ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სპიკერი

„სპიკერი“ – აპლიკაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის, განსაკუთრებით აუტისტური სპექტრის და ღრმა ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებისათვის (და არამხოლოდ) კომუნიკაციის გასამარტივებლად შეიქმნა.
„სპიკერი ნიშნავს იმას, რომ დავუჭიროთ შშმ ადამიანებს მხარი კომუნიკაციაში. ვასწავლოთ ძირითადი საკომუნიკაციო და სოციალური უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ გაძლიერდნენ ფუნქციურად, ამაღლდეს მათი დამოუკიდებლობის ხარისხი და რაც მთავარია, ჰქონდეთ ამ ადამიანებს თავიანთი არჩევნის შესაძლებლობა. შეძლონ გამოხატონ აზრი ისე, რომ მაქსიმალურად მიუხალოვდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას“, – ამბობს ელენე კობიძე ორგანიზაციიდან „ხელი ხელს“, რომელმაც ეს აპლიკაცია შექმნა.