Farmcrowdy – ნიგერიის პირველი ციფრული სოფლის მეურნეობის პლატფორმა, რომელიც აძლიერებს ფერმერებს და უზრუნველყოფს მათ გაუმჯობესებული თესლებით, ფერმერული საშუალებებით, ტრენინგებით თანამედროვე მეურნეობის ტექნიკების გამოყენების საკითხებზე და ბაზრით, სადაც თავიანთი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ. ეს ყველაფერი ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს მეტი ჰექტარი დაამუშავონ, რაც თავის მხრივ აფრიკაში სურსათის წარმოებასა და საკვების უსაფრთხოებას ზრდის. ფერმერებს ჰყავთ სპონსორები, რომლებიც აფინანსებენ სასოფლო სამეურნეო ციკლს, ხოლო როდესაც ფერმერის მოსავალი ბაზარზე რეალიზდება მოგება ნაწილდება ფერმერს, სპონსორსა და Farmcrowdy-ის შორის. Farmcrowdy-მა ნიგერიაში 2016 წლიდან 25000-ზე მეტი მცირე ფერმერის გაძლიერება მოახერხა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
- ხედვა – აფრიკაში გახდეს წამყვანი ციფრული სოფლის მეურნეობის პლატფორმა, რომლიც გავლენას მოახდენს კოლაბორაციულ საკვების წარმოებასა და კონტინენტზე სურსათის უვნებლობის გაზრდაზე.
- მისია – თითოეულ მონაწილეს საშუალება მისცეს მიაღწიოს გლობალურ საკვებით უსაფრთხოებას.
ფერმერების შერჩების პროცესი:
- ციფრული პლატფორმა – Farmcrowdy უზრუნველყოფს უსაფრთხო ციფრულ პლატფორმას სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებული ნიგერიელებისთვის , რათა მათ აირჩიონ სოფლის მეურნების ის სფერო, რომელიც უნდა რომ განავითარონ.
- ფერმის შერჩევა – მას შემდეგ, რაც ინდივიდი პლატფორმაზე დარეგისტრირდება, ისინი ირჩევენ ფერმის იმ ერთეულს რომლის განვითარებაც სურთ.
- ფერმის ხარჯების დაფარვა – Farmcrowdy უზრუნველყოფს ყველანაირ ხარჯს სპონსორების ფონდის მეშვეობით.
- მონიტორინგი – სპონსორებს საშუალება აქვთ სურათებისა და ვიდეოების საშუალებით მუდმივ რეჟიმში თვალყური ადევნონ ფერმაში მიმდინარე სამუშაოებსაა და პროგრესს Farmcrowdy ვებსაიტის ან აპლიკაციის მეშვეობით, მათ ასევე შეუძლიათ ადგილზე ესტუმრონ ფერმერებს და იქ გაეცნონ სამუშაოები.
- მოსავლის აღება – მეურნეობის ციკლის დასასრულს, Farmcrowdy იხდის თანხას და შემდეგ სპონსორებს უბრუნებს გახარჯულ თანხას.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს: https://www.farmcrowdy.com/process
First Generation Farmers – 2013 წლიდან მხარს უჭერს მაქსიმალურად ბუნებრივი საშუალებებოთ მოწეულ მოსავალს და დანაკარგის გარეშე მუშაობას.
ისინი აქტიურად უჭერენ მხარს ახალგაზრდებისა და ბავშვების ფერმერული უნარების განვითარებას და შესაბამისად მათ სთავაზობენ გარკვეულ სერვისებს.
- ველზე გასვლა – ორგანიზაცია სთავაზობს სკოლის მოსწავლეებს ფერმაში ვიზიტებს და ადგილზე პროცესის დაკვირვებას.
- სკოლაში მისვლა – ორგანიზაცია, ასევე, სთავაზობს სკოლის მოსწავლეებს სკოლაში ვიზიტებს და სკოლის ფარგლებში გარკვეული აქტივობების ჩატარებას, მათ შორის, სკოლის ეზოში მოსწავლეების ჩართულობით რაიმეს დათესვას.
- სკოლის შემდეგი აქტივობა – ორგანიზაცია სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს სკოლის შემდეგ 90 წუთიან აქტივობას, რომლის დროსაც მოსწავლეებს უშუალო შეხება აქვთ თესლებთან, მიწის დამშავებასთან, ცხოველებთან და მწერებთან, რაც მოსწავლეებს ეხმარება ფერმერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
- საზაფხულო ბანაკი – ერთკვირიანი ბანაკი, სადაც ბავშვებს ყოველდღიურად უშუალო შეხება ექნებათ და ჩაერთვებიან ცხოველების, ფრინველებისა და მწერების მოვლაში, ასევე მოსავლის დათესვასა და ფერმაში მუშაობის პროცესში.
FFG-ს ასევე აქვს Urban Edge Sustainable Farming Program, რომელიც სამომავლოდ მდგრადი ფერმერების ჩამოყალიბების მიზნით უზრუნველყოფს ტრენინგებს წარმოების, ბიზნესისა და პიროვნული განვითარების მიმართულებით.
დაწვრილებით ინფორმაციას გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე:
https://firstgenerationfarmers.org/
BitGrange – ჰიდროპონიული სისტემა, რომლის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ LED ნათების გამოყენებით და უზრუნველყოფს მცენარის ხელოვნურ მუდმივ განათებას. ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, BitGrange რეალურ დროში აფასებს გარემოს ისეთ ცვლადებს, როგორიცაა ტემპერატურა და სინათლე და აცნობებს მომხმარებელს BitGrange- ის iPhone აპლიკაციის საშუალებით, მიიღონ აუცილებელი ზომები, მაგალითად, მეტი წყლის დამატება ან ვიტამინებს დამატება.
„Plant-Connect-Sync-Play“ – ის ოთხი ეტაპიანი პროცესის მეშვეობით, BitGrange მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პროცესებში ჩასართავად ახალგაზრდების წახალისებას.
დაწვრილებით ინფორმაციას გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე:
Kamine Development Corporation (KDC Ag) – 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, KDC სათავეში ედგა განახლებადი ენერგიისა და ტელეკომუნიკაციების სექტორებს. დღემდე KDC- მა დააფინანსა და ფლობდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელს ამერიკაში, და პარტნიორობდა მრავალ კომპანიასთან.
KDC Ag შეიქმნა, როგორც KDC ახალი განყოფილება, რათა მხარი დაუჭიროს მდგრად და ეკოლოგიურად პროგრესირებულ ტექნოლოგიებს. გასული ხუთი წლის განმავლობაში, KDC Ag– ის გუნდმა სპეციალურად მოიძია ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სისტემაში ისეთი მასობრივი არაეფექტურობისა და დანაკარგების წინააღმდეგ ბრძოლას როგოებიცაა: საკვების ნარჩენები, სიმინდითა და სოიოთი ცხოველების კვება, წყლის დეფიციტი და ტოქსიკური სასუქი, რომლებიც ამჟამად მნიშვნელოვნად აზიანებენ ჩვენს პლანეტას. KDC Ag– ის მხარდაჭერით California Safe soil-მა (CSS) შეიმუშავა რევოლუციური ახალი დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელიც მნიშვნელოვნად ებრძვის ყველა ამ საკითხს მასშტაბურდ და ხარჯთეფექტურად. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით 30 ტონა საკვები ნარჩეების გაამუშავება ცხოველებისთვის ვარგის საკვებად შესაძლებელია სულ რაღაც 3 საათში. ამგვარად, KDC Ag ცდილობს სოფლის მეურნეობის არსებული სისტემა შეცვალოს და გახადოს ცირკულარული, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ნულოვან ნარჩენებს.
KDC Ag ახლა აფართოებს ამ ტექნოლოგიას მთელს ქვეყანაში და შექმნა ინდუსტრიის ექსპერტების გუნდი, რომლებიც მზად არიან სოფლის მეურნეობის სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ.
დაწვრილებით ინფორმაციას გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე:
Full Harvest – ამერიკაში ვარგისიანი საკვების 40% იყრება, სუფთა წყლის 25% ტყუილად იხარჯება და 23% მეთანის ემისიები წარმოიქმნება, ამას ემატება ისიც, რომ სუპერმარკეტებში გასაყიდად იღებენ მხოლოდ ისეთ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც „ესთეტიკურად“ გამოიყურებიან. Full Harvest -ის მიზანია მაქსიმალურად შეამცირონ საკვები დანაკარგები და ფერმერებს დაეხმარონ საკუთარი მოწეული მოსავალის რეალიზებაში. Full Harvest-ი ფერმერებისგან იბარებს „არაესთეტიურ“ ნაწარმსაც და შემდეგ ყიდის სასურსათო კომპანიებზე, ასე ორმაგი სარგებელი იქნმნება სასურსათო კომპანიები შედარებით ნაკლებ ფასად ყიდულობენ პროდუქტს, ხოლო ფერმერები იღებენ დამატებით შეოსავალს.
დაწვრილებით ინფომაციას გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე:
Mimica Touch – საკვების 60% რომელიც ყოველდღიურად იყრება საკვებად ჯერ კიდევ ვარგისიანია, Mimica Touch არის მოწყობილობა, რომელიც დაახლოებით ეტიკეტივით გამოიყურება, მგრძნობიარეა ტემპერატურის მიმართ. როგორც წესი, საკვების ეტიკეტზე დატანილი ვარგისიანობის ვადა გათვლილია იმ პირობებზე, როდესაც საკვების შენახვის პირობები დარღვულია, თუ საკვებს სწორ ტემპერატურაზე შევინახავთ Mimica Touch გვეტყვის რამდენად ვარგისიანია პროდუქტი. თუ Mimica Touch გლუვად გამოიყურება და ხელით მოსინჯვის შემდეგაც გლუვია, მაშინ საკვები ვარგისიანია, ხოლო თუ ამოიბურცა და ამობურცული ნაწილები ხელით შეხებისასაც იგრძნობა ე.ი. საკვებს ვადა გაუვიდა. Mimica-ს უმთავრესი მიზანია მაქსიმალურად შეამციროს საკვები დანაკარგები.
დაწვრილებით ინფორმაციას გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე:


