რა არის კომლი?
კომლი არის სათემო სახლის კონცეფცია, რომლის პირველი ექსპერიმენტული ვერსია იქმნება ქალაქ კასპში და ეფუძნება თანაშექმნის იდეას.
კომლი ცდილობს ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვის ფოკუსი საზოგადოებრივი ზრუნვისკენ მიმართოს და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა – გარემოზე და ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვად აქციოს.
თანაშექმნის სივრცე არის მუდმივად შექმნის პროცესში მყოფი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ცდილობს ცოდნა გაანთავისუფლოს აკადემიური ჩარჩოებიდან და ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი სამეზობლოებისთვის, სადაც ამის შესაძლებლობა ნაკლებად არსებობს. თანაშექმნის სივრცეში სტუმრები იზიარებენ „თემთან ერთად“ პრინციპს, რაც გულისხმობს მათი საქმიანობისა და აღმოჩენების შესახებ ცოდნის ადგილობრივი თემის წევრებისთვის გაზიარებას და გაცნობას.
ამ იდეებზე დაყრდნობით, თანაშექმნის სივრცე ღიაა ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს სივრცე გამოიყენოს: შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისთვის, იდეების განხორციელებისთვის და დასვენებისთვის.
ამ ეტაპზე კომლი აწარმოებს Crowdfunding კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კომლის მხარდაჭერა, თუმცა ასევე შესაძლებელია გახდეთ კომლის თანადამფუძნებელი და მისი წილის მფლობელი კონკრეტული თანხის სანაცვლოდ.
დაინტერესების შემთხვევაში მისწერეთ: connect@komli.ge
დონაციისთვის:
Name of your bank: TBC Bank
City and country where bank is located: Tbilisi, Georgia
Name of the account holder: Mentor Hub
Registration number of the account holder: 445565834
Account number: GE82TB7488136120100002
Bank/routing/SWIFT code:TBCBGE22
საკონტაქტო ტელეფონი:
Mob: +995593197219


