას გაზარდოს ქუთაისში მცხოვრები 14-25 წლის ახალგაზრდების (მათ შორის სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების) განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე – არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რისთვისაც მიღებული შემოსავლით უფასოდ გახორციელდება:

– ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს ტრენინგ-სემინარებს ახალგაზრდებისათვის და სამაგიდო თამაშების ივენთებს.

ART is FUN სოციალური მისიის შესრულება, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების (მათ შორის სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებს, რომლებიც ბენეფიციარების 50% იქნებიან) შესაძლებლობების განვითარებას, თვითრეალიზებას, რეალიზებასა და მათ ფსიქო-ემოციური კეთილდღეობას.

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის