ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

თუშეთის სიყვარულიდან სოციალურ მეწარმოებამდე

აბრამმა 12 წლის ასაკში ახმეტის რაიონში, სოფელ ზემო ალვანში, საკუთარ სახლში მუზეუმი გახსნა. მუზეუმში გამოფენილი ნივთები, რომლებიც თუშეთის შესახებ გვიყვება, სოფლის მოსახლეობისაგან შეაგროვა და მისი დამთვალიერებელი, როგორც უცხოელი ტურისტები, ასევე ქართველებიც იყვნენ. 22 წლის ასაკში კი აბრამმა დაფინანსება მიიღო კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურის მეშვეობით, რომელსაც  ორგანიზაცია CENN ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის ფარგლებში ახორციელებდა. პროექტის მიხედვით, მისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე საოჯახო ტიპის სასტუმრო განთავსდა და ასევე, მან შეიმუშავა მოდელი, რომლის მიხედვითაც თუშეთისათვის გიდების გადამზადება მოხდებოდა. გიდებად ადგილობრივი ახალგაზრდები მოიაზრებოდნენ. პირველ წელს ხუთი ადგილობრივი ახალგაზრდა გადამზადდა, როგორც თუშეთის ისტორიასა და გეოგრაფიაში, ასევე ინგლისურ ენაში.

აღნიშნული პროექტის მიზანი, ერთი მხრივ თუშეთის გაცნობა იყო ტურისტებისთვის, რადგან როგორც აღმოჩნდა, გიდები არ ფლობდნენ საწირო ინფორმაციას თუშეთის შესახებ, მეორე მხრივ კი ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებისათვის ხელის შეწყობა, რაც, თავის მხრივ, შეაცერებდა ახალგაზრდების სოფლიდან გადინებას.

წყარო: https://eu4georgia.eu/ka/22wlis-abramis-istoria/