ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

Otsimo – ოციმო

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების საჭირო ინფორმაციითა და შეასძლებლობებით უზრუნველყოფა რთულია. მსოფლიოში ძალიან იშვიათად მოიძებნება განათლების სისტემა, რომელიც ამ მისიის შესრულებას შეძლებს.

აუტისტური სპექტრის აშლილობისას ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევა თავს იჩენს უმეტესად სამი წლის ასაკში და ის ვლინდება:  კომუნიკაციის უნარის დარღვევითა და განმეორებითი ქცევებით. აუტისტური სპექტრის აშლილობას ხშირად მხოლოდ აუტიზმის სახელით მოიხსენიებენ. აუტიზმის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებით ყოველი 169 ბავშვიდან ერთს აღენიშნება აუტისტური სპექტრის აშლილობა და სამწუხაროდ მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სამწუხაროა ისიც, რომ სპეციალისტებს კვლავ არ აქვთ საკმარისი ცოდნა აუტიზმის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

როცა ზაფერ ელჩიკი 10 წლის იყო მის უმცროს 2 წლის ძმას- ალპერს მძიმე ფორმის აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ის არ ლაპარაკობდა და არ შეეძლო კითხვა, ვერ ახერხებდა ყურადღების კონცენტრაციასა და სწავლას. „ მაგრამ როცა მე ვიყიდე სმარტფონი, მივხვდი, რომ ჩემი ძმა იჩენდა განსაკუთრებულ ინტერესს ინტელექტუალური  მოწყობილებების მიმართ დაახლოებით 10 -ჯერ უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე, ვიდრე მის გარშემო არსებული ჩვეულებრივი სიტუაციების მიმართ. ამის შემდეგ მე მას ვუყიდე iPad-ი“ აღნიშნავს ზაფერ ელჩიკი.

უარყოფითმა დამოკიდებულებამ და დისკრიმინაციამ, რომელსაც თურქეთში მცხოვრები აუტისტი ბავშვები განიცდიდნენ, როცა ცდილობდნენ გარემოში ინტეგრირებასა და ხარისხიანი განათლების მიღებას  და ეს გამოცდილება ძმის გამო, თავის თავზე იწვნია ზაფერ ელჩიკმაც, აიძულა ის ეფიქრა სიტუაციის შეცვლაზე და ემოქმედა შესაბამისად. მან აღმოაჩინა, რომ ძმის ინტერესი ინტელექტუალური მოწყობილობებისადმი ამ საკითხის გადაჭრაში შეიძლება დახმარებოდა. მაშინ თავის ახლო მეგობართან ერთად ზაფერმა შეიმუშავა ფერების საბაზისო თამაში, რომ ძმისთვის ფერების გარჩევა ესწავლებინა. მალევე მისმა ძმამ ფერების გარჩევა დაიწყო. ამ პატარა წარმატებით შთაგონებულებმა ზაფერმა და მისმა თანამოაზრეებმა 2016 წელს შექმნეს Otsimo-ოციმო- მობილური საგანმანათლებლო პლატფორმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. ზაფერის იდეამ  მოიპოვა აშოკას დაფინანსება, „აშოკა, როგორც სკოლებში ცვლილებების განმახორციელებელი“ პროგრამის ფარგლებში

დღეისათვის ზაფერი არის საზოგადოებრივი აზრის ლიდერი და აუტისტური საზოგადოების ახალგაზრდა წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება მიბაძონ. გარდა ამისა მაღალტექნოლოგიურ სფეროში ის მოღვაწეობს, როგორც სოციალური მეწარმე და მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებასთან, რომელსაც ემსახურება. ზაფერი არის აშოკას სტიპენდიანტი, ის დაჯილდოვებულია გლობალური სტუდენტური მეწარმის პრემიითაც (Global Student Entrepreneur Award).

ერთი მხრივ, ისევე როგორც სხვა მრავალ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას, თურქეთის საგანმანათლებო სისტემასაც აქვს არაადეკვატური და მწირი რესურსები სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშებისათვის, რის გამოც ბავშვთა პოტენციალის გამოვლენა შემცირებულია, ხოლო მათი ოჯახები აწყდებიან უამრავ სირთულეს. მეორე მხრივ, ოჯახები სისტემატურად კარგავენ უფლებასა და შესაძლებლობას სწრაფად მოიპოვონ და აითვისონ ინფორმაცია ამ სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების შესახებ.

სპეციალური განათლების მასწავლებლების არასათანადო ცოდნამ აუტიზმის შესახებ და საზოგადოებაში არსებულმა ცრურწმენებმა განაპირობა ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში აუტისტი  ბავშვები საზოგადოებიდან გარიყულები რჩებოდნენ. იგივე პრობლემით დაზარალებულმა ზაფერ ელჩიკმა შექმნა საგანმანათლებლო ცენტრი „ოციმო“-Otsimo, რომელიც ქმნის ადვილად ხელმისაწვდომ და ეფექტურ საგანმანათლებლო მასალებს აუტისტი და სხვა სპეციალიური საჭიროებების მქონე მაგალითად როგორცაა დაუნის სინდრომი, დისლექსია და სხვა ბავშვებისათვის. ოციმო-Otsimo არის სოციალური სტარტაპი, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ ზემოქმედებაზე.

Otsimo -ს   მობილური აპლიკაციის სამიზნე არის სკოლამდელი ასაკის აუტისტი ბავშვები. ის საშუალებას იძლევა ყველაზე პოტენციურმა ჯგუფმა მიიღოს საგანმანათლებლო განვითარება, რომელიც  ჯერჯერობით უგულებელყოფილია თურქული საგანმანათლებლო სისტემის მიერ. უფასო აპლიკაცია განკუთვნილია ნებისმიერ წერტილში მყოფი ნებისმიერი აუტისტი ბავშვსთვის,  რომელიც ვერ იღებს შესაბამის სასწავლო განათლებას. ეს აპალიკაცია უზრუნველყოფს სწავლების მიწოდებას გასართობი და კრეატიული მეთოდებით. თამაშზე დაფუძნებული ოციმოს- Otsimo სასწავლო პროგრამები ავსებენ ჩავარდნებს, რომელიც არსებობს ბავშვების ადრეული სწავლების სისტემაში. სწორედ ის უზრუნველყოფს ბავშვის სოციალურ ინტეგრაციასა და თვითდამკვიდრებას მომავალში, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Otsimo -ს თამაშები შექმნილია მშობლების, ფსიქოლოგებისა და სპეციალური განათლების მქონე პედაგოგების მიერ. ეს დამხმარე თამაშები განკუთვნილია ფუნდამეტური ცოდნის მისაღებად როგორიცაა: ანბანი, სიტყვები, რიცხვები, ემოციები, ფერები, ცხოველები, სატრასპორტო საშუალებები. სწავლება ხდება დამხმარე სიტყვათშეთანხმების, ხატვის, არჩევანის, წესრიგისა და ხმოვანი თამაშების საშუალებით. მეტყველების პრობლემის მქონე პირებისა და ბავშვებისათვის ოციმოს აქვს უფასო ალტერნატიული და აუგმენტაციური კომუნიკაციის (ACC) ფუნქცია, რომელსაც ხშირად იყენებენ მეტყველების თერაპიაში. აუტიზმის საკომუნიკაციო ან სპეციალურ საგანმანათლებლო სკოლებში.  ACC არის დადასტურებულად ეფექტური სასწავლო საშუალება საუკეთესო კომუნიკაციისათვისა და უკეთესი მეტყველებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ოციმო უზრუნველყოფს ბავშვებსა და მათ მშობლებს სრულიად უფასო სწავლების მეთოდებით, მისი გუნდი დამატებით მუშაობს თანაგრძნობის საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. განსაკუთებული საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ დისკრიმინაციული ქცევის დასრულების მიზნით, ზაფერმა Otsimo ცოდნისა და განათლების რესურსების კერად აქცია, სადაც ფართო საზოგადოება, მათ შორის მასწავლებლები და ორგანიზაციები იღებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ ინფორმაციასა და ცოდნას სხვადასხვა დარღვევებისა და განსაკუთრებულ საჭიროების მქონე ბავშვების შესახებ.

Otsimo შედგება ორი ძირითადი კომპონენტისაგან: მობილური აპლიკაცია (Otsimo App) და ონლაინ/ოფლაინ საზოგადოება. მობილური აპლიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელმისაწვდომია აუტისტი ბავშვებისათვის ნებისმიერ ადგილას. რაც შეეხება ონლაინ/ოფლაინ საზოგადოებას ის მოიცავს მშობლებისა და მასწავლებლების დიდ რაოდენობას, რომლებიც რჩებიან საკვანძო გადაწყვეტილების მიმღებებად სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ცხოვრებაში.

პირველ რიგში Otsimo-ს აპლიკაცია გამიზნულია მხიარული და თავისუფალი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც აუტისტი ბავშვები შეძლებენ განიმტკიცონ კრიტიკული უნარები, პოზიტიური და სტრესისგან თავისუფალი მეთოდებით. მისი შემდეგი მიზანი არის აუტისტი ბავშვების მშობლები უზრუნველყოს საჭირო რესურსებითა და ყოველ მხრივ მხარი დაუჭიროს მათ.

მიუხედავად იმისა, რომ Otsimo ბავშვებისათვის არის უფასო, მისი პრემიუმ კლასის საოჯახო პაკეტის აპლიკაციის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 2 დოლარს. ეს პაკეტი გულისხმობს დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლის საგანმანათებლო პროგრესზე. ეს მომსახურება გაცილებით იაფია ვიდრე სხვა სახის საგანმანათლებლო მომსახურებები. „Otsimo-ს ოჯახის აპლიკაცია“ სთავაზობს მშობლებს შესაძლებლობას თვალ-ყური ადევნონ საკუთარი შვილების პროგრესს და თუ საჭირო გახდა მიზნობრივად დაეხმარონ მათ.

ზაფერი და მისი გუნდი ასევე აქტიურად მიმართავს არასამთავრებო ორგანიზაციებსა და სასწავლო ცენტრებს, რომლებიც ამ საზოგადოებას ემსახურებიან, რომ მათ მოახდინონ მშობლებისა და მასწავლებლების სწავლების ორგანიზება. ეს სწავლება დაეხმარება მათ ტექნიკური რესურსების სწორად გამოყენებაში, სწავლაში პრობლემების მქონე ბავშვთა მიმართ. ისინი აგრეთვე აწვდიან სასწავლო მასალებს მშობლებს მშობლიურ თურქულ ენაზე, რომ მათ უკეთ გაიგონ შვილების მდგომარეობა და მოთხოვნილებები. ამ აპლიკაციით ყოველთვიურად სარგებლობს 150 000 დარეგისტრირებული Otsimo მომხმარებელი და 16 000 ბავშვი. Otsimo-ს ვებ გვერდზე ოჯახებისთვის 100-ზე მეტი სტატია და სხვა საინფორმაციო მასალაა ხელმისაწვდომი. ონლაინ რესურსების გარდა Otsimo-მ გააკეთა ტრენინგის ორგანიზება აუტიზმისა და ტექნოლოგიების შესახებ. მასში ჩართული იყო  1000 ზე მეტი მშობელი და მასწავლებელი.

ზაფერის მომავალი წლის გეგმაში შედის თურქეთში ყველა აუტისტი ბავშვისა და მათი მშობლების მოცვა, მსხვილი ორგანიზაციების როგორებიცაა: განათლების სამინისტრო, ტელე–საკომუნიკაციო საშუალებები და სხვათა დახმარებით. ის ოცნებობს, რომ ამ ორგანიზაციებთან პარტნიორობის გზით, საოჯახო პაკეტიც გახადოს უფასო. ახდენს რა მაღალხარისხიანი განათლების მიწოდებას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე, ზაფერს იმედი აქვს, რომ ის აამაღლებს ასეთი ბავშვების აკადემიურ უნარებს.  მისცემს მათ შესაძლებლობებს ჰქონდეთ წარმატება სახელმწიფო სკოლებში, აგრეთვე მისცემს მათ საშუალებას  იცხოვრონ ხარისხიანი ცხოვრებითა და კარგად მოახდინონ ინტეგრირება საზოგადოებაში. შორეულ პერსპექტივაში ზაფერის ჩანაფიქრია Otsimo გარდაქმნას განათლების დემოკრატიზაციის პლატფორმად მთელს მსოფლიოში, აგრეთვე მისი ჩანაფიქრია განურჩევლად ყველა განსაკუთრებული დაავადებების მქონე ბავშვს მიაწოდოს კონკრეტული, სასარგებლო სასწავლო მასალა. ამ ეტაპზე Otsimo-ს ჰყავს დაახლოებით 100 000 მომხმარებელი მთელს მსოფლიოში.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს:

https://www.ashoka.org/en-us/fellow/zafer-elcik

https://otsimo.com/en/