ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური ლაბორატორია სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა დაიწყო ინიციატივის “სოციალური ლაბორატორია სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის” განხორციელება! “სოციალური ლაბორატორია” ეს არის კომპლექსურ პრობლემებთან გამკლავების თანამონაწილეობაზე დაფუძნებული მეთოდი. სოციალურ ლაბორატორიაში თავს იყრის სხვადასხვა დაინტერესებული პირები – ისინი, ვისაც სურს ურთიერთთანამშრომლობით განიხილოს და შექმნას პრობლემის გადაჭრის მექანიზმები.

CTC-ის მიერ სოციალური ლაბორატორიის „სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის“ ინიცირების აუცილებლობა გამოწვეულია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინოვაციების მხარდამჭერი გარემოს ნაკლოვანებებით. პრობლემას წარმოადგენს, რომ საქართველოში დღეს ახალგაზრდებს არ აქვთ სათანადო ცოდნა, უნარები, და წვდომა დაფინანსებასა და მხარდაჭერაზე, რათა წარმატებით მოსინჯონ საკუთარი ძალები სოციალური ინოვაციებისა და სოციალური მეწარმეობის კუთხით.

სოციალური ლაბორატორიის მუშაობა CTC-ის მიერ შემუშავებული თანაშექმნის პროტოკოლით წარიმართება, აღნიშნული პროტოკოლი არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება.

სოციალური ლაბორატორიის ამოცანას წარმოადგენს ქართველ ახალგაზრდებს შორის სოციალური ინოვაციის და მეწარმეობის სტიმულირებისა და ხელშემწყობი გარემოს შექმნისთვის რეალისტური და ქმედითი სტრატეგიების/მექანიზმების გამოვლენა (რესურსებზე ხელმისაწვდომობის თუ სწავლების კუთხით პროტოტიპების შემუშავება). სოციალური ლაბორატორია აერთიანებს 15 პირს, რომელთა პროფესიული საქმიანობა უკავშირდება აღნიშნულ თემატიკას და რომელთაც სურთ ხელი შეუწყონ სფეროს განვითარებას. სოციალური ლაბორატორია აქტიურად იმუშავებს მაისი-ივნისის პერიოდში.

სოციალური ლაბორატორია ინიცირებულია USAID – ის ACCESS პროექტის ფარგლებში.