ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

STEM სფეისი

გაიცანით, სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის მორიგი გამარჯვებული გუნდი შალვა ლაბაძე და შოთა გენგაშვილი, რომლებმაც გადაწყვიტეს სკოლის მოსწავლეებს შესთავაზონ LEGO განათლების კურსები და ამგვარად გაზარდონ პროფესიული განათლებისა და STEM მიმართულებებისადმი ინტერესი. LEGO-განათლების კურსები დაინერგება ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების საუნივერსიტეტო ცენტრის თანამედროვე აღჭურვილ შენობაში, ცენტრი, ასევე, ითანამშრომლებს დაინტერესებულ სკოლებთან და შეძლებს თავისი პრაქტიკის გავრცელებას.

თუ როგორ მივიდნენ STEM სივრცის შექმნის იდეამდე ამას გვიყვება შალვა ლაბაძე და შოთა გენგაშვილი. „ინიციატივის ავტორები სტუ-ის სამრეწველო ავტომატიზაციის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულები შალვა ლაბაძე და შოთა გენგაშვილი ვართ. შეძენილი ცოდნა, აგრეთვე სამუშაო გამოცდილება საფუძველს გვაძლევს, შევარჩიოთ შესაბამისი კურსები და განვახორციელოთ სწავლება. სწავლის დროს გვეძლეოდა საშუალება ე.წ. ღია გაკვეთილების დროს ცენტრში მოსული ახალგაზრდებისათვის გაგვეცნო ჩვენი პროგრამა. ასევე ხშირად მიგვიღია მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენებში, სადაც გვიწევდა პროგრამის პოპულარიზაცია, მანქანა-დანადგარების გამოყენებით. ორივეს გვაქვს თურქეთში, რობოტიკის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება, რამაც განსხვავებული ცონდა და გამოცდილება შეგვძინა. პროფესიული კუთხით დაგვეხმარებიან და სასწავლო პროცესს კოორდინაციას გაუწევენ ჩვენი პროფესიული მასწავლებელი სალომე ონიანი და მოკლევადიანი პროგრამების მასწავლებელი ზურაბ ზედაშიძე. სალომე ონიანი აქტიურად ჩართულია სწავლების პროცესში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. ზურაბი ახლახან შემოუერთდა ცენტრს და ჩართულია მოკლევადიანი კურსების განხორციელებაში სამრეწველო ავტომატიზაციის მიმართულებით. ზურაბს აქვს სერიოზული სამუშაო პრაქტიკა და რობოტექნიკის კლუბის მართვის გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის დროს. ამასთან ერთად, გუნდში გვყავს სტუ-ის ბიზნესტოქნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ლიზი ჩუბინიძე და მიხეილ ჭანტურია, რომლებიც გვეხმარებიან ბიზნეს-გეგმის გაკეთებაში.რაც შეეხება იმას, თუ როგორ და რატომ მივედით ამ იდეამდე. ჩვენ გუნდს სურს, პოპულარიზაცია გაუკეთოს და დაინტერესება მოხდინოს პროფესიული განათლების მიმართ. STEM მიმართულება მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა მიმართულებების წაროსაჩენად. ამავდროულად, ხელს შეუწყობს დამატებითი უნარების გამომუშავებას. ამ გამოცდილებამ შესაძლოა სხვებსაც უბიძგოს რაღაც ახალი იდეისკენ ან როგორც მასწავლებლები, შემოგვიერთდნენ სოციალურ საწარმოში. შევეცდებით დავაინტერესოთ გოგონები, რათა ხელი შევუწყოთ გარკვეული სტერეოტიპების მსხვრევას. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, თუ როგორი იქნება გოგონების წილი როგორც უშუალოდ LEGO-ს საგანმანათლებლო კურსებზე, ისე შემდგომ პროფესიულ პროგრამებზე. პროექტი ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების, კერძოდ კი ინჟინერიის მიმართულებით პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციას. სკოლის მოსწავლეებს შორის ინფორმირებულობის გაზრდა ხელს შეუწყობს გააზრებული გადაწყვეტილების მიღებას სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლასთან დაკავშირებით.“