ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სასწავლო კურსი „სოციალური საწარმოს ბიზნეს გეგმა“ დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი იმ საკითხების შესახებ, რომლებიც გააზრებული და ბიზნეს გეგმაში ასახული უნდა იყოს მეწარმის მიერ საწარმოს საქმიანობის დაგეგმვა – ორგანიზების დროს.

კურსი შედგება ოთხი ნაწილისაგან: 1. სოციალური საწარმოს პოზიცია ბაზარზე; 2. მარკეტინგული კომუნიკაცია და გაყიდვები; 3. საოპერაციო საქმიანობის მართვა; 4. ფინანსური მართვა და ინვესტიციის ანალიზი.

ყოველ ნაწილს, რომელიც წარმოდგენილია ბიზნეს-გეგმის პირობითი ნიმუშის შესაბამისი თავებითა და ილუსტრაციული მაგალითებით, წინ უძღვის მოკლე მიმოხილვა და თან ახლავს სატესტო დავალება ვარჯიშისა და საკუთარი თავის შემოწმებისათვის.

ამასთან ხაზგასასმელია, რომ კურსის მონაწილე უნდა ფლობდეს ბიზნეს-ადმინისტრაციის გარკვეულ გამოცდილებას, იცნობდეს ძირითად ტერმინებს, მოდელებს, მეთოდებს, გამოთვლით საშუალებებს და ა.შ., რამე თუ სასწავლო კურსი არ ისახავს მიზნად ბიზნეს-ადმინისტრაციის სწავლებას. როგორც აღინიშნა, კურსი შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნეს-გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხებით.

კურსი შეიქმნა სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის ფარგლებში. პროგრამას მხარს უჭერს შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER სამხრეთ კავკასია.