ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სასწავლო კურსი „CANVAS ბიზნეს მოდელი“ მომზადებულია ალექსანდერ ოსტერვალდერისა და ივ პინიეს სახელმძღვანელოს „ბიზნეს მოდელების შემუშავება“ -ს მიხედვით. ინტერაქტიული პრეზენტაცია შესაბამის წასაკითხ მასალასთან ერთად მონაწილეს საშუალებას აძლევს გაეცნოს ბიზნეს მოდელირების კონცეფციასა და მნიშვნელობას, მათ ტიპოლოგიასა და დიზაინის თანამედროვე მეთოდებს, სასწავლო მაგალითს.

მსურველებს, რომელთაც სურთ გაიგონ მეტი ბიზნეს მოდელირების შესახებ აქვთ საშუალება გაეცნონ სახელმძღვანელოს „ბიზნეს მოდელების შემუშავება.“

სასწავლო კურსი თავისი ფორმით ინსტრუქციულია. მისი დასრულების შემდეგ მონაწილეს შეეძლება კრიტიკულად გაანალიზოს თავისი ბიზნეს-იდეა, შესძინოს მას მწყობრი სტრუქტურა და მოახდინოს მისი კომუნიკაცია.