2022 წელს საქართველოს 22-ზე მეტ სკოლაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი – „გავიღიმოთ“ დაიწყო. პროექტის მიზანია მოსწავლეებში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნირების სასწავლო პროგრამის მიხედვით. პროექტი ინოვაციურია იმითაც, რომ გარდა მოსწავლეებისა, იგი ხელს უწყობს მასწავლებელთა სოციალურ-ემოციური უნარების გაძლიერებასაც.
სასწავლო პროგრამა შემუშავდა ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის საზოგადოებრივი ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევითი პროგრამის, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამუშაო ჯგუფის მიერ. კურიკულუმი ეფუძნება მრავალდისციპლინურ ეფექტიან ინტერვენციებს, რომლებიც ნაჩვენებია, როგორც მოსწავლეების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების საშუალება. კურიკულუმი შემუშავდა და მისი პილოტირება განხორციელდა 2017 – 2021 წლებში, ხოლო შემდგომ იგი გადაიხედა დაინტერესებული მხარეების, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტებისა და საპილოტე პროგრამაში მონაწილე მასწავლებლების ვრცელი უკუკავშირისა და რეკომენდაციების შესაბამისად. კურიკულუმი შედგება 20 სტრუქტურირებული გაკვეთილისგან, რომელიც ტარდება ემპირიული, საგანმანათლებლო აქტივობებისა და დისკუსიების ფორმით, სადაც მასწავლებელი წარმოადგენს მოსწავლეების ორიენტირსა და მისაბაძ მაგალითს.
საქართველოში პროექტს ახორციელებს შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო, მოძრაობა„ღიას“ ფარგლეში. პროექტის ინიციატორია სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის(King’s College London) პროფესორი, კრიზისული სამსახურის ექიმი-ფსიქიატრი.
პროექტის პარტნიორია განათლების კოალიცია.
პროექტის მხარდამჭერები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თიბისი და რე ბანკი.
გთავაზობთ, გიორგი ჭანტურიას, სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროექტის მენეჯერის ინტერვიუს სიმონ სურგულაძესთან.
„…სტრესმა შეიძლება წარმოშვას უწყვეტი ჯაჭვური რეაქცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენი პროექტის სტრატეგიული ამოცანაა ამ ჯაჭვური რეაქციის შეწყვეტა…“
სტატიას დეტალურად გაეცანით ბმულზე
