დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ და საპროცენტო განაკვეთის ზრდამ გამოიწვია საცხოვრებელ ბინებზე ქირის გადასახადის მატება და იგი ბოლო თექვსმეტი წლის მონაცემებით მაქსიმუმამდე მიიყვანა. აღნიშნულ კრიზისს ისიც უწყობს ხელს, რომ დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეთა საბინაო შეღავათების პროგრამა ბოლო სამი წლის მანძილზე მთავრობამ შეაჩერა. კვლევებმა ცხადყო, რომ 1,8 მილიონი დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში ცხოვრობს, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია და პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს.
აღნიშნული მდგომარეობის მოგვარების მიზნით, Crisis-მა და Lloyds-მა შოტლანდიის წამყვან უძრავი ქონების გაქირავების სოციალურ საწარმო Homes For Good-თან თანამშრომლობით დააფუძნეს სრულიად ახალი სააგენტო. აღნიშნულის მიზანი უსახლკარობის აღმოსაფხვრელად ბენეფიციარებისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მიწოდების გაზრდაა. იგი ოპერირებას მიმდინარე წელს ლონდონიდან დაიწყებს და გეგმავს საქმიანობა ბრიტანეთის სხვა ქალაქებშიც გააფართოვოს. სააგენტო იმუშავებს, როგორც მომგებიანი ბიზნესი, თუმცა რეალურად მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესისგან განსხვავებით, მთლიან მოგებას მიმართავს იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც საცხოვრებელი ესაჭიროებათ. ამ მიზნით, Homes For Good-ის ბიზნეს მოდელის მიხედვით იმოქმედებენ, რაც გულისხმობს იმას, რომ სააგენტო შეიძენს და იქირავებს უძრავ ქონებას, რომლის 60%-ს ხელმისაწვდომ ფასად გააქირავებს, ხოლო 40%-ს საბაზრო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, სააგენტო დამქირავებლებს ჰპირდება, რომ არ დაუწესებს მკაცრ მოთხოვნებს, რომელთა მიხედვითაც წინასწარ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ქირავნობის რამდენიმე თვე ან უნდა მოიცავდეს გარკვეულ გარანტიებს. თანაც, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, იგი მაცხოვრებლებს არ გამოასახლებს თუ ისინი ვერ მოახერხებენ ქირის გადასახადის გადახდას.
ზემოთ მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა Standford Social Innovation Review-ს (Vol, 22. N 2).


