ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

გაიცანით 5-ეული

🥳 გაიცანით, სოციალური ინოვაციების პლატფორმის, 2023 წლის, კონკურსის გამარჯვებულ იდეებს:
✨ საკვირაო თერაპიული სკოლა
თერაპიული ხასიათის, საკვირაო სკოლა სოფელ ხაშმში, რომელიც ძირითადად განკუთვნილი იქნება ADHD – ჰიპერაქტივობის და ყურადღების დეფიციტის დიაგნოზის მქონე, ასევე გაჯეტდამოკიდებული 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის.
✨ ციფრული პროფესიების ცენტრი
გურიის რეგიონში სოციალური საწარმო ხელს შეუწყობს ციფრული პროფესიების დანერგვას ინოვაციური, კომპლექსური სწავლების მეთოდით.
✨ART is FUN
ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ანვითარებს 6-12 წლის ბავშვების შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნებისა, კომუნიკაციების უნარ-ჩვევებს და ხელს უწყობს მონაწილეებს ისწავლონ ინგლისური ენა (ქუთაისი). პროგრამით შემოსული შემოსავალი ორგანიზაციას საშუალებას მისცემს სერვისები მიაწოდოს ე.წ. “NEET” ახალგაზრდებს, რომლების დახმარებაც ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია.
✨ სოციალური კონცეფციის მაღაზია “ესკი”
სოციალური კონცეფციის e-commerce მაღაზია “ესკი” წარმოადგენს პირველ ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ქართული სოციალური საწარმოების პროდუქციას. პლატფორმა მომხმარებელს ხელმისაწვდომობას უქმნის 25-ზე მეტი სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ნივთზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.
✨სუპერგმირი 2.0
ინოვაციური კორპორაციული ჩართულობის აპლიკაცია, სადაც ბიზნეს სექტორს შეეძლება კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩართოს თანამშრომლები და მათთან ერთად აკეთოს სუპერგმირული საქმეები!