გაგაცნობთ სოციალური ინოვაციების საერთაშორისო კონკურსს Cadena Initiative-ს, სადაც საშუალო სკოლის მოსწავლეებს ათი ქვეყნიდან სთავაზობენ კონკრეტულ პრობლემებს, მათ კი ამ პრობლემების გადაჭრის ან პრობლემის თავიდან აცილების ეფექტური გზები უნდა მოძებნონ. მონაწილეობა შეუძლიათ 12-15 წლამდე ახალგაზრდებს.
Cadena initiative-ს ფარგლებში, ერთ-ერთი გამარჯვებული ინიციატივა იყო “vital desk”. ეს არის მაგიდა, რომელიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სწრაფად გარდაიქმნება სამკუთხედად, რათა ადამიანებმა შეძლონ მიწისძვრის დროს თავიდ დაცვა. მაგიდა ისეთი მასალისაგანაა დამზადებული, რომელიც მაქსიმალურად უძლებს ზეწოლას. აქცენტი გაკეთებულია იმაზე რომ მაგიდა საკმაოდ იაფი ჯდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა სკოლისთვის, ისეთ რეგიონებშიც კი, რომლებიც ეკონომიკური სიძლიერით არ გამოირჩევიან.
პროექტი შეიმუშავეს კოლუმბიელმა მოსწავლეებმა. მომზადებულია ერთ წუთიანი ანიმაციური ხასიათის ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული მაგიდა და რა საფრთხეების არიდება შეუძლია მას ადამიანებისთვის. (ბმული: https://www.youtube.com/watch?v=O66iC4YQtDU )


