საქართველოს ბანკის დაფინანსებით, ახალგაზრდულმა მოძრაობამ „თანაბარი შესაძლებლობებისთვის“ განახორციელა პროექტი, რომლის მიზანიც უსინათლო პირებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა იყო. შეიქმნა ხმოვანი სინტეზატორი სახელმძღვანელო, რომელიც გამოიცა როგორც ბრაილის შრიფტით, ისე აუდიოვერსიის სახით. ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბი და გაეშვა უსინათლო მომხმარებლებისათვის ადაპტირებული ვებგვერდი, სადაც განთავსდა სიახლეები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომპიუტერულ პროგრამებზე. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი (www.cvd.ge). ვებპორტალზე განტავსებულია სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, სხვადასხვა საინტერესო მასალა, ელექტრონული წიგნები და ფორუმი, რომლის საშუალებითაც უსინათლო ადამიანებს და არა მარტო მათ, შესაძლებლობა ექმნებათ სხვადასხვა ტემაზე ისაუბრონ.
პროექტის მიზანი იყო უსინათლო პირებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაწვლაში ხელშეწყობა. შეიქმნა, ხმოვანი სინტეზატორის სახელმძღვანელო, რომელიც გამოიცა ბრაილის შრიფტით და გაკეთდა სახელმძღვანელოს აუდიო ვერსიაც, რათა უსინათლოებმა სმენით შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები. აღნიშნული სახელმძღვანელო დაინერგა 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსეონში, როგორც დამატებითი სახელმძღვანელო, ასევე გადამზადდნენ ინფორმატიკის მასწავლებლები სახელმძღვანელოს მიხედვით.
პროექტმა უსინათლო პირებს მისცა შესაძლებლობა შეესწავლათ პერსონალური კომპიუტერით სარგებლობა და ჰქონოდათ წვდომა სხვადასხვა საინტერესო ვებგვერდზე, კომუნიკაცია დაემყარებინათ სასურველ პირებთან. ამ ყველაფერმა კი საბოლოოს მათ დასაქმებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართვასა და სოციალიზაციას შეუწყო ხელი.
წყარო: https://socialinnovation.ge/wp-admin/post-new.php
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=2963
