რუსთავში, ერთ-ერთ ქუჩაზე დათა ცინცაძის ეზოა. გარედან, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ეზოში შეიძლება ხშირად შენიშნოთ ახლაგაზრდების ფუსფუსი. „დათას ეზო“ სოციალური ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულია და უკვე რამდენიმე ფუნქციითაა დატვირთული.
დათა ცინცაძე ჰყვება, რომ ის რუსთავში სამოქალაქო აქტივიზმში რამდენიმე წელია, რაც ჩაერთო. მეგობრებთან ერთად იბრძოდა და მუშაობდა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. შემდეგ კი იდეა გაუჩნდა, რომ ისეთი სივრცეც მოეწყო, სადაც გარემოსდაცვით საკითხებზე, ეკოლოგიაზე იმსჯელებდნენ და გამართავდნენ სხვადასხვა სახის ღონისძიებას.
თავდაპირველად სანერგის მოწყობა დაიწყეს, ახლა კი „დათას ეზო“ სხვა ფუნქციებითაც იტვირთება. დათა ცინცაძე კი მის გამოცდილებასა და იმ სურვილებზე მოგვითხრობს, რისი გაკეთებაც ამ სივრცის მეშვეობით სურს.
პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის ფარგლებში ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით.


