ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

რობერტ რედფორდის „სანდენსის“ ფესტივალი

ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ რედფორდი გვთავაზობს სოციალური მეწარმეობისა კარგ მაგალითს. ადრეულ ოთხმოციანებში იგი უარს ამბობს წარმატებულ კარიერაზე ჰოლივუდში, რადგან მისთვის მიუღებელი იყო იქ არსებული მგდომარეობა და კინო წარმოების დამკვიდრებული წესები. მისი შეფასებით ჰოლივუდურ ბიზნეს მოდელს მთლიანად ფინანსური ინტერესები განსაზღვრავდა, სადაც წარმოებდა ტექნიკურად მაღალი დონის, თუმცა ხშირად ძალადობით აღსავსე და ნაკლებად შინაარსიანი ბლოკბასტერები. რაც მთავარია სტუდიები უფრო და უფრო ცენტრალიზებულად აკონტროლებდნენ ფილმების დაფინანსებასა და მათ წარმოებას. ეს ვითარება ზღუდავდა ნიჭს და ავთენტურ ხელოვნებას.

ამავდროულად, რედფორდმა შენიშნა, რომ სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა ახალი ტექნოლოგიები – ნაკლებად რთული და უფრო იაფი ვიდეო და ციფრული გადაღებისა და რედაქტირების საშუალებები ფილმების შემქმნელებს შესაძლებლობას მისცემდა მეტი კონტროლი მოეპოვებინათ საკუთარ შემოქმედებით პროცესზე. შთაგონებულმა ამ ტენდენციით გადაწყვიტა ხელოვანების „ახალი თაობისთვის“ შეეწყო ხელი, ადამიანებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ და აქტუალურ ნამუშევრებს შესთავაზებდნენ აუდიტორიას.

ასე შეიქმნა „სანდენსის“ ინსტიტუტი, რომელის არაკომერციულ კორპორაციად ჩამოყალიბდა. ამ ინსტიტუტის საშუალებით რედფორდი ახალგაზრდა რეჟისორებს იდეების განვითარებისათვის ხელსაყრელ გარემოსა და დახმარებას სთავაზობდა. ინსტიტუტი, რომელიც მართავდა რეჟისორების, მსახიობების, მწერლების და კინოწარმოების სხვა სპეციალისტების ქსელს, იყენებდა მათ როგორც მოხალისე მენტორებს ახალბედა რეჟისორებისათვის. შემდეგ უკვე დაფუძნდა „სანდენსის ფილმების ფესტივალი“, სადაც დამოუკიდებელ რეჟისორებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალება ეძლეოდათ. დასაწყისიდანვე რედფორდის მთელი ძალისხმევა მიმართული იყო დამოუკიდებელი რეჟისორების აღმოჩენაზე, რომლებსაც ჯერ არავინ იცნობდა.

მას შემდეგ ოცდაათ წელზე მეტი გავიდა. დღეს სანდენსის დამსახურება დამოუკიდებელი ფილმების მოძრაობაში ფართოდ არის აღიარებული. შეიძლება ითქვას, რომ სანდენსის ინსტიტუტისა და ფესტივალის საქმიანობამ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა თანამედროვე დოკუმენტალისტიკის ჩამოყალიბებაში შეერთებულ შტატებში და გლობალურადაც. იგი კვლავ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დამოუკიდებელი ფილმების შექმნას, გავრცელებას და პოპულარიზაციას. კინოს მოყვარულებს კი ხელი მიუწვდებათ, როგორც დოკუმენტურ ფილმებზე, ასევე მწვავე საერთაშორისო ნამუშევრებზე.