ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

მენტორები

ბესო სულაბერიძე

სოციალური მეწარმეობა და სამეწარმეო სტრატეგიის მენტორი

ბესო სულაბერიძე

მეწარმეობისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) წამყვანი კონსულტანტი 25 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით. 2021 წლიდან სოციალური ინოვაციების პლატფორმის კონსულტანტი და თვითმართული კურსების ავტორი. პროფესიული საქმიანობის მანძილზე მას მოუწია ასობით მცირე თუ საშუალო ბიზნეს ორგანიზაციის თუ სოციალური საწარმოს კონსულტირება და მხარდაჭერა, იმავდროულად კარიერის მანძილზე თავად ხელმძღვანელობდა ევროკავშირის, გაეროს სააგენტოების, USAID-ისა და BP–ის მიერ დაფინანსებულ შესაძლებლობების განვითარების არაერთ მსხვილ პროექტს. ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, ESM.

ლუკა ნამორაძე

ორგანიზაციის ოპერაციული მენეჯმენტი

ლუკა ნამორაძე

ორგანიზაციული განვითარების, მარკეტინგისა და გაყიდვების პროფესიონალი 10+ წლიანი ადგილობრივი და 5+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით. ბიზნეს კონსულტანტი და ტრენერი ოპერაციების მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ბიზნეის დაგეგმვის მიმართულებით. სტარტ-აპების განვითარების ენთუზიასტი რამდენიმე წარმატებული და მიმდინარე პროექტით.

ნანო სამყურაშვილი

ფინანსური მართვა

ნანო სამყურაშვილი

13 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების, ფინანსური აუდიტის მიმართულებით. საერთაშორისო პროგრამის (ბრიტანეთის სერთიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) ACCA-ს წევრი, SARAS-ისა და IFRS Foundation-ის ტრენერთა გადამზადების პროგრამის სერთიფიცირებული ტრენერი. სერთიფიცირებული საჯარო სექტორის აუდიტორი. ტრენერობისა და ლექტორობის 5 წლიანი გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ანალიზი, ფინანსური აღრიცხვა, მენეჯერული აღრიცხვა, IFRS სტანდარტებ