ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

გზამკვლევი „ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის“

გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის” შეიქმნა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.

გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით.

გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები.

სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე