შექმნის ისტორია
პალესტინური არასამთავრობო ორგანიზაცია იბთიკარი 2017 წელს შეიქმნა პალესტინელი განმანათლებლების, მეწარმეების, აქტივისტებისა და ცვლილებების აგენტების ძალისხმევით. მათ შეძლეს და თავი მოუყარეს სხვადასხვა სოციო-კულტურულ გამოცდილებას და ახალგაზრდებისთვს, ქალებისთვის და ბავშვებისთვის ეს გამოცდილება სასწავლო შესაძლებლობად აქციეს. თვითონ სიტყვა იბთიკარი არაბულად სიახლესა და ინოვაციას ნიშნავს.
მისია
– იბთიკარი არის პალესტინური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის განვითარების მიზნით, საზოგადოებას სთავაზობს ახალგაზრდულ ინოვაციურ პროგრამებს, კორპორატიულ ტრენინგებსა და საკონსულტაციო მომსახურებას.
– იბთიკარი ხელს უწყობს ახალგაზრდების განათლებას სოციალური ინოვაციისთვის და თვლის რომ ეს ხელს შეუწყობს საზოგადო კეთილდღეობასა და სამომავლოდ ძლიერი და ინკლუზიური ერის ჩამოყალიბებას. იბთიკარის მიზანია საშუალება მისცეს პალესტინელებს გამოიყენონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი, რათა შეძლონ და მათ გადაწყვიტონ სოციალური პრობლემები და შესაბამისად ეფექტური წვლილი შეიტანონ სამართლიანი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების მშენებლობაში.
– იბთიკარი აქტურად მუშაობს ახალგაზრდების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. იბთიკარი ცდილობს ახალგაზრდებს განუვითაროს სოციალური ინოვაციებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები თავიანთ თემში არსებული სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად.
– იბთიკარის თითოეული პროექტი ძლიერი იარაღია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე. იბთიკარი იბრძვის იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და გავლენანმა ადამიანებმა მოისმინონ მათი ხმა.
პროექტები
COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების საპასუხოდ იბთიკარი მომხმარებელს სთავაზობს სხვადახსვა თემებზე ვირტუალურ ვორქშოპებსა და ტრენინგებს:
- Design Thinking Fundamentals – 3 დღიანი ონლაინ ტრენინგ კურსი, რომელიც მოიცავს Design thinking-ის საფუძვლებს.
- The Facilitation Lab – ინოვაციური იდეების შემუშავება, იდეების სტარტ აპად ქცევა და ამ იდეების დაცვა.
- The Transformative Nights – 3 დღიანი ონალინ სესიები ინდივიდუალური მონაწილეებს ან ჯგუფს ეხმარება წრსულსგან გათავისუფლებაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში
იბთიკარი მომხმარებელს ასევე სთავაზობს საკონსულტაციო სერვისებს:
- The Facilitation Lab – მოდელი აერთიანებს ექსპერიმენტულ სწავლებას, ჯგუფურ ფასილიტაციას და ხელოვნებაზე დაფუძნებულ პრაქტიკას. მონაწილეები ავითარებენ და გარდაქმნიან თავიანთ ცხოვრებას და ფსიქოსოციალურ კეთილდღეობას საკუთარი თავდაჯერებულობის, მოტივაციის, სოციალური და ემოციური კომპეტენციის, ლიდერობის განვითარების გზით.
- Team Coaching – გზა ჯგუფური მუშაობის ეფექტიანობის გასაზრდელად.
- Interactive interview Maker – ვორქშოფის საშუალებით შერჩევის კრეატიული პროცესი.
იბთიკარის ერთ-ერთი სერვისია განმავითარებელი თამაში – RUMO. RUMO ეს არის კროს-კონტინენტური თამაში რომლის მიზანია კეთილდღეობა და პიროვნული ზრდა. შეუერთდით თამაშს და გაარკვიეთ რა არის ქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა არის თქვენი ძლიერი მხარეები და გამოიყენეთ ისინი პრაქტიკაში, მანამ სანამ თამაშობთ თქვენივე თანატოლებთან თქვენს ქალაქში ან მსოფლიოს სხვა ნებისმიერ კუთხეში.
