საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვიდეოები
ინოვაციების გავრცელების თეორია
ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ზოგიერთი ადამიანი გაცილებით მარტივად იღებს ახალ იდეებს და ერთვება ცვლილებებში ვიდრე სხვები. ამ ფენომენის ასახსნელად 1962 წელს, ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ევერეტ როჯერსმა განავითარა თეორია, რომელსაც ინოვაციების დიფუზიის თეორია ეწოდება.
სოციალური მეწარმეობის შესახებ
აღნიშნულ ვიდეოში განმარტებულია თუ ვინ არის სოციალური მეწარმე, როგორ ხასიათდება ის და რატომ უკავშირდება სოციალური მეწარმეობა ინოვაციას თუ ცვლილებას.
Co-Creation -ორმაგი ბრილიანტი
ვიდეოში განმარტებულია თანაშექმნის პროცესი და აღწერილია ორმაგი ბრილიანტის მოდელი და მისი განხორციელების ეტაპები.
სოციალური ინოვაციების შესახებ
ვიდეო მოგვითხრობს თუ რას ნიშნავს სოციალური ინოვაციები და როგორ ქმნიან მას საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
კანვასის ბიზნეს მოდელი
ვიდეოში აღწერილია თუ როგორ უნდა გავიაზროთ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი იდეის ბიზნეს სქემა, კანვასის ინსტრუმენტის მიხედვით.
ფიჩინგი
ვიდეო გვიყვება თუ რა არის და რა არ არის ფიჩინგი. აგრეთვე, გადმოცემულია მოკლე რეკომენდაციები მის მოსამზადებლად.
სისტემური აზროვნება - აისბერგის მოდელი
ვიდეო მოგვითხრობს სისტემური აზროვნების ერთ-ერთი ინსტრუმენტის, აისბერგის მოდელის შესახებ, რომელიც კომპლექსური პრობლემების ანალიზისთვის გამოიყენება.
ვ-ბლოგები და პრეზენტაციები
მაიკლ პორტერი-სოციალური მისია
მუჰამედ იუნუსი -ცვლილება
ყველას შეუძლია იყოს ცვლილებების მომტანი - ბილ დრეიტონი
სოციალური ლაბორატორია – სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის
სამოტივაციო ისტორიები
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – CTC – CTC წარმოგიდგენთ სამოტივაციო ვიდეოებს „გადადგი ნაბიჯი“. ვიდეოები მომზადდა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


