კრებული აერთიანებს კრიტიკულ მიმოხილვას და სასწავლო მაგალითებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე ნაწილი ეხება სოციალური მოძრაობების და სოციალური ცვლილებების რაობას, რომელიც შერჩეულია სახელმძღვანელოდან „შესავალი სოციოლოგიაში“ (ავტ. ტონია კონერლი და ავტორთა ჯგუფი) ავტორები განიხილავენ ამ მოვლენას, როგორც კოლექტიური ქცევის ნაირსახეობას, მსჯელობენ მის მიზეზებსა და მნიშვნელობაზე, სთავაზობენ მკითხველს მრავალ განსხვავებულ თეორიულ პერსპექტივას. მესამე ნაწილში ადაპტირებულია მაიკლ ვორტის სახელმძღვანელოდან „არა–მომგებიანი ორგანიზაციის მართვა.“ მასში თავმოყრილია არაკომერციული სექტორისა და ორგანიზაციების თეორიები და სასწავლო მაგალითები. ავტორი განიხილავს არა–მომგებიან ორგანიზაციებს, როგორც გახსნილ სოციალურ სისტემებს, მსჯელობს მათ მიზნებსა და ხელმისაწვდომ რესურსებზე, სტრუქტურასა და კულტურაზე, როლზე, რომელსაც ისინი ასრულებენ საზოგადოებაში. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავი სოციალური მეწარმეობისა და ინოვაციების შესახებ. მეოთხე ნაწილი, ადაპტირებულია კრისტოფერ მილერის სახელმძღვანელოდან „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლა“ და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის არაძალადობრივ გზებსა და ფორმებს ეხება.
კრებულს გაეცანით ბმულზე


