ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ციფრული პროფესიების ცენტრი

იდეის ფარგლებში გურიის რეგიონში დაფუძნდება სოციალური საწარმო ,, ციფრული პროფესიების ცენტრი”, რომლის სასწავლო მიმართულების
კომპონენტი ხელს შეუწყობს ციფრული პროფესიების დანერგვას ინოვაციური, კომპლექსური სწავლების მეთოდით. სწავლებასთან ერთად მოხდება გადამზადებული კადრების დასაქმება და კარიერული განვითარება. იდეის ფარგლებში უფასოდ გადამზადდება რეგიონში მაცხოვრებელი 15 ქალბატონი და ასევე, ფასიანი სასწავლო კურსი დაინერგება.
კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნება კარიერული განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, რომლის ფარგლებშიც მათ გავუწევთ მენტორინგს, დავეხმარებით სტაჟირებასა და დასაქმებაში.

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის