ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ისტორიული შენობების გაცოცხლება ჰონგ-კონგში  – ინოვაციური საჯარო-კერძო პარტნიორობა   

2007 წლის ოქტომბერში ჰონგ-კონგის მთავრობამ წარმოადგინა ინოვაციური ინიციატივა სახელწოდებით „ისტორიული შენობების გაცოცხლება პარტნიორობის სქემების საშუალებით“. ინიციატივის მიზანია, შეინარჩუნოს ბალანსი კონსერვაციასა და განვითარებას შორის და მოქალაქეებს შესთავაზოს „…მრავალფეროვანი ცხოვრება წარსულთან კავშირის საშუალებით და იდენტობის გამყარება კულტურული მემკვიდრეობის [შენობების] შენარჩუნებით.“ ამ სქემას მრავალი ამოცანა აქვს, რომელთა მიღწევაც იგეგმება ისტორიული შენობების განახლებისთვის სრული სუბსიდირების გაცემის საშუალებით. მიზნები მოიცავს შემდეგს: „ა) შევინარჩუნოთ ისტორიული შენობები და გამოვუნახოთ მათ ახალი და სასარგებლო გამოყენება; ბ) გარდავქმნათ ისტორიული შენობები უნიკალურ კულტურულ ღირსშესანიშნაობებად; გ) ხელი შევუწყოთ აქტიურ საჯარო თანამონაწილეობას ისტორიული შენობების შენარჩუნების პროცესში; დ) შევქმნათ დასაქმების შესაძლებლობები, კონკრეტულად კი საოლქო დონეზე“ (The Commissioner for Heritage’s Office, 2021).

პროგრამის გრანტი განკუთვნილია სოციალური საწარმოებისთვის და მათგან არ ელის შენობების განახლებასთან დაკავშირებული ხარჯების გაღებას. ისტორიული შენობების განახლებას მთავრობა უზრუნველყოფს და ნომინალურ ფასად მიაქირავებს სოციალურ საწარმოებს. სოცსაწარმოებს მოეთხოვებათ ამ შენობების მოვლა-პატრონობა და მათი ისტორიული მნიშვნელობის პოპულარიზაცია. კულტურული დანიშნულების გარდა, პროგრამა, ასევე, ემსახურება სამუშაო ადგილების შექმნას, განსაკუთრებით – ტურიზმის სექტორში (The Commissioner for Heritage’s Office, 2021).

ამ ტიპის თანამშრომლობის ერთ-ერთი გამოწვევაა არასაკმარისი მომგებიანობა, რაც ხელს უშლის კომერციული აქტორების მოზიდვას. მართლაც, ტრადიციულ საჯარო-კერძო პარტნიორობაში კერძო სექტორი ფარავს საწყის ხარჯებს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში საკმარის სარგებელს პოულობს, რომლითაც არათუ გაწეულ ხარჯებს ფარავს, არამედ მოგებასაც წარმოქმნის.

არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მართონ კულტურული ღირსშესანიშნაობები (შენობები) დაბალი ხარჯებით და, ამასთან, დანერგონ ინოვაცია სექტორში. არაკომერციული ორგანიზაციის გამოცდილება შერჩევის პროცესში გათვალისწინებული ერთ-ერთი ფაქტორი იყო. დაფინანსების მაქსიმუმი წარმოადგენდა $5 მილიონს პირველი ორი წლისთვის; სუბსიდიის მიღების ერთ-ერთ წინაპირობად განსაზღვრული იყო [მოცემული პერიოდის შემდგომ] პროექტის მდგრადობის უზრუნველლყოფა