ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

from waste to wow? QUID

from waste to wow? QUID

იტალიის  ქალაქ ვერონაში ქალების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანიც მაღალი მოდის ნარჩენების გადამუშავება და მისი წარმოებაში ხელახლა ჩაშვებაა. რეციკლირებული ქსოვილის ზრდა იწვევს ტექსტილის ნაკლებ ნარჩენებს. იგი ეხმიანება, როგორც კლიმატის ცვლილებას (კვლევები ადასტურებს, რომ გარემოს ყველაზე მეტად სწორედ მოდის ინდუსტრია აბინძურებს), ამავე დროს ხელს უწყობს სოციალურად მოწყვლადი ქალების მუშაობას.

მოდის კომპანიები აწარმოებენ ჭარბ ქსოვილს, რომელიც რჩება წარმოების ციკლის ბოლოს. სწორედ ამ ქსოვილებს იყენებს QUID-ი. ინოვაციური მოდელი იყენებს მოდის ინდუსტრიის ნარჩენ მასალებს საკუთარი დიზაინის შესაქმნელად და ენერგიისა და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, რითაც მაქსიმალურად გაზრდის ამ ინდუსტრიული სექტორის მდგრადობას. QUID-მა საქმიანობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში, მან აღადგინა ქსოვილის მუდმივად მზარდი რაოდენობა და თავიდან აიცილა სათბურის გაზების ემიციები.

პროექტმა მოიგო სოციალური ინოვაციების შეჯიბრი, რის შემდეგაც დაფინანსდა 50 ათასი ევროს ოდენობით, რამაც საშუალება მისცა იდეის ავტორებს, იგი პრაქტიკაში განეხორციელებინათ.