ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

საკვირაო თერაპიული სკოლა

ჩვენი იდეა გულისხმობს საკვირაო თერაპიული ხასიათის სკოლის დაარსებას საგარეჯოს რაიონში, კერძოდ სოფელ ხაშმში. რომელიც განკუთვნილი იქნება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის (ADHD)-დიაგნოზის მქონე, ასევე გაჯეტდამოკიდებული 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის.

ანი და შოთა:
რამდენიმე წლის წინ ჩვენს უფროს შვილს ADHD-ს დიაგნოზი დაუსვევს (მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მდგომარეობა ხშირად ძალიან არაპრობლემურად აღიქმება ჩვენს საზოგადოებაში, უამრავ სირთულეს და ბარიერს წავაწყდით) ამ დიაგნოზმა ჩვენი ცხოვრების წესი და რიტმი სრულიად შეცვალა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოძიება, განათლების და გამოცდილების მიღება-დაგროვება დავიწყეთ ამ მიმართულებით. ძიების გზაზე ზუკა ჯერ ვალდორფის ბაღში, შემდეგ კი თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლაში მივიყვანეთ. იქაურმა გარემომ, მიდგომამ, დღის რიტმმა, იქ მომუშავე საოცარმა ადამიანებმა, სკოლის მსოფლმხედველობამ მთლიანად მოგვიცვა, აქამდე არასდროს წარმოგვედგინა სკოლის იმ დონეზე სიყვარული, როგორც ის ჩვენ შვილებს და მათ კლასელებს უყვართ, ვალდორფის პედაგოგიკის შესწავლამ კი საბოლოოდ შეკრა ჩვენი მიზნები და იდეები ერთ მთლიანობად და ცხოვრების მიზნად დავისახეთ, რომ თანამოაზრეებთან ერთად შეგვექმნა სივრცე, სადაც მთელს ჩვენ რესურსებს,გამოცდილებას ჩავდებდით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ჯანსაღი, ჰარმონიული განვითარების შესაძლებლობა ექნებოდათ adhd-ის მქონე, ასევე გაჯეტდამოკიდებულ ბავშვებს – მოგეხსენებათ აღნიშნული პრობლემა დღითიდღე მზარდია. ბავშვის ჰარმონიული აღზრდა და საბოლოოდ მისი თავისუფალ, შემოქმედებით, მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბება კი ჩვენთვის უმთავრეს ღირებულებას და მიზანს წარმოადგენს.
სივრცე, სადაც ჩვენ იდეას ხორცს შევასხამთ რამდენიმე წლის წინ შევიძინეთ, ძალიან შეგვიყვარდა და თავს ვალდებულადაც ვთვლით ავიღოთ სოციალური პასუხისმგებლობა ადგილობრივი-ხაშმელი ბავშვების მიმართ, კერძოდ ვუზრუნველყოთ, რომ მათთვის თერაპიები იყოს უფასო, ასევე აქტიურად ვგეგმავთ მუშაობას ცნობიერების ამაღლების კუთხით მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მუნიციპალიტეტის პედაგოგ-აღმზრდელებთან და მშობლებთან. ერთმანეთს გავუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას,დავაორგანიზებთ შეხვედრებს და ლექციებს ამ მიმართულებით.

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის