გერმანია:
CO2 Online – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ბერლინში და 2003 წლიდან მხარს უჭერს გარმოს დაცვის საკითხებს. ორგანიზაცია აერთიანებს 40-ზე მეტ პროფესიონალს ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში, რომლებიც ინოვაციური ონლაინ პლატფორმების გამოყენებით ოჯახებს ეხმარებიან ენერგიის დაზოგვასა და CO2- ის ემისიების შემცირებით. Co2online- ს აქტიურად ეხმარება ევროკომისია, გარემოს ფედერალური სამინისტრო და მუდმივი ონლაინ კომუნიკაცია მედიასთან, მეცნიერებასა და ბიზნესის პარტნიორებთან.
Co2online- ს აქვს ბევრი საინტერესო პროექტი თუ მომსახურება და დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.co2online.de/ueber-uns/
Jyoti – გერმანულ-ინდური სამოდელო ბრენდი, რომელიც აწარმოებს სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრად სამოსსა და აქსესუარებს. სამოსი და აქსესუარები მზადდება ინდოეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჩიტაპურსა და ლონდაში, სადაც Jyoti მჭიდროდ თანამშრომლობს დაახლოებით 20 ადგილობრივ ქალთან და ასევე, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან: Jyothi Seva Kendra და Nava Chetana Kendra. სოციალურად მოწყვლადი ქალები აქ იღებენ განათლებას, დასაქმების საშუალებას, ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობას, სამედიცინო დახმარებას და სამართლიან ანაზღაურებას. გარდა ამისა, Jyoti თანამშრომლობს ადგილობრივ ოჯახებთან და კოოპერატივებთან, ისინი მონაწილეობას იღებენ ქსოვისა და ტრადიციული ქსოვილის შექმნის პროცესში. Jyoti- ს წარმომადგენლები ჰყავს როგორც გერმანიაში, ასევე ინდოეთში. Jyoti ასევე მუშაობს ჭარბი მოხმარებისა და ნარჩენების გადამუშავების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://jyoti-fairworks.org/en/
Solarkiosk – სავაჭრო პლატფორმა, სისტემის ინტეგრატორი, მომსახურების მომწოდებელი და ბიზნესის ინკუბატორი. მათი მთავარი პროდუქტია “E-HUBB” – მზის ბატარეიები, რომლებიც განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებშია ეფექტური. ამ დროის მონაცემებით მსოფლიოს 15 ქვეყანაში 250 ცალი E-HUBB-ის ბატარეა ემსახურება დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს. გარდა მზის ბატარეიბისა, Solarkiosk მომხმარებელს სთავაზობს სხვა ენერგოეფექტურ დნადგარებსა თუ მომსახურებას. Solarkiosk-ის სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია.
დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
Yesil Cember – გერმანიაში ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს ემიგრანტ თემებთან, რომლებსაც ისედაც არ მიუწვდებათ ხელი გარემოს დაცვის საკითხებზე. ერთი მხრივ გერმანია, როგორც სახელმწიფო არ აღიქვამს გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემებს, როგორც საყოველთაო პრობლემას და მეორე მხრივ, თვითონ გარემოს დაცვის ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ ემიგრანტების ინფორმირებას. ამიტომ Yesil Cember-მა გადაწყვიტა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები შეემუშავებინა თურქულ ენაზე, ასევე თურქულ თემში ჩაეტაებინა ტრენინგები და დაეტრენინგებინა ადგილობრივი თურქი ქალები გარემოს დაცვის ორგანიზაციებთან, თურქეთის საემიგრაციო სამსახურთან, ადგილობრივ თუ ტურქულ მედიასთან საურთიერთობოდ.
დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://yesilcember.eu/de/startseite/
შვედეთი:
Beat Food for Progress- მა შექმნა Bean Paste Beat, რომელიც დამზადებულია 100% ორგანული ლობიოდან და ახალი ტექნოლოგიის საშუალებით საშუალებას იძლევა ლობიოს შესახედაობისა და გემოვნური თვისებების გარეშე გახდეს ხორცის შემცვლელი ისეთ კერძებში როგორებიცაა ჰამბურგერი, ხორცის რგოლები, ხორცის სოუსი, სუპები, თუნდაც ცომი პიცის, პურის ან ფუნთუშის. Beat Food For Progress სურს ჯანმრთელობის სტიმულირება და მნიშვნელოვანი როლის შესრულება კვების უსაფრთხოებაში.
დაწვრლებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
BeeUrban – მწერები, რომლებიც მცენარეებს ამტვერიანებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის გადარჩენაში. ყოველი მესამე ლუკმა რომელსაც ვჭამთ სწორედ იმ მწერების დამსახურებაა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დამტვერვას. BeeUrban ურბანულ არეალში მცხოვრებ მოსახლეობას სთავაზობს ფუტკრის სახლებსა და ბაღებს ბიომრავალფეროვნებისა და მწერების გადასარცენად. BeeUrban-ის მიზანია იმ კომპანიებს, მუნიციპალიტეტებს და ორგანიზაციებს შესთავაზოს პრობლემების ინოვაციური გადაჭრის გზა, რომლებიც დაინტერესებულები არიან გარემოს გაუმჯობესებით. BeeUrban უზრუნველყოფს სხვადასხვა სერვისებს და ცნობიერებას ამაღლებს ფუტკრებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ.
დაწვრლებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
Boodla – მგრადი მომავლისა და სოციო-ეკონომიკური სიტუაციის შესაქმნელად Boodla მუშაობს კერძო სახლებში და სკოლებში ეკოლოგიურად სუფთა ბაღების გაშენებაზე. ბაღებს არა მხოლოდ ტრადიცული ფუნქცია აქვს, არამედ ერთობლივი მუშაობით, ურთიერთობითა და გაზიარებით ის ქმნის სოციალურ და ეკოლოგიურ ღირებულებას.
დაწვრლებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
Kindness food – თავიანთი ვებ-პორტალისა და პრეზენტაციების საშუალებით მხარს უჭრენ ჯანსაღ ცხოვრების წესს. Kindness food ქმნის და ავრცელებს ცოდნასა და ინფორმაციას ორგანულ და ჯანმრთელ საკვებზე. Kindness food თავის თავს განსაზღვრავს როგორც ისეთი საკვების მხარდამჭერს, რომელიც სხეულისთვის, სულისთვის, გარემოსთვის და ცხოველებისთვის სიკეთის მომტანია.
დაწვრლებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
Live Green Production – ჩამოაყალიბა საზოგადოება, რომლის თითოეული წევრი მოტივირებულია გარემოს დაცვისკენ. მათ ჩაატარეს მუსიკალური ფესტივალები და მოდების ჩვენება, ორგანიზება გაუწიეს ახალგაზრდულ პარლამენტებსა და თეატრებს, მათ ტრენინგი ჩაუტარეს ახალგაზრდა ლიდერებსა და ცვლილებების აგენტებს და ასევე, შექმნეს რამდენიმე ბიზნესი, რომელსაც სოციალური გავლენა უნდა ჰქონდეს.
დაწვრლებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
Plantagon International – ლიდერი ინოვაციური ორგანიზაცია ურბანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პლანტაგონის მდგრადი კვების სისტემებს მინიმუმამდე დაყავს მიწის, წყლის, ენერგიისა და პესტიციდების საჭიროება. პლანტაგონი იყენებს ინოვაციურ გზებს, რათა გაუმკლავდეს საკვებზე გაზრდილ მოთხოვნას.
დაწვრლებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
Re: wake design – არის საიუველირო ბრენდი, რომელიც გარდაქმნის გამოყენებულ ქაღალდს ფერად, გარკვეული სახის ძვირფასეულობად. კენიაში მოწყვლად და დაუცველ თემებში მცხოვრები ქალები ინდივიდუალურად ამზადებენ თითოეულ ნაჭერს, რითიც ქმნან ინდივიდუალური დანაზოგს და ამავდროულად ერკვევიან თავიანთ სამეწარმეო მისწრაფებებში. ამგვარად საიუველირო ბრენდი ქალებს არა მხოლოდ ეკონომიკურად გაძლიერებაში ეხმარება, არამედ საშუალებას აძლევს მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში.
დაწვრლებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
დიდი ბრიტანეთი
Food Cycle – ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკვებით უსაფრთხოებას ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მათ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით აქვთ ათეულობით პროექტი, რომლებიც მარტივ იდეაზეა დამყარებული საკვები ნარჩენების შემცირებაზე და კვებით უსაფრთხოებაზე.
დაწვრლებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
