ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სუპერგმირი 2.0

სუპერგმირი ციფრული საქველმოქმედო პლატფორმაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ აღმოაჩინონ სოციალურად დაუცველი ბავშვი და გახდნენ მისი სუპერგმირი ყოველთვიური პირდაპირი სპონსორობით. საქველმოქმედო ინიციატივა 2020 წელს გაეშვა და დღეს უკვე ყოველთვიურად 500-ზე მეტი ბენეფიციარი იღებს ყოველთვიურ მხარდაჭერას. ჩართულია 350- ზე მეტი ინდივიდუალური დონორი და 30-ზე მეტი კომპანია, შეგროვებულია 1 500 000 ლარზე მეტი. პლატფორმის განვითარების ახალ ეტაზპეა გვინდა შევქმნათ ინოვაციური კორპორაციული ჩართულობის აპლიკაცია, სადაც ბიზნეს სექტორს შეეძლება კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩართოს თანამშრომლები და მათთან ერთად აკეთოს სუპერგმირული საქმეები.

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის