ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში გაიმართა ვორქშოპი “დიზაინერული აზროვნება“

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში გაიმართა ვორქშოპი “დიზაინერული აზროვნება“, რომელსაც უძღვებოდა პოლონელი ექსპერტი – აგნეშკა სიკორსკა.
აგნეშკა არის საჯარო და სოციალური სერვისების წარმატებული დიზაინერი, მენტორი და პედაგოგი 15 წელზე მეტი გამოცდილებით.
ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ დიზაინერული აზროვნების არსს, მიდგომებსა და რას მთავარია მისი გამოყენების პრაქტიკულ სტრატეგიებსა და მეთოდებს.
ვორქშოფის დროს დაიფარა ისეთი საკითხები როგორიცაა:
  • დიზაინერული აზროვნების არსი (როგორ განვსაზღვროთ აუდიტორია, მათი საჭიროებები და უზრუნველვყოთ ინკლუზია);
  • ინოვაციური გადაწყვეტების განვითარება და ვალიდაცია (იდეაცია, პროტოტიპირება და ტესტირება, მომხმარებლის მოლოდინების დიზაინი);
  • ინოვაციური გადაწყვეტებისა და მუშაობის პროცესში დიზაინერული აზროვნების პრაქტიკულად დანერგვა.
ვორქშოფი ჩატარდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – CTC ორგანიზებით  ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.