სასწავლო კურსი „თანამონაწილეობითი შეხვედრის ფასილიტაცია“გამიზნულია მათთვის, ვისაც უწევს ჯგუფური მუშაობა და სურს გაიუმჯობესოს მონაწილეობითი პროცესების წარმართვის იგივე ფასილიტაციის უნარები.
მრავალი სისტემური საკითხის განხილვა, გამოწვევებზე სათანადო გადაწყვეტილების ძიება, როგორც წესი, თანამონაწილეობითი პროცესის ხასიათს ატარებს. ჯგუფური მუშაობა რთული ფენომენია. წარმატებისათვის აუცილებელია იგი იყოს ორგანიზებული და მიზანმიმართული. ფასილიტაცია აერთიანებს სხვადასხვა მეთოდს, რომელიც ზრდის ჯგუფური მუშაობის ეფექტურობასა და პროდუქტიულობას, ხდის პროცესს კომფორტულს მონაწილეებისათვის.
წარმოდგენილი კურსი ფარავს ფასილიტაციასთან დაკავშირებულ როგორც კონცეპტუალურ საკითხებს, ასევე გამოყენებით მეთოდებს. შესაბამისად, კურსის ამოცანაა მონაწილეს არა მხოლოდ ესმოდეს ფასილიტაციის არსი, არამედ დაეუფლოს პრაქტიკულ ხერხებსაც, რომლებიც მას დაეხმარება ფასილიტაცია გაუწიოს თანამონაწილეობით პროცესებს და იტვირთოს პასუხისმგებლობა სამუშაო შეხვედრის მართვაზე.
კურსი აერთიანებს წასაკითხ და ვიზუალურ მასალას, თვითშეფასების სავარჯიშოებს. ყველა დაინტერესებული პირისთვის იგი უფასოა. შემაჯამებელი ტესტის შესრულების საფუძველზე მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატსაც.
კურსი შექმნილია სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის ფარგლებში. პროგრამას მხარს უჭერს შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER სამხრეთ კავკასია.