ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ვორქშოფი – სოციალური ინოვაციები სამოქალაქო საზოგადოებისთვის

1, 2 და 3 ნოემბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი “სოციალური ინოვაციები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

ვორქსოფს უძღვებოდნენ პოლონური ორგანიზაცია “Shipyard-ის” წარმომადგენლები.

ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სოციალური ინოვაციების კონცეფციას, ვორქშოფის მონაწილეები ასევე გაეცნენ სოციალური ინოვაციების გავლენის შეფასების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს და განიხილეს სოციალური ინოვაციების და სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკული მაგალითები.
ვორქშოფი ჩატარდა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.