მედია განვითარების საკრედიტო ფონდი
ვენტორული ფილანტროპია დამოუკიდებელი მედიისთვის
© 2012 წელი, სვიი-სამ ლამი და გაბრიელ ჰენრი იაკობი – ნაშრომი გამოქვეყნებულია სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიის სოციალური მეწარმეობის და ფილანტროპიის ცენტრის მიერ, 2012 წელს.
2010 წლის მაისში, ბრატისლავაში მედია განვითარების საკრედიტო ფონდის (MDLF) 15 წლის იუბილეს აღნიშვნიდან მალევე, ფონდის დამფუძნებელი მმართველი დირექტორი, საშა ვუჩინიჩი შეფიქრიანებული ჩანდა. გასული 15 წელი MDLF-ისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გაცემულმა დაფინასებებმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა, კლიენტთა რაოდენობამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, შეიქმნა 19 მილიონ დოლარიანი დახმარების ფონდი. თუმცა, მედია სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით საშამ გააცნობიერა, რომ იმ შემთხვევაში თუ MDLF-ს კვლავ სურდა გავლენა ჰქონოდა მედია სექტორზე, მაშინ აუცილებელი იყო რადიკალური ცვლილებების განხორციელება. მან იცოდა, რომ განვითარების შემდგომ ეტაპზე MDLF-ს ახალი ხედვა სჭირდებოდა.
MDLF-ის დაფუძნების ისტორია
MDLF-ის იდეა მის დაფუძნებელს საშა ვუჩინიჩის (ჟურნალისტი აღმოსავლეთ ევროპაში) ახალგაზრდობის წლებში დაებადა. განათლებით იურისტმა თავისი პირველი სტატია, 17 წლის ასაკში, ბელგრადის (იუგოსლავია) ყოველკვირეულ პოლიტიკურ ჟურნალში „NON“ -ში გამოაქვეყნა. ჟურნალში სხვადასხვა პოზიციაზე 11 წლიანი მუშაობის შემდგომ ის მთავრ რედაქტორად აირჩიეს. „NON” ცნობილი იყო იმით, რომ ახალ ამბებს აშუქებდა მთავრობის მიერ „ნება დართული“ სამოქალაქო სივრცის ზღვარზე. მიუხედავად ამისა, რედაქტორის თანამდებობაზე მხოლოდ ექვსთვიანი ყოფნის შემდგომ, მთავრობამ საშა აიძულა დაეტოვებინა აღნიშნული თანამდებობა. ამის შემდგომ იგი გახდა ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი რადიოსადგურ „B92”-ის პირველი გენერალური მენეჯერი, სადაც გენერალურ მენეჯერად და შემდეგ მთავარ რედაქტორად 1993 წლამდე მუშაობდა.
საშამ აღნიშნულ ორ პოზიციაზე მუშაობით ნათლად დაინახა თუ რამდენად რთული იყო განვითარებად დემოკრატიაში დამოუკიდებელი მედია ერთი მხრივ, ეკონომიურად გადარჩენილიყო და მეორე მხრივ, განვითარებულიყო როგორც ბიზნესი. მას შემდეგ რაც მათ ბალკანეთის კრიზისის დროს ღიად გააკრიტიკეს პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, ერთადერთ დამოუკიდებელ რადიოსადგურს, „B92”-ს მთავრობამ კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება. კრიტიკის საპასუხოდ მთავრობამ დააშინა ის კომპანიები, რომლებიც რადიოში რეკლამას ათავსებდნენ, რადიოს შეუზღუდეს აკრედიტაციები, შეუფერხეს ლიცენზიები, მოულოდნელად დაიწყო სხვადასხვა სახის ინსპექტირება, სამუშაო პირობებიდან დაწყებული საგადასახადო შემოწმებით დამთავრებული. შედეგად, შეიქმნა ფინანსური სირთულეები და ხარჯების დაფარვა გაჭირდა იმდენად, რომ ფირების ნაკლებობის გამო რადიო იძულებული გახდა წაეშალა იმ დროინდელი იუგოსლავიის დაშლის შესახებ არსებული ჩანაწერები. ფირების გადამუშავება საჭირო იყო შემდგომი ჩანაწერებისათვის, რამაც გამოიწვია ისტორიული ჩანაწერების წაშლა. აღნიშნულმა გამოცდილებამ საშა ერთ რამეს მიახვედრა: დამოუკიდებელი მედია საშუალებები განვითარებად მსოფლიოში თავიანთი კორპორატიული ცხოვრებისათვის საბრძოლველად მარტო დარჩნენ. საშა და მისი გუნდი იბრძოდა იქამდე, სანამ არ გაჩნდა ამ ყველაფრის უფრო ფართო მასშტაბით კეთების შესალებლობა.
„B92”-ის შემდგომ, საშა მედია კონსულტანტად მუშაობდა პრაღაში, ჯორჯ სოროსის დაფუძნებულ ფონდ ღია საზოგადოების ინსტიტუტში. აღნიშნულ პოზიციაზე მას ევალებოდა შეექმნა და ზედამხედველობა გაეწია პროექტებისათვის, რომლებიც ეხმარებოდნენ დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. ამ პერიოდში, იგი შეხვდა ვაშინგტონ პოსტის ყოფილ ჟურნალისტსა და რედაქტორს სტუარტ აუერბახს, რომელიც, ასევე, მედია კონსულტანტად მუშაობდა ფონდში. საშა და სტუარტი ერთ აზრზე იყვნენ, რომ დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციებისათვის უზარმაზარ გამოწვევას წარმოადგენდა კაპიტალურ ინვესტიციებზე წვდომა. ასე წარმოიშვა „მედია ბანკის“ იდეა. ფონდების ძიებაში, საშამ მედია ბანკის დაფუძნების იდეით ჯორჯ სოროსს მიაკითხა. თავდაპირველად სოროსი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა იდეის წარმატების. მხოლოდ რამდენიმე შეხვედრისა და მტკიცების შემდგომ სოროსმა დაამტკიცა საწყისი დაფინანსება. „ეს არ იმუშავებს“ სოროსმა თქვა, „თუმცა მე მოგცემთ საშუალებას რომ ამაში თქვენით დარწმუნდეთ“. საწყისი განვითარების გრანტი, იდეის განვითარებისათვის და სრულ მაშტაბიანი პროექტად ჩამოყალიბებისთვის, შეადგენდა 20000 აშშ დოლარს. საშამ კიდევ სამი თვე დახარჯა იურისტებთან კონსულტაციაში და სხვა ფონდებთან მუშაობაში. შედეგად პროექტის საწყისი კაპიტალის დაფინანსებამ შეადგინა 500 000 აშშ დოლარი.
1995 წელს დაფინანსების მიღების შემდგომ, საშამ სტუარტ აუერბახთან ერთად დააფუძნა MDLF. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო საქმეში არცერთს არ ჰქონდა გამოცდილება, ახალი ორგანიზაციის იდეა ჩამოყალიბდა მედია განვითარების ბანკის ფორმით. თუმცა, ორგანიზაციისთვის სახელის შერჩევის დროს, მათ სამართლებრივად ურჩიეს, რომ არ გამოეყენებინათ სიტყვა ბანკი, რადგან ეს გამოიწვევდა ორგანიზაციის მიერ მრავალი რეგულაციის დაკმაყოფილების მოთხოვნას. შედეგად, მათ სიტყვა ბანკი ჩაანაცვლეს სიტყვა ფონდით. უფრო მეტიც, რადგანაც ახალი ორგანიზაციის მისია იყო დახმარებოდა მედია სექტორის განვითარებას, სიტყვები მედია და განვითარება ბუნებრივად მოვიდა შესაბამისობაში ორგანიზაციის სახელში სიტყვათა ცვლილებასთან. საბოლოოდ, რადგანაც ახალი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენდა კრედიტების გაცემა, მათ აარჩიეს სახელი მედია განვითარების საკრედიტო ფონდი.
ფონდის პირველი კლიენტი იყო ბრატისლავაში მდებარე სლოვაკური გაზეთი „SME“, რომელმაც ფონდს კრედიტისთვის სერიოზული კრიზისის დროს მიმართა. სლოვაკეთის ავტორიტარული მთავრობის ზეწოლის შედეგად, ბრატისლავაში მდებარე ყველა სტამბა უარს აცხადებდა დამოუკიდებელი ყოველდღიური გაზეთის ბეჭდვაზე, ამიტომ, გაზეთს ტირაჟის დასაბეჭდად უახლოეს გამომცემლობაში ყოველდღიურად 100 კილომეტრიანი „მოგზაურობა“ უწევდა. გაზეთს უკიდურესად სჭირდებოდა საბეჭდი დანადგარები, რადგან შექმნილი ვითარება სერიოზულად მოქმედებდა გაზეთის კონკურენტუნარიანობასა და ტირაჟზე. MDLF-მა მეორადი საბეჭდი მანქანების შესაძენად გაზეთს გამოუყო 375 000 დოლარიანი კრედიტი, რითაც გაზეთს მიეცა შესაძლებლობა განეახლებინა ნორმალური ფუნქციონირება და შემდგომში გადაურჩა ხელისუფლების მიერ მთელ რიგ შევიწროებას: დიდი ჯარიმებიდან, სასამართლოში საქმეებიდან დაწყებული და სადაზვერვო სამსახურების შეტევებით დამთავრებული. შედეგად, „SME” გაიზარდა და გარდაიქმნა მედია კომპანია „Petit Press”-ად, რომელიც აერთიანებდა 30 გამოცემასა და 550 დასაქმებულ ადამიანს.
პირადმა და MDLF-ის პირველი პროექტით მიღებულმა გამოცდილებამ საშა მიიყვანა იმ აზრამდე, რომ დამოუკიდებელი მედია კომპანიები მხოლოდ ფინანსურ პრობლემებს არ აწყდებიან. როდესაც „SME”-მ MDLF-ს სთხოვა დახმარება, კომპანიას იმის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა, რომ მოემზადებინა შესაბამისი ბიზნეს გეგმა იმის საჩვენებლად თუ რას აპირებდნენ მომავალში. რადიო „B92”-ის ხელმძღვანელობის გამოცდილებამ კი ნათლად დაანახა, რომ მედია ორგანიზაცია მხოლოდ მაშინ არის დამოუკიდებელი, როცა საკუთარი რესურსები გააჩნია და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანია. აღნიშნული საჭიროებების დანახვის შედეგად, საშამ MDLF ჩამოაყალიბა მისიაზე ორიენტირებულ საინვესტიციო ფონდად, რომელიც განვითარებად დემოკრატიებში დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს სთავაზობდა იაფ კაპიტალს, პრობლემების გადაწყვეტილების გზებსა და მედია მენეჯმენტის ნოუ-ჰაუს, რათა ისინი ჩამოყალიბებულიყვნენ კომერციულად მდგრად მედია კომპანიებად, რომლებიც თავის აუდიტორიას შესთავაზებდნენ მაღალი ხარისხის, ფაქტებზე დაფუძნებულ, პროფესიონალურ და პასუხისმგებლიან ჟურნალისტიკას.
დამოუკიდებელი მედია განვითარებად დემოკრატიებში
დამოუკიდებელი მედია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში. პირველ რიგში, ისინი უზრუნველყოფენ მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისა და საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. მეორე, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აძლევენ „მოდუნების“ საშუალებას, უზრუნველყოფენ სამთავრობო და ეკონომიკურ საკითხებს ღიაობას საჯარო კონტროლისა და განხილვებისთვის. მესამე, ისინი ხელს უწყობენ გამჭირვალობას და ააშკარავებენ კორუფციის ფაქტებს, თამაშობენ არსებით როლს ეკონომიკურ განვითარებისა და განვითარების შედეგად მიღებული სარგებლის სიღარიბეში მყოფ პირებზე გავრცელების საქმეში. მეოთხე, ისინი აკომპენსირებენ მჩაგვრელი რეჟიმების ქმედებებს, აძლევენ გამოხატვის შესაძლებლობას იმ ეთნიკურ, პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ ჯგუფებს, რომლებიც მანამდე ქვეყანაში გააჩუმეს, ამკვიდრებენ წარმომადგენლობითი მთავრობის ინსტიტუტებს და უზრუნველყოფენ თავისუფალი საზოგადოების ღიად გამოხატვის უფლებებს. თავისი ძირითადი არსით, დამოუკიდებელი მედიის მიზანია საზოგადოებისათვის უკეთესი გარემო უზრუნველყონ, ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და პროფესიონალურად მომზადებული ინფორმაციის მიწოდებით.
კვლევები აჩვენებს, რომ დამოუკიდებელ მედიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მომავლის ჩამოყალიბებაში. მსოფლიოს ბანკის კვლევა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სანდო და დამოუკიდებელი ინფორმაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთავრობის მიერ სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს კარგ მმართველობას, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ველზე დადებითად აისახება და აჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. როგორც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის 1998 წლის ლაურიატმა ამარტია სენიმ განაცხადა: „მასობრივი შიმშილი არასოდეს ყოფილა შედარებით თავისუფალი პრესის მქონე დემოკრატიულად მართულ ქვეყნებში. არ მახსენდება არცერთი გამონაკლისი“. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს კვლავ არ აქვს წვდომა დამოუკიდებელ მედიაზე და მხოლოდ იმ ინფომრაციას იღებენ რაც მათ მთავრობებს და მათთან დაკავშირებულ პირებს სურთ.
განვითარებად დემოკრატიებში დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობის მიუხედავად, მათი არსებობა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ისინი ხშირად აწყდებიან მათ მდგრადობასთან დაკავშირებით უამრავ ისეთ საბაზრო და არასაბაზრო დაბრკოლებებს, როგორიცაა: შემზღუდავი სალიცენზიო რეჟიმები, მარეგულირებელი შეზღუდვები, კონკურენტები, რომლებსაც მთავრობები, ბიზნესი და ოლიგარქები აფინანსებენ, დაფინანსების ნაკლებობა, სარეკლამო ბოიკოტი, დისტრიბუციის შეფერხება, ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. შესაბამისად, განვითარებად ქვეყნებში მედია კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილი აკმაყოფილებს კარგი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სტანდარტებს. ერთ-ერთ დიდ სირთულეს წარმოადგენს მკაცრი ეკონომიკური რეალობა. როგორც წესი, მედია კომპანიები მასებისთვის ხელმისაწვდომ ახალ ამბებს სარეკლამო შემოსავლებით აკეთებენ, რასაც თან ახლავს ინფორმაციის ფართო გავრცელება. ამ დრომდე განვითარებად ქვეყნებში განუვითარებელი სარეკლამო ბაზარი მედია კომპანიებს აიძულებს შემოსავლების მიღების მიზნით დამოკიდებული იყვნენ ინფორმაციის მაღალი ინტესივობით გავრცელებაზე. უმეტეს შემთხვევაში, მედიაკომპანიებს აუდიტორიის გასაზრდელად უწევთ სამი „ს“-ს გამოყენება: სკანდალი, სექსი დ სპორტი. მეორე მხრივ, გამოწვევას წარმოადგენს ფინანსური რესურსის მოზიდვა. უმეტეს მათგანს არ გააჩნია აქტივი/ქონება, რომელსაც ბანკის კრედიტის სანაცვლოდ გარანტად ჩადებდა. შედეგად, ბევრ მათგანს უწევს იარსებოს საერთაშორისო დონორებისგან მიღებული გრანტით ან პოლიტიკოსების ან ძირითადი ეკონომიკური მოთამაშეების მიერ გაღებული დაფინანსებით, რაც დამოუკიდებელ პრესაზე უარყოფითად მოქმედებს. რეალობაში, დაფინანსების ნეიტრალურ წყაროზე წვდომის გარეშე, მდგრადი დამოუკიდებელი მედია ბიზნესის აწყობა ძალიან რთული საქმეა.
განვითარებად დემოკრატიებში დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბება და მდგრადობა ყოველთვის წარმოადგენდა განვითარებული ქვეყნების ინტერესსა და საზრუნავს. 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემისა და 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ განვითარებული დემოკრატიების ყურადღება პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბების, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენმა მიიპყრო. მედია განვითარების პროცესში დახმარება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით: ტრენინგი რეპორტიორებისთვის, გამომცემლებისა და რედაქტორებისთვის; გრანტები და კრედიტები მედია საშუალებებისათვის; ჟურნალისტური ქსელებისა და ასოციაციების მხარდაჭერა; კონფერენციები, სემინარები და გაცვლითი პროგრამები; ჟურნალისტთა განვითარების ცენტრებთან თანამშრომლობა. როგორც წესი, მთავრობები, კერძო სექტორი და მთავრობის მხარდაჭერილი არაკომერციული ორგანიზაციები აფინანსებენ მსგავს ღონისძიებებს. საერთაშორისო მედია დახმარების ცენტრის (CIMA) მიხედვით, 2006 წელს საზღვარგარეთ დამოუკიდებელი მედია სექტორის დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატებმა დახარჯა 142 მილიონი დოლარი, საიდანაც მთავრობამ (საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სახელმწიფო დეპარტამენტი) 69 მილიონი დოლარი დახარჯა, კერძო სექტორის დონორებმა (მაგალითად ღია საზოგადოების ინსტიტუტი და ფონდები) 60 მილიონი დოლარი და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა 13 მილიონი დოლარი. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, მედია დახმარების წამყვანი დონორები არიან ევრო კომისია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და გერმანია.
ზოგიერთ შემთხვევაში მედია დახმარება არ არის ეფექტიანი და საკმარისი მდგრადი დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბების კუთხით. მაგალითად, მედია დახმარების ღონისძიებები უმთავრესად ჟურნალისტიკის სფეროში ტრენინგებს მოიცავს. თუმცა, ბევრი პრაქტიკოსი ფიქრობს, რომ თავად მედია სექტორის მდგომარეობა უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. როდესაც მედიასაშუალებები ხდებიან ეკონომიკურად თვიკმარები და თავისუფლდებიან მთავრობის ან უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჩარევებისგან, მხოლოდ მაშინ არის მეტად სავარაუდო, რომ ისინი განიმტკიცებენ და შეინარჩუნებენ თავიანთ სარედაქციო დამოუკიდებლობას. მაშინ, როცა ბევრი ჟურნალისტი გატაცებულია მათი საქმიანობით, მათ არ აქვთ ბიზნესის მართვის უნარები. ამის გამო, ბევრი მედია საშუალება ვერ ხდება მდგრადი, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობა მართონ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა. კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც მედია კომპანიები აწყდებიან არის ის, რომ დონორები არ იღებენ გრძელვადიან ვალდებულებებს, რაც საჭიროა მდგრადი მედიის ჩამოყალიბებისათვის. ბევრი დონორი მხოლოდ საკონსულტაციო დახმარებას ეწევა და განსაკუთრებულ ყურადღებას არ ამახვილებს კონკრეტული პროგრამის გრძელვადიან ეფექტზე. მაგალითისთვის დონორებმა შესაძლოა განახორციელონ მოკლე ვადიანი პროგრამები, როგორიცაა კონფერენციები, სემინარები და მოკლე ვადიანი სამუშაო გაცვლითი საქმიანობები, ნაცვლად გრძელვადიანი პროგრამებისა, როგორიცაა ჟურნალისტიკის სკოლის დაფუძნება. რა თქმა უნდა, დონორების მხრიდან გრძელვადიან ძალისხმევასა და დახმარებას ექნებოდა უფრო მდგარი ეფექტი. ამ მიზეზების გამო, მას შემდეგ რაც დონორები დახმარებას წყვეტენ, ძალიან ბევრი დამოუკიდებელი მედია კომპანია უამრავ სირთულეს აწყდება.
MDLF-ის გუნდის ფორმირება
საშა ზუსტად აცნობიერებდა სწორი გუნდის ჩამოყალიბების მნიშვნელობას MDLF-ის წარმატებისთვის. ის ძალიან ფრთხილად არჩევდა შესაბამის კანდიდატებს მენეჯმენტის გუნდისთვის. თუმცა, „მედია ბანკის“ იდეა იმდენად ახალი და უცნობი იყო წარმატებული და პროფესიონალი ადაიანებისთვის, რომ პირველ ეტაპზე, MDLF-ში შესაფერისი უნარების მქონე ადამიანების მოზიდვა არ წარმოადგენდა მარტივ ამოცანას. მიუხედავად ამისა, პირველი სამუშაო წლის განმავლობაში, საშამ შეძლო სამსახურში აეყვანა რამდენიმე ბრწყინვალე ადამიანი, რომელთაც სჯეროდათ და იაზრებდნენ იმ მიზნებს, რომლის მიღწევაც MDLF-ს სურდა.
საშას თანამშრომლების შერჩევის თავისებური ფილოსოფია ჰქონდა, რომლის მიხედვითაც სამსახურში ადამიანებს იყვანდა დამოკიდებულების და განწყობის მიხედვით, რადგან მიაჩნდა რომ სხვა ყველა სამუშაოსთან დაკავშირებული სპეციფიკური უნარის შეძენა და განვითარება შესაძლებელია. მაგალითად ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე პიროვნების დაქირავების შემთხვევაში, ბევრად მეტი უპირატესობა ენიჭებოდა მედია ინდუსტრიის შესახებ ცოდნას ვიდრე ფინანსური მოდელირებისა და ზოგადად ფინანსების ცოდნას. საშამ აღნიშნული შემდეგნაირად ახსნა:
„როდესაც აანალიზებ დამოუკიდებელ მედიას განვითარებად ბაზარზე, EBITDA (საოპერაციო მოგება საპროცენტო ხარჯების, ცვეთა, ამორტიზაციისა და გადასახადების გადახდამდე) ძალიან ცოტას ნიშნავს. კომპანიას შეიძლება ქონდეს ფენომენალური EBITDA ერთ თვეს, ხოლო შემდეგ თვეს გაკოტრდეს და პირიქით, თვეების განმავლობაში შესაძლებელია სერიოზული დანაკარგიდან კარგ მოგებაზე გავიდეს. შესაბამისად, EBITDA-ს გაცნობის შემდეგ იმის ფიქრი რომ ეს არის სესხის დაფარვის ფული არის შეცდომა. მედიაში ინვესტირება არის ბევრად უფრო კომპლექსური, ვიდრე მარტივი ფინანსური წესების ცოდნა და გამოყენება. მკაცრი და რთული ფინანსური ანალიზთან ერთად დამატებით საჭიროა „შინაგანი გრძნობის/ინტუიციის“ განვითარება, რათა განჭვრიტო როგორ რეაგირებას მოახდენს ბაზარი კონკრეტულ სტრატეგიებზე.“
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ MDLF იყო სოციალური საწარმო, ორგანიზაციის ხელფასები შეესაბამებოდა სოციალური ინვესტიციების წრეების ანაზღაურებას და ძირითადად მაღალი იყო არაკომერციული სექტორში არსებულ ანაზღაურებებზე. საშას სჯეროდა, რომ თუ ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უხდის სამართლიანად და კარგად, სამაგიეროდ ის მიიღებდა თანამშრომლების მხრიდან მაღალი ხარისხით შესრულებულ სამუშაოს. საშა ფიქრობდა, რომ მისი საქმე იყო დარწმუნებულიყო, რომ არავინ დატოვებდა MDLF-ს დაბალი ხელფასის გამო. აღნიშნული პოლიტიკის შედეგად, MDLF-მა შეძლო შეენარჩუნებინა მაღალი მოტივაციის, პროფესიონალი და ბრწყინვალედ მომუშავე თანამშრომლები.
MDLF: სოციალური ბიზნესს მოდელი
MDLF 1995 წელს დარეგისტრირდა ნიუ იორკში, როგორც ტრასტი (შტატის კანონმდებლობის შესაბამისად) და გადასახადებისგან გათავისუფლებული კერძო ფონდი შიდა შემოსავლების სამსახურის 501 (C) (3) სტატუსის შესაბამისად. რადგანაც ა.შ.შ-ს საზღვრებს გარეთ ტრასტი, როგორც სესხის გამცემი და აქციონერი იშვიათი ფორმა იყო და ამავდროულად სამართლებრივად ჩახლართული, MDLF-მა შეცვალა მისი კორპორატიული ფორმა და გადაკეთდა არამომგებიან კორპორაციად. კიდევ ერთი ცვლილება იქნა განხორციელებული: MDLF-მა გადაწყვიტა შეეცვალა მისი სამართლებრივი სტატუსი კერძო ფონდიდან გადაკეთებულიყო საზოგადოებრივ საქველმოქმედო ორგანიზაციად, რამაც ბევრად გაუადვილა სხვა ფონდებიდან ფულის მოზიდვა. (საზოგადოებრივ საქველმოქმედო ორგანიზაციები სარგებლობენ ნაკლებად მკაცრი კომპლექსური შემოწმების (due diligence) პროცედურების გავლის პრივილეგიით).
ბიზნეს მოდელის შემუშავებისას, საშას ჩანაფიქრი იყო, რომ MDLF-ს წარმოედგინა მედია დახმარების სრულიად ახალი მიდგომა. როგორც საშამ განმარტა:
„მედია დახმარების სამყაროში, ყველაზე გავრცელებული საშუალებაა გრანტი და როგორც წესი გრანტი არის ცოტა და ამ გრანტის გამოყენების შედეგად, ის პრობლემები რომელთაც მედია კომპანიები აწყდებიან რჩება გადაუწყვეტელი. ეს გავს კბილის ტკივილის მკურნალობას ანესთეზიის გამოყენებით. MDLF-ის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ბიზნესის მოწესრიგება და რაც შეიძლება სწრაფად მისი მიყვანა როგორც მინიმუმ ფინანსურ თვითკმარობამდე.“
დამფუძნებლებმა MDLF შექმნეს როგორც მედია დახმარების ორგანიზაცია, რომელიც იყენებდა ვენტორული კაპიტალის პრინციპებს, რათა უზრუნველყო განვითარებად დემოკრატიებში დამოუკიდებელი მედია კომპანიებისათვის ხელმისაწვდომი დაფინანსება. ამასთან, MDLF განსხვავდებოდა სტანდარტული მოგებაზე ორიენტირებული ვენტურული კაპიტალის ფირმებისგან. MDLF-ის მიზანს წარმოადგენდა სოციალურ ამონაგების მიღება ძლიერი, პროფესიონალური და პასუხისმგებლიანი დამოუკიდებელი მედიების ფორმით. გარდა ფინანსური დახმარებისა, MDLF კლიენტებს ეხმარებოდა ტრენინგებით ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ტექნოლოგიები, მენეჯერული ცოდნა და უნარების განვითარება.
ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა სესხები, ფინანსური ლიზინგი აღჭურვილობის შესაძენად და კაპიტალში ინვესტირება, რომლებიც როგორც წესი ასოცირდება ბანკებთან და კერძო ინვესტორებთან, MDLF-მა გამოიყენა კლიენტების ფინანსური უზრუნველყოფისთვის. ეს ინსტრუმენტები წარმოადგენდნენ ინვესტიციებთან დაკავშირებული პროგრამის ნაწილს (PRIs), რაც გათვალისწინებულია ა.შ.შ-ს საგადასახადო კანონმდებლობით, რომელიც ნებას რთავს არაკომერციულ პირებს თავიანთი მიზნების მისაღწევად განახორციელონ პროცენტიანი ან შემოსავლის მომტანი ინვესტიციები სხვა ფირმებში. აღნიშნულ პროგრამას, როგორც წესი იყენებდნენ საზოგადოებრივი საქველმოქმედო ორგანიზაციები და ფონდები დაბალპროცენტიანი კრედიტებისა და კაპიტალში ინევესტირებისთვის იმ კომერციულ თუ არაკომერციულ სოციალურ საწარმოებში, რომლებიც ვერ იღებდნენ დაფინანსებას ჩვეულებრივი წყაროებიდან. რადგანაც ეს პროგრამა გრძელვადიანი ხასიათის იყო, MDLF მოქმედებდა, როგორც ვენტორული კაპიტალის ფონდი და კლიენტებთან ამყარებდა გრძელ ვადიან და მაღალი ჩართულობის ურთიერთობას. MDLF-ს სჭირდებოდა ჰქონოდა გრძელ ვადიანი ინტერესი მისი კლიენტების ფინანსურ და პროგრამულ გამართულობაში, რათა დახმარებოდა მათ განევითარებინათ კრედიტის დაფარვის მდგრადი მოდელები. მისი კლიენტების უმრავლესობისათვის, MDLF იყო დაფინანსების ერთადერთი ხელმისაწვდომი წყარო და ეს ურთიერთობა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო მათი ორგანიზაციული განვითარებისათვის.
ინვესტიციებთან დაკავშირებული პროგრამისთვის, MDLF მართავდა მუდმივად შევსებად ფონდს. კრედიტები კლიენტებისთვის გამოიყოფოდა ამ ფონდიდან და ამოღებული კრედიტის ძირითადი თანხა თავიდან გამოიყენებოდა ახალი კრედიტების გასაცემად. ინვესტირებისგან მიღებული საპროცენტო შემოსავალი, დივიდენდი და კაპიტალური მოგება გამოიყენებოდა საოპერაციო ხარჯების დასაფარად. MDLF-ის მიერ დაფინანსებული საკრედიტო პროექტები მერყეობდა 5 ათასიდან 3 მილიონ დოლარამდე, სხვადასხვა ვადით 10 წლამდე, ხოლო ტიპიური სესხი 300 000-დან 800 000 დოლარამდე ხუთიდან 7 წლამდე. რაც მოიცავდა პირველადი ძირითადი თანხის შენატანის 6 თვიდან ერთ წლამდე საშეღავათო პერიოდს. ამასთან, MDLF-ის ინვესტიციების უმრავლესობა იყო დოლარში ან ევროში. აღნიშნული კრედიტები კლიენტებს ეხმარებოდა ისეთი ტექნიკის შესაძენად, როგორიცაა გადამცემები და საბეჭდი ტექნიკა ან ისეთი საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნების დასაფარად, როგორიცაა ხელფასები, მასალები და მარკეტინგი. უმეტეს შემთხვევებში, MDLF-ის მიერ გაცემული კრედიტები დამოუკიდებელი მედია კომპანიების ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობის მიღწევისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი იყო. მაგალითად საბეჭდი დანადგარების შეძენით, მედია კომპანიებს აღარ უწევდათ დამოკიდებულნი ყოფილიყვნენ მთავრობის კონტროლირებად სტამბებზე, რაც ხშირად ხდება გარდამავალ დემოკრატიებში და ამასთანავე მათ შეეძლოთ მიეღოთ დამატებითი შემოსავალი სხვა პირებისთვის ბეჭვდითი მომსახურების გაწევით.გან.
მიუხედავად იმისა, რომ MDLF იყენებდა მოგებაზე ორიენტირებული ინვესტორებისათვის დამახასიათებელ ფინანსურ ინსტრუმენტებს, მისი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკა ასახავდა მის სოციალურ მისიას. პირველ წლებში, MDLF-მა ყველა კრედიტზე დააწესა სუბსიდირებული ორიდან სამ პროცენტამდე განაკვეთი. თუმცა, იმის გაცნობიერების შემდგომ, რომ დამოუკიდებელი მედიისათვის კაპიტალთა წვდომა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე იაფი დაფინანსება, MDLF-მა შესაბამისად შეცვალა საპროცენტო განაკვეთი. სტანდარტული საკრედიტო პოლიტიკისგან განსხვავებით, MDLF ჩვეულებრივ დაბალ საპროცენტო განაკვეთს აწესებდა მაღალი რისკის პროექტებზე და მაღალი საპროცენტო განაკვეთს დაბალი რისკის პროექტებზე. MDLF-ისთვის მაღალი რისკი პროექტები ითხოვდა უფრო მეტ სუბსიდირებას, რადგან მათ მაღალი სოციალური ამონაგების პოტენციალი ქონდათ და კლიენტებს, როგორ წესი არ შეეძლოთ მაღალი პროცენტის გადახდა. თავის მხრივ, კლიენტები რაც უფრო მეტ ხანს თანამშრომლობდნენ MDLF -თან, საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნებოდა, რადგან კლიენტის ბიზნესი განვითარდებოდა და მათ ექნებოდათ შესაძლებლობა უფრო მეტი საფასურის გადახდის. მიუხედავად მათი არა ლოგიკური მიდგომისა, ძლიერი კლიენტები მზად იყვნენ გადაეხადათ უფრო მაღალი პროცენტი,, რადგან მათ იცოდნენ, რომ ეს სახსრები გამოყენებული იქნებოდა მსგავსი შეხედულების მქონე დამოუკიდებელი მედიის სუბსიდირებისათვის, მსოფლიოს სხვა ნაწილებში.
კაპიტალში ინვესტიების განხორციელებით MDLF იყენებდა სხვა მედია დახმარების ორგანიზაციებისგან რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს. აღნიშნული გამოყენებული იყო კლიენტების დასახმარებლად საკუთრების უფრო მოქნილი სტრუქტურის შესაქმნელად და უსაფრთხოების კონტროლის გასამტკიცებლად აქციების მტრული დაეუფლებასთან დაკავშირებული (hostile takeovers) ქმედებების ბლოკირებით, რასაც შესაძლოა შეერყია მედია კომპანიების დამოუკიდებლობა. საქმიანობის დაწყებისას MDLF არ იყო დარწმუნებული კაპიტალში ინვესტირების ინსტრუმენტის სიცოცხლისუნარიანობაში. MDLF-ის მენეჯმენტი შიშობდა, რომ აქციებთან/კაპიტალთან დაკავშირებული შეთავაზებები დააფრთხობდა კლიენტებს, რადგან მათ შეეშინდებოდათ რედაქციულ დამოუკიდებლობაში ჩარევის. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ რაც კლიენტებმა ააწყვეს ურთიერთობა MDLF-თან, ისინი დარწმუნდნენ, რომ MDLF-ის ერთადერთი სურვილი იყო დამხმარებოდა მათ ბიზნესის გამვითარებაში. შესაბამისად, მათვის პრობლემა აღარ იყო MDLF-ის მიერ კაპიტალის აქციების შეძენა. MDLF-ისთვის, კაპიტალში ინვესტირების მიმართ ნდობა უდიდესი მნიშვნელობის იყო, რადგან განვითარებად ქვეყნებში ინვესტირებას ახასიათებდა გაურკვევლობა. ზოგიერთ შემთხვევებში MDLF-ის წარმომადგენელი იკავებდა ერთ ან ორ ადგილს კომპანიის დირექტორთა საბჭოში.
ინვესტირების გარდა, MDLF-მა, ასევე, ხელი შეუწყო კლიენტების განვითარებას შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივებით. იყო რა მაღალი ჩართულობის მქონე დამფინანსებელი, MDLF-მა მისი საპორტფელო ინვესტიციებთან ერთად უზრუნველყო პროფესიონალური დახმარება, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და პირდაპირი რჩევები MDLF-ის თანამშრომლებისა და კონსულტანტებისგან. ყოველწლიურად MDLF გამოყოფდა თანხებს მოგზაურობისათვის, სპეციალიზირებული ღონისძიებებისთვის, ტრენინგებისთვის, მედია ფორუმებისთვის, რათა უზრუნველყო კლიენტებისთვის ტექნიკური დახმარება. გარდა ამისა, MDLF-ს ჰქონდა საკუთარი მედია მენეჯმენტის ტრენინგ ცენტრინ „2MC“. კლიენტებს შეეძლოთ გაევლოთ პროგრამები „2MC“-ში, რომელიც სთავაზობდა სპეციალიზირებულ ტრენინგებს ძირითად მედია მენეჯმენტის საგნებში, რომლიც მორგებული იყო განვითარებად ბაზრებში მედია მენეჯერების საჭიროებებზე.
ანალოგიურად, კლიენტებს შეეძლოთ მიემართათ MDLF-ის ციფრული მედია ლაბორატორიისთვის, The Centre for Advanced Media (CAMP), მედია ტექნოლოგიებში დახმარების თხოვნით. Mdlf-მა CAMP-ი შექმნა მას შემდგომ რაც გააცნობიერა, რომ ტექნოლოგია მნიშვნელობას შეიძენდა შეზღუდული რესურსი მქონე მედია სექტორისთვის. CAMP-ის მიზანი იყო მიეგნო იაფი და ეფექტიანი გამოსავლისთვის, რათა დახმარებოდა კლიენტებს ახალი ტექნოლოგიების გამოეყენებაში, რაც გაათანაბრებდა დამოუკიდებელი მედიებისთვის საასპარეზო ველს. CAMP-მა დაარსების დღიდან წარმატებით შეიმუშავა ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმები, როგორიცაა “Digital Kiosk”, რომელიც საშუალებას აძლევდა მედია კომპანიებს შეეკრიბა გამომწერები ელექტრონულად იმ ქვეყნებში რომელთაც არ გააჩნდათ განვითარებული და დაცული ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები და შეემუშავებინა ღია (open source) კომპიუტერული პროგრამები პატარა და საშუალო მედია კომპანიებისათვის. CAMP-ი იმდენად წარმატებული გახდა, რომ 2010 წლის აპრილში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ორგანიზაციად და დაერქვა “Sourcefabic”.
MDLF-ის მდგრადობის ჩამოყალიბება
ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა MDLF-ის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა. ვინაიდან, MDLF თავისი კლიენტების მსგავსად არაკომერციული ორგანიზაციაა, იგი ასევე, დამოკიდებული იყო სხვა ფონდების ფინანსურ მხარდაჭერაზე. ინვესტიციებთან დაკავშირებული პროგრამის ფონდისთვის ფულის მოზიდვამდე MDLF-ს პირველ რიგში ჭირდებოდა თანხების მოზიდვა მისი საოპერაციო ხარჯების დასაფარად, რაც მოიცავდა პერსონალის ანაზღაურებას, ოფისის ქირას და ტექნიკური დახმარების პროგრამის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. რადგანაც MDLF მიჰყვა მედია ბანკის მოდელს, რომელიც ვენტურული კაპიტალის პრინციპს იყენებს, მისი საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატებოდა სხვა საგრანტო ორგანიზაციების ხარჯებს. მას უნდა ჩაეტარებინა ძალიან ბევრი კომპლექსური შეფასება, დაექირავებინა ფინანსური ექსპერტები ინვესტიციების შესაფასებლად, კონსულტაციები გაევლო იურისტებთან სხვადასხვა ადგილას, სადაც ის აპირებდა ინცვესტირებას, დაეხარჯა მნიშვნელოვანი დრო და ფინანსები პოტენციური კლიენტების შესაფასებლად და მათი ინვესტიციების ყოველთვიურ მონიტორინგზე. მისი ხარჯების დასაფარად, MDLF მოიხმარდა ინვესტიციებიდან შემოსავლებს, იღებდა გრანტებსა და კრედიტებს სხვადასხვა ფონდებიდან, როგორიცაა ღია საზოგადოების ინსტიტუტი, მაკარტურის ფონდი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ევროპული ფონდები. 1996 წლიდან 2010 წლის ნოემბრამდე MDLF-მა საერთო ჯამში კრედიტებისა და გრანტების სახით მოიზიდა 107,474,274 მილიონი დოლარი. ზოგიერთ კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა დაახლოებით ორ პროცენტს, ზოგი კი უპროცენტო იყო.
MDLF-ის მიერ საქმიანობის გლობალურად გაფართოებასთან ერთად, ინვესტირებისთვის საჭირო თანხები გაიზარდა და უფრო ძნელი გახდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის თანხების მოზიდვა, რაც საჭირო იყო მისი მისიის მხარდასაჭერად. ერთი მხრივ, მათი განსაკუთრებული ზრდა განაპირობა ზოგიერთი დონორის მხრიდან MDLF-ის როგორც წარმატებულ ბიზნეს მოდელის მიჩნევამ, რამაც მათ აფიქრებინა, რომ MDLF-ს აღარ ჭირდებოდა მათი შემოწირულობა. მეორე მხრივ, მათი საოპერაციო ხარჯები გაიზარდა იმდენად, რომ ძნელი გახდა მხოლოდ ფონდის სახსრებზე ყოფილიყო დამოკიდებული. MDLF-ის შეფასებით 2011 წელს 8.5 მილიონი დოლარი იყო საჭირო მისი საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებისთვის და აღნიშნული თანხის მიღება ტრადიციული დაფინანსების წყაროებიდან წარმოუდგენელი იყო. შედეგად, MDLF მასშტაბურობიდან გამომდინარე იძულებული გახდა დაყრდნობოდა სხვა ინოვაციური დაფინანსების წყაროებს.
2005 წელს, MDLF-მა სახსრების მოსაზიდად დაიწყო სოციალური კაპიტალის ბაზრის გამოყენება. MDLF-მა ერთ-ერთ მის ინვესტორთან, Calvert Social Investment Foundation (Calvert)-თან პარტნიორობით გამოუშვეს თავისუფალი პრესის ობლიგაცია (Free Press Investment Notes). Calvert-თან პარტიორობამ შესაძლებლობა მისცა MDLF-ს გაეზარდა ფონდის შესაძლებლობები, კერძოდ უნარი გამოეყენებინათ ობლიგაციები თანხების მოსაზიდად საშუალო სტატისტიკური ინვესტორებისგან, რათა კაპიტალი მიმართულიყო საზოგადოების განვითარებისკენ და სხვა ღირებულების მომტანი პროექტებისა და წარმოებებისკენ. ინდივიდუალურ ინვესტორებს, ინსტიტუციებსა და ფონდებს შეეძლოთ პირდაპირი ინვესტიცია განეხორციელებინათ ობლიგაციებში და MDLF-ისთვის მიეცათ კრედიტი, რათა დახმარებოდნენ დამოუკიდებელ მედიას და ამავე დროს მიეღოთ ფინანსური სარგებელი. ობლიგაციის მინიმალური ღირებულება შეადგენდა 1000 დოლარს. ობლიგაციიის ვადა განსაზღვრული იყო ერთიდან ათ წლამდე და ინვესტორებს შეეძლოთ მიეღოთ სარგებელი ნულიდან სამ პროცენტამდე. მიღებული შემოსავლები გამოყენებული იყო განვითარებად დემოკრატიებში დამოუკიდებელი მედია კომპანიებისათვის ახალი შეღავათიანი პირობებიანი კრედიტების უზრუნველსაყოფად. ამასთან, MDLF-მა აღმოაჩინა რომ საცალო ინვესტორებისგან ფულის მოზიდვა რთულ საქმეს წარმოადგენდა, რადგან საჭირო იყო რესურსის დახარჯვა პირდაპირი ინდივიუდუალური კომუნიკაციისთვის. აღნიშნული ობლიგაციის ინიცირებით, MDLF-მა მოიზიდა დაახლოებით 2 მილიონი დოლარი მისი საინვესტიციო ფონდისთვის.
სოციალური საინვესტიციო კაპიტალზე წვდომის მნიშვნელობის გაცნობიერების შედეგად, MDLF-ს სურდა მისი ზრდის დასაფინანსებლად მოეზიდა მეტი ფული კერძო კაპიტალის წყაროებიდან. იმ დროისთვის, ფინანსები რომლის მოზიდვას ყოველწლიურად MDLF ცდილობდა ძალიან დიდ თანხას შეადგენდა საქველმოქმედო ფონდებისთვის, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ცოტა იყო საინვესტიციო ბანკების დასაინტერესებლად. თავისუფალი პრესის ობლიგაციის წარმატების მიუხედავად, ობლიგაცია შეზღუდული იყო გეოგრაფიულად-ამერიკის რეზიდენტებისათვის და ადგილმდებარეობით, თითოეული შტატის განსხვავებული მარეგულირებელი მოთხოვნების გამო. 2006 წელს MDLF-მა კონსულტაციებისთვის მიმართა შვეიცარიულ კომპანია responsAbility-ს, რომელიც ფინანსური მომსახურებით უზრუნველყოფდა სოციალური და მდგრადი განვითარებით დაინტერესებულ ინვესტორებს. დისკუსიების შედეგად, responsAbility-მა MDLF-ი დააკავშირა Vontobel ბანკთან, შვეიცარიულ დამოუკიდებელ ბანკთან, რომელიც მანამდე დაუკავშირდა responsAbility-ის რჩევის მისაღებად, თუ როგორ გამოეყენებინა ახალი სოციალური ინვესტიციების თემები მისი კლიენტებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ თანამშრომლობაზე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრობლობის სააგენტოსა (SDC) და შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჩართულობით. თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა სტრუქტურირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე პროდუქტი, სახელად VONCERT responsAbility Media Development (Voncert). Vontobel-მა Voncert-ი შექმნა ობლიგაციის მსგავს პროდუქტად, საიდანაც მოზიდული სახსრების 20 პროცენტი წლიური ერთი პროცენტიანის კრედიტის სახით ეძლეოდა MDLF-ს, ხოლო დარჩენილი 80 პროცენტის ინვესტირება ხდებოდა სტრუქტურირებულ საპროცენტო განაკვეთის მქონე პროდუქტში, რომელსაც 5 წლიანი შვეიცარული ფრანკის ობლიგაციის მსგავსი შემოსავალი ჰქონდა. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობამ Voncert-ის საიმედოობა გაზარდა: SDC გახდა კრედიტის გარანტი, Vontobel მზად იყო ნებისმიერ დროს პროდუქტით ვაჭრობისთვის და responsAbility-მ უზრუნველყო MDLF-ის დეტალური კომპლექსური შემოწმება და მუდმივად ახორციელებდნენ MDLF-ის პორტფელის ხარისხის მონიტორინგს. ამ თანამშრომლობის შედეგად, MDLF-მა შეძლო გამოეყენებინა Vontobel-ის კლიენტები, რომელთაც სურდათ წვლილი შეეტანათ პრესის თავისუფლების საქმეში, ამ გზით მოზიდულ იქნა 4 მილიონი შვეიცარიული ფრანკი.
MDLF-მა ფინანსურ მდგრადობას მიაღწია 2007 წელს, ამ კონკრეტულ წელს MDLF 15 მილიონ დოლარად ნაწილობრივ გავიდა მის მიერ კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციიდან. (ინვესტიცია სრულად ათვისებულ იქნა 2010 წელს და კაპიტალის მთლიანმა ზრდამ შეადგინა 10.3 მილიონი დოლარი). 2009 წელს MDLF-ი გავიდა კიდევ ერთი ინვესტიციიდან 13.9 მილიონ დოლარად და შედეგად კაპიტალი გაიზარდა მიახლოებით 13 მილიონი დოლარით. საშუალოდ MDlF-მა გენერირება მოახდინა გამორჩეული, 33.8 პროცენტიანი, შიდა უკუგების (მომგებიანობის) ინდექსის. კაპიტალის მოგება გადატანილ იქნა კვაზ საქველმოქმედო ფონდში, სახელად Client Subsidy Fund, რომელიც გამოყენებულ იყო საოპერაციო ხარჯების დასაფარად. 2010 წლის სექტემბრისთვის ფონდს ბალანსზე ქონდა 18.3 მილიონი დოლარი. MDLF-ის გადაწყვეტილება განეხორციელებინათ ინვესტიციები კაპიტალში აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მდგრადობის მიღწევის საქმეში. MDLF-ის მმართველი დირექტორის მოადგილის თქმით, MDLF-ი გაკოტრდებოდა იმ შემთვევაშიც კი თუ ის მის ყველა ინვესტიციაზე 12 პროცენტიან საპროცენტო განაკვეთს დააწესებდა. მითუმეტესს, რომ ფონდს დაწესებული ქონდა 6 პროცენტიანი შეწონილი საშუალო განაკვეთი, რათა უზრუნველყო მისი კლიენტები სუბსიდირებული დაფინანსება. მანამდე, ფონდის საოპერაციო ხარჯების ერთი მესამედი ფინანსდებოდა ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლებით და დარჩენილი ორი მესამედი მესამე პირებისგან მიღებული გრანტებით. ხარჯები, რომელიც ადრე გრანტებით იფარებოდა, 2007 წლის შემდგომ Client subsidy fund-ით ანაზღაურდებოდა და 2008 წლიდან MDLF-მა შეწყვიტა საოპერაციო ხარჯებისთვის გრანტების მოზიდვა. გარდა ამისა, ფონდმა MDLF-ის საქმიანობას შესძინა მეტი მოქნილობა. მაგალითად MDLF-ს მიეცა შესაძლებლობა ორი პროცენტით შეემცირება საპროცენტო განაკვეთი კრედიტების უმრავლესობისთვის იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად 2009 წელს და მას შეეძლო საოპერაციო ხარჯები დაეფარა მომავალი 6 წელი ისე, რომ არ დაჭირვებოდა გარედან თანხების მოზიდვა. საშას განმარტებით MDLF-ის მოდელი გულისხმობდა კლიენტების კაპიტალში ინვესტიციების ჩადებას და როცა ინვესტიციების შედეგად კაპიტალი გაიზრდებოდა, MDLF იყენებდა ამას მომავალი კლიენტების დასაფინანსებლად. ფაქტობრივად, კლიენტები ერთმანეთის სუბსიდირებას ახდენდნენ და შედეგად არ იყვნენ წინააღმდეგნი თუ MDLF-ს ექნებოდა კაპიტალის მნიშვნელოვანი ზრდა.
რისკ მენეჯმენტი
ინვესტირება მედია საშუალებებში, რომლებიც საქმიანობენ განვითარებად დემოკრატიებში, რომელთაც ახასიათებთ არასტაბილური ეკონომიკური გარემო და მედია შევიწროების ისტორია, ყოველთვის წარმოადგენდა ძალიან რისკიან ბიზნესს. დასაწყისში, არავის სჯეროდა, რომ MDLF გაძლებდა ორ წელზე მეტს. ბუნებრივი/თანდაყოლილი რისკი იმხელა იყო, რომ ძირითადი თანხის უკან დაბრუნებაც კი შეუძლებელი ჩანდა. მიუხედავად ამისა, სკეპტიკოსები შეცდნენ. დაარსების დღიდან 2010 წლამდე, MDLF-მა დამოუკიდებელი მედია კომპანიებისათვის ხელმისაწვდომი დაფინანსებისათვის ჯამურად 104.3 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც მოიცავდა 91 მილიონის დოლარის კრედიტსა და კაპიტალში ინვესტიციებს და 13 მილიონი დოლარის ტექნიკურ დახმარებასა და სხვა გრანტებს. ამავე პერიოდში, MDLF-მა გამოიმუშავა 35 მილიონი დოლარი პროცენტით, დივიდენდით და კაპიტალის მოგებით. საერთო ჯამში, MDLF-მა დააფინანსა 76 დამოუკიდებელი მედია კომპანიის 233 პროექტი 26 ქვეყანაში. მიუხედავად მაღალი რისკის ბუნების მქონე ინვესტიციებისა, MDLF-მა ჩამოწერა მთლიანი სესხისა და ინვესტიციის მხოლოდ 2.08 პროცენტი.
საშას თქმით, მთავარი ფაქტორი რამაც MDLF ასეთი წარმატებული გახადა იყო მისი კლიენტები. MDLF-ის აზრით, ისინი წარმოადგენდნენ ძალიან კარგ კრედიტორებს, რომლებიც რისკის ქვეშ არ დააყენებდნენ მათ რეპუტაციას სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. საშამ აღნიშნული შემდეგნაირად ახსნა:
MDLF ფულს ასესხებს წარმოუდგენლად კარგ მსესხებლებს. მათი მთავარი აქტივი არის მათი რეპუტაცია. არცერთ მათგანს არ სურს გარისკოს და პოტენციურად დაკარგოს ყველაზე დიდი აქტივი, MDLF-ს მიმართ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. მედია სამყარო ყველა ქვეყანაში ისეთი მცირეა, რომ რეპუტაციის დაკარგვა, განსაკუთრებით მსგავს მედია ჯგუფებში, ნიშნავს შანსის დაკარგვას დარჩე ამ სამყაროში.
MDLF-ის კლიენტთა უმრავლესობა ჟურნალისტია და საშას მათ ზოგადად გონება გახსნილ ადამიანებად მიიჩნევს. მათი საქმიანობის ბუნებაა მრავალფეროვანი საკითხების დამუშავება და კომპლექსური თემების გაშუქება, ამ მიზნით მათ უწევთ მიმართონ სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებს, რათა სპეციფიკური საკითხების არსი გაიგონ. ამიტომ ისინი უნდა დარჩნენ გონება გახსნილები და გააჩნდეთ სურვილი ისწავლონ სხვა ადამიანებისგან. შესაბამისად, როდესაც MDLF სთავაზობს მათ რჩევებს მათი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც წესი ისინი უცებ უღებენ ალღოს და სურვილი აქვთ მიყვნენ ამ რჩევებს. და რადგანაც MDLF 15 წელზე მეტია მუშაობს დამოუკიდებელ მედია სექტორში, თითქმის ერთი და იგივე გუნდით, მათვის ნაცნობია ის პრობლემები, რაც მათ კლიენტებს აქვთ. შედეგად, კლიენტები ენდობოდნენ MDLF-ს და უმეტესობა პრობლემური საკითხების წარმოშობის შემთხვევაში MDLF-ს მიმართავს რჩევისთვის. საშას აზრით, აღნიშნულმა უნიკალურმა მენტალიტეტმა და მიდგომამ აქცია მათი კლიენტები შესანიშნავ კრედიტორებად.
წლების განმავლობაში, MDLF-მა შეიმუშავა კლიენტების შერჩევის მკაცრი პროცესი კარგი საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით. ახალ ქვეყანაში შესვლამდე, MDLF აფასებდა ამ ქმედების გამოსადეგობას/შესაბამისობას. როგორც წესი, ანალიტიკოსი აფასებდა იმ ლოკაციაზე არსებულ მედია გარემოს, აგროვებდა ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა წიგნიერის დონე, ეკონომიკური მაჩვენებლები, სამართლებრივი და დაცვა და ა.შ. ამის შემდგომ, დირექტორთა საბჭო განიხილავდა შეფასებებს და იღებდა გადაწყვეტილებას შესულიყო თუ არა MDLF კონკრეტულ ქვეყანაში. დირექტორთა საბჭო უმეტესად დაკომპლექტებული იყო ჟურნალისტებით, ჟურნალისტიკის ექსპერტებით, პროფესორებით ან სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებით. მას შემდეგ რაც ქვეყანა დამტკიცდებოდა, საბჭო აფასებდა სხვადასხვა სავარაუდო კლიენტს ამ ქვეყანაში და არჩევდა მათ, ვინც შექმნიდა და დააბრუნებდა სოციალურ სიკეთეს, ჟურნალისტიკის ხარისხსა და გავლენაზე ფოკუსირებით. საბჭოდან თანხმობის მიღების შემდგომ, აპლიკანტს უნდა მოემზადებინა ბიზნესს გეგმა, რომელსაც განიხილავდა საინვესტიციო კომიტეტი. ჰარლანის თქმით, ბევრი აპლიკანტი ამ ეტაპზე უკან იწვევდა მათ ფინანსურ მოთხოვნას, რადგან ან ისინი აცნობიერებდნენ რომ მოთხოვნები ფინანსური დახმარების მისაღებად იყო ძალიან მკაცრი ან მათ არ სურდათ სრულად გამჭირვალეები ყოფილიყვნენ MDLF-ის წინაშე. თუმცა ეს ფაქტი MDFL-ისთვის პოზიტიური იყო, რადგან, მხოლოდ სერიოზულ და სანდო კლიენტებს სურდათ გაევლოთ კომპლექსური შეფასების პროცესი. აღნიშნულ ეტაპზე პოტენციურ კლიენტებს ბიზნეს ანალიტიკოსი მიემაგრება რათა მოამზადონ ბიზნესს გეგმა, რომელიც მოიცავ ინვესტიციის აღწერას, კომპანიის არსებული მდგომარეობის ფინანსური ანალიზს და სამომავლო პროგნოზებს. ბიზნეს გეგმის შედგენის შემდგომ, კლიენტმა ის უნდა წარუდგინოს საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც უმეტესად დაკომპლექტებულია MDLF-ის ხელმძღვანელობით. კლიენტმა, რომელიც უმეტესად წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით, უნდა დაიცვას ბიზნეს გეგმა და უპასუხოს კომიტეტის შეკითხვებს. ბოლო ეტაპზე, თუ პოტენციური კლიენტი დაარწმუნებს საინვესტიციო კომიტეტს ბიზნეს გეგმის სიცოცხლისუნარიანობაში იგი მიიღებს შეთავაზებულ ინვესტიციას. აღნიშნულმა შეფასების მკაცრმა პროცესმა საშუალება მისცა MDLF-ს შეერჩია სანდო პოტენციური გამარჯვებულები ამ სექტორში.
გარდა ამისა, MDLF-მა შეიმუშავა რამდენიმე საკუთრების დაცვის სისტემა, რათა ემართა მისი შესაძლო დანაკარგები. ერთ-ერთ მათგანი იყო ფინანსების გამოყოფა „ფონდების ოჯახის“ მეშვეობით. მთავარი ფონდის ფარგლებში, MDLF-მა შექმნა ქვეკატეგორიის ფონდები, თითოეული განსხვავებული მიზნებით, რისკ პროფილებით, კვალიფიციური მსესხებლები განსაზღვრებით, შესაფერისი ქვეყნებით, ფასებით, დაფინანსების პირობებითა და დაფინანსების ჩარჩოთი. თითოეული კატეგორიის ფარგლებში, MDLF განსაზღვრავს შესაბამის საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკასა და დაფინანსების სტრუქტურას. მსგვასად შედგენილმა სტრუქტურამ შესაძლებლობა მისცა MDLF-ს ცალკე გამოეყო მის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტის განსაზვრული მახასიათებლები. მაგალითად, ფონდების ოჯახის ფარგლებში ერთ-ერთი კატეგორია იყო მაღალის რისკის ქვეყნების ფონდი, რომელიც თავის თავზე იღებდა ქვეყნების მაღლ რისკებს, როგორიცა სუსტი კანონის უზენაესობა, მიმდინარე კონფლიქტები და მყიფე მედია კომპანიები. ამ კატეგორიის დაარსებამდე, MDLF-ისთვის რთული იყო მაღალი რისკი მქონე პროექტებში ინვესტირება, რადგან ძნელი იყო მთლიან პორტფელში რისკის ნაწილის შეფასება. ამ კატეგორიის შექმნის შემდგომ, MDLF-მა შეიძინა მოქნილობა გამოეყო კაპიტალი გარკვეული თანხა, რაც მისთვის მისაღები იყო მაღალის რისკი პროექტებისთვის, რამდენადაც მას უკვე შეეძლო შეეფასებინა რისკები და მათი გავლენა მთელ პორტფელზე.
მას შემდეგ რაც კლიენტი მოთხოვნილ დაფინანსებას მიიღებდა, მუშაობა არ სრულდებოდა. რისკების პორტფელის მართვისთვის, MDLF მის კლიენტს მკაცრად და გულდასმით აკვირდებოდა. თითოეულ დამტკიცებულ კანდიდატს უნდა წარედგინა თვიური ანგარიში, რომელიც მოიცავდა ფინანსებს და ძირითადი მახასიათებლების ეფექტიანობის შეფასებას, როგორც ეს ბიზნეს გეგმით იყო შემოთავაზებული. საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში კლიენტები ვალდებულნი იყვნენ MDLF-ს შიდა აუდიტორებისთვის წვდომა მიეცათ საბუღალტრო ჩანაწარებსა და იურიდიულ დოკუმენტებზე. ტიპიური მსესხებლის მსგავსად, MDLF-ის თანამშრომლები კლიენტებს სტუმრობდნენ წელიწადში მინიმუმ ერთხელ და უფრო ხშირად სირთულეების წინაშე მყოფ კლიენტებს. MDLF ასევე აკისრებდა ჯარიმებს დაგვიანებულ გადახდებზე. კლიენტების მონიტორინგის გარდა MDLF იყენებდა მკაცრ შიდა რისკების მართვის სტრატეგიას. თითოეული ინვესტიცია ფინანსური ანალიტიკოსის მიერ თავიდან უნდა შეფასებულიყო წელიწადში სამჯერ. შეფასების პროცესში, თითოეულ კლიენტს ენიჭებოდა რისკის რეიტინგი მისი წარმადობიდან გამომდინარე, რათა საბოლოოდ დაედგინათ ის შემადგენელი რისკი, რაც საინვესტიციო პორტფელს თან ახლდა. თითოეულ რისკ- რეიტინგის კატეგორიას გამოეყო წინასწარ განსაზღვრული დანაკარგის რეზერვი და თანხა, თავმოყრილი ჰიპოთეტური ზარალის ასანაზღაურებად, რომელიც MDLF-ს შესაძლოა განეცადა ნებისმიერ დროს. ამის შემდგომ, მთავარ ფინანსური ოფიცერს ეს გათვლები და სხვა მაჩვენებლები უნდა წარედგინა საბჭოსთვის და ყურადღება გაემახვილებინა ისეთ პროექტზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რომელიც საჭიროებდა განსაკუთრებული ყურადღებას შესაძლო ზემოქმედებისა და მაღალი პოლიტიკური რისკი გამო. რისკების მართვის ამგვარი საგულდაგულო ზომების საშუალებით, MDLF-მა, მისი დაარსებიდან, ფონდის ზარალი მინიმუმამდე 1.6 მილიონ დოლარამდე დაიყვანა.
სოციალურად ორიენტირებული ფონდი
მიუხედავად იმისა, რომ MDLF-მა შეძლო გამხდარიყო ფინანსურად მდგრადი, ფონდი ყოველთვის ერთგული იყო მისი ძირითადი მისიისა და მიაღწია მაღალ სოციალურ ამონაგებს. საშას თქმით, ეს შესაძლებელი გახდა MDLF-ის ინვესტიციის შერჩევის პროცესით. არსებობდა კომპლექსური შემოწმების ორი თანმიმდევრული ეტაპი. დირექტორთა საბჭო პირველ რიგში ატარებდა მკაცრ შერჩევის პროცესს მნიშვნელოვანი სოციალური ამონაგების მქონე პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირების მიზნით. მხოლოდ საბჭოს თანხმობის შემდგომ შეეძლოთ თანამშრომლებს კომპლექსური შემოწმების პროცესის დაწყება და პოტენციური კლიენტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის შემოწმება, ინვესტირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან მხოლოდ ის პროექტები ფინანსდებოდნენ, რომლებიც აკმაყოფილებდნენ MDLF-ის სოციალური ამონაგების მოთხოვნას, მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ პროექტების შედეგად მიღებული სოციალური ამონაგები, ფინანსური წარმატებისთვის ყურადღების მიქცევის გარეშე. საშამ გაიხსენა ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც ფინანსური კუთხით წარუმატებელი აღმოჩნდა:
ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტირება განვახორციელეთ შესანიშნავ ყოველკვირეულ ჟურნალში ხორვატიაში. მათ გააჩნდათ ჟურნალის გამოშვების ძალიან მაღალი კომპეტენცია, თუმცა არაკომპეტენტურები იყვნენ ბიზნესის წარმართვაში და ისინი დაჟინებით ითხოვდნენ ყოფილიყვნენ ორივეზე პასუხიმგებლები. ჩვენ დიდი ხნის მანძილზე, ფაქტობრივად რამდენიმე წელი, უიმედოდ ვეძებდით მათი ფინანსურად მდგრადად გახდომის გზებს. ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის რომ ძალიან დიდი ხანი ვებღაუჭებოდით. პროექტის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ ბევრი სესხი და საბოლოოდ სანამ ისინი იძულებულნი გახდნენ დაეხურათ კომპანია, ჩვენ საერთო ჯამში დავასრულეთ მილიონ დოლარიანი ზარალით. მაგარამ რეალურად, საერთო სურათი არის ის, რომ მიუხედავად ფინანსური წარუმატებლობისა და უზარმაზარი ფინანსური ზარალისა, ამ პროექტის სოციალური ამონაგები იყო შესანიშნავი, რადგან მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც MDLF თანამშრომლობდა ამ ჟურნალთან ეს იყო ჟურნალისტიკის ყველაზე კარგი მაგალითი იმ ქვეყანაში.“
MDLF-ის სოციალური მისიის კიდევ ერთი კარგი გამოცდა იყო 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზი. სათქმელადაც ზედმეტია, რომ ეს იყო ძალიან რთული პერიოდი MDLF-ის კლიენტებისთვის. კრიზისის პირველივე ნიშნებისას, MDLF-მა გააფრთხილა ყველა მისი კლიენტი და ურჩია, რაც შეიძლება მეტი ფული მოეზიდათ წინასწარი სარეკლამო გაყიდვებით. მას შემდეგ, რაც კრიზისი გაღრმავდა, იმ ქვეყნებში, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხო ფინანსური კრიზისი, MDLF-მა სესხების უმრავლესობაზე საპროცენტო განაკვეთი ორ პროცენტით შეამცირა. გარდა ამისა, MDLF-მა შექმნა კრიზისული სასესხო ფონდი, რომელიც დამატებით სესხებს გასცემდა 4 პროცენტიანი ფასდაკლებით იმ კლიენტებისათვის, რომლებიც ლიკვიდობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. ფინანსური კრიზისი MDLF-მა გამოიყენა, როგორც კლიენტების გაძლიერების შესაძლებლობა. ზოგიერთ მათგანს სესხების რესტრუქტურიზაცია მოუწიათ. დამატებითი დაფინანსების დამტკიცების პირობა იყო ის, რომ კლიენტებს უნდა შეემუშავებინათ დეტალური ანტი- კრიზისული პროგრამა. რისი მიზანიც იყო დახმარებოდნენ კლიენტებს გადაელახათ მძიმე პერიოდი და გამხდარიყვნენ ძლიერები, მოქნილები და ბაზრის მიმართ მგრძნობიარეები. ამ მიდგომის შედეგი ნათელი იყო: MDLF-ის კლიენტებიდან არცერთი არ დახურულა კრიზის დროს. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი უფრო ძლიერი გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. ბევრი მათგანი კრიზისამდე კონკურენციაში იყო ისეთ კომპანიებთან, რომლებიც დიდ ფინანსურ დახმარებას იღებდნენ. თუმცა, როდესაც კრიზისმა იფეთქა კონკურენტების დაფინანსებები შეწყდა და ამის გამო ბევრი მათგანი დაიხურა. ამავე დროს, შექმნილმა ვიტარებამ გამოიწვია მომხმარებლის მოთხოვნა მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე, რამაც თავის მხრივ გამოიწვია გამომწერებისა და აუდიტორიის ზრდა. გარდა ამისა, კლიენტები, რომლებიც ბეჭვდითი მომსახურებით იყვნენ დაკავებულნი, ბიზნესი გაეზარდათ, რადგან მათი კონკურენტების დიდმა ნაწილმა ვერ გაუძლო კრიზისს. საბანკო კრიზისის გამო, ბევრი კონკურენტი ვერ იღებდა კრედიტებს კომერციული ბანკებიდან, რამაც განაპირობა ის, რომ მხოლოდ MDLF-ის კლიენტები დარჩნენ ისეთ ორგანიზაციებად, რომელთაც გააჩნდათ წვდომა დამატებით ფინანსებზე MDLF-ის საშუალებით. კრიზისის დასასრულს, MDLF-ს გამოყოფილი ქონდა 2 მილიონი დამატებითი ფინანსური დახმარება და მისი კლიენტების უმრავლესობას კრიზისამდე არსებულ მდგომარეობაზე უკეთესი მდგომარეობა ეკავა ბაზარზე.


