ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ესკი

სოციალური კონცეფციის ონლაინ მაღაზია “ესკი” წარმოადგენს პირველ ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ქართული სოციალური საწარმოების პროდუქციას. პლატფორმა მომხმარებელს ხელმისაწვდომობას უქმნის 25-ზე მეტი სოციალური საწარმოს პროდუქტზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. პროექტის ინოვაციურობა მდგომარეობას პლატფორმის მიერ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურების შექმნაში. ონლაინ მაღაზია მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააკეთოს სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვები სწრაფად, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მისთვის მნიშვნელოვანი სოციალური მისიებისა თუ პროდუქციის ნაირსახეობის მიხედვით. ამასთან, იგი ტექნიკურად მორგებულია სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებზე, რაც ზრდის ინკლუზიურობას და პლატფორმის სოციალურ დატვირთვას. ონლაინ მაღაზია “ესკი” ხელს უწყობს მომხმარებელში სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების ქცევის გამომუშავებას/განმტკიცებას და მდგრადი მომავლისთვის მისი მნიშვნელობის გააზრებას. ამასთან, იგი ეკონომიკურად აძლიერებს ქართულ სოციალურ საწარმოებს და ზრდის მათ შესახებ ცნობადობას.

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის