სიტუაცია 1: ბოლო დროს თქვენი გუნდის წევრები ბოროტად იყენებენ თქვენს მეგობრულ დამოკიდებულებას, ზრუნვას მათ სამუშაო პირობებზე და სხვა. მათი საქმიანობის მაჩვენებლები სწრაფად უარესდება.
ყურადღებას ამახვილებთ მკაცრად დადგენილი პროცედურების დაცვაზე, ითხოვთ დასახული ამოცანების შესრულებას.
აწყობთ პრობლემის განხილვას, სადაც ცდილობთ ერთობლივად გამოიკვლიოთ მისი მიზეზი და შეთანხმდეთ მოქმედების გეგმაზე.
აწყობთ გასაუბრებას გუნდის წევრებთან და შემდეგ დაუსახავთ სამოქმედო გეგმას.
მიზანმიმართულად არ ერევით პროცესში
სიტუაცია 2: თქვენი ჯგუფის საქმიანობის მაჩვენებლები იზრდება. თანდათან რწმუნდებით, რომ ყველა კარგად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და სამუშაო მოთხოვნას.
მეტი ყურადღება გადაგაქვთ ურთიერთობის არაფორმალურ მხარეზე, თავს უფლებას აძლევთ იყოთ უფრო მეგობრული, დრო და დრო კი გადაამოწმებთ, რომ თანამშრომლები კვლავინდებურად პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.
არ მიმართავთ არანაირ კონკრეტულ მოქმედებას.
მეტ ძალისხმევას მიმართავთ იმისკენ, რომ ჯგუფმა გააცნობიეროს თავისი საქმიანობის მნიშვნელობა, ყოველ ადამიანს ესმოდეს მისი წვლილის წონა საერთო საქმისათვის.
არ დუნდებით, კვლავინდებურად აკონტროლებთ ვადებს, შესრულების გზებს და ასე შემდეგ.
სიტუაცია 3: საქმიანობის კარგი მაჩვენებლებისა და ნორმალური პიროვნული ურთიერთობების გამო ჯგუფის წევრები თქვენგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. მაგრამ წარმოიშვა პრობლემა, რომელსაც ისინი ვერ წყვეტენ.
ჯგუფთან მუშაობთ და ერთად ეძებთ პრობლემის გადაჭრის გზებს.
პრობლემას გადასაწყვეტად ჯგუფს უტოვებთ.
სწრაფად და მიზანმიმართულად მოქმედებთ პრობლემის მოგვარებისა და მუშაობის მიმართულების შეცვლისათვის.
მიმართავთ ჯგუფის წახალისებას პრობლემაზე მუშაობისათვის ურთიერთმხარდამჭერ ვითარებაში.
სიტუაცია 4: ცვლილების შეტანის აუცილებლობას განიხილავთ. თქვენი მიმდევრების საქმიანობა კარგი მაჩვენებელებით ხასიათდება. ისინი აცნობიერებენ ცვლილების საჭიროებას.
ჩართავთ ჯგუფს ცვლილების შემუშავებაში, მაგრამ არ გამოიჩენთ ზედმეტ მიზანმიმართულობას.
საჯაროდ დააყენებთ საკითხს ცვლილებების საჭიროების შესახებ და უშუალო ზედამხედველობას გაუწევთ პროცესს.
საშუალებას მისცემთ ჯგუფს, გამოიმუშაოს მოქმედების საკუთარი გზა.
შეაჯერებთ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, მაგრამ პროცესს თქვენ წარმართავთ.
სიტუაცია 5: თქვენი ჯგუფის საქმიანობის მაჩვენებლები უკანასკნელი თვეების განმავლობაში უარესდება. ჯგუფის წევრები ჯეროვანი ყურადღებით არ ეკიდებიან სამუშაო ამოცანებს. მუდამ საჭიროა შესრულების ვადების შეხსენება. სამუშაო როლებისა და პასუხისმგებლობის ერთობლივი გადააზრება წარსულში მსგავსი პრობლემის გადალახვის ეფექტური გზა იყო.
საშუალებას მისცემთ ჯგუფს, გამოიმუშაოს მოქმედების საკუთარი გზა.
შეაჯერებთ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, მაგრამ ამავე დროს თვალყურს ადევნებთ, რომ პროცესი დასახულ მიზნებს პასუხობდეს.
გადაანაწილებთ როლებსა და პასუხისმგებლობებს და პროცესს ზომიერ ზედამხედველობას გაუწევთ.
ჩარევთ ჯგუფს როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრაში, მაგრამ არ იქნებით ზედმეტად მიზანდასახული.
სიტუაცია 6: მუშაობა დაიწყეთ ორგანიზაციაში, რომელსაც საქმიანობის მაღალი მაჩვენებლები აქვს. თქვენი წინამორბედი (ადმინისტრატორი) მკაცრად აკონტროლებდა სიტუაციას. თქვენ გსურთ, შეინარჩუნოთ პროდუქტიულობის დონე, მაგრამ ამავე დროს უფრო ჰუმანური ატმოსფეროს შექმნას აპირებთ.
მთელ ძალ-ღონეს მიმართავთ იმისკენ, რომ ჯგუფმა გააცნობიეროს საკუთარი საქმიანობის და საერთო საქმიანობაში მონაწილეობის მნიშვნელობა.
აქცენტები გადაგაქვთ ვადების დაცვასა და ამოცანებზე, მათი შესრულების გზებზე.
მიზანმიმართულად არ ერევით პროცესში.
ჩართავთ ჯგუფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიზნების შესაბამისობაზე პარალელური კონტროლის გაწევით.
სიტუაცია 7: განიხილავთ ცვლილებების აუცილებლობას, რაც გამოხატულ ასახვას ჰპოვებს თქვენი ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ამის თაობაზე. ჯგუფი საკმაოდ პროდუქტიულია და მოქმედებაში საკმაო მოქნილობას ავლენს.
ჩამოაყალიბებთ განსახორციელებელ ცვლილებებს და ზომიერ ზედამხედველობას გაუწევთ პროცესს.
ჯგუფთან ერთად შეიმუშავებთ ცვლილებებს, მაგრამ განხორციელებას მის წევრებს მიანდობთ.
ეთანხმებით ცვლილებების გატარებას წარმოდგენილი რეკომენდაციების მიხედვით, მაგრამ კონტროლს უწევთ შესრულების მიმდინარეობას.
კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით არ მიმართავთ არანაირ ქმედებას.
სიტუაცია 8: ჯგუფის საქმიანობის მაჩვენებლები მაღალია, პირადი ურთიერთობებიც კარგია. თუმცა თქვენ გაწუხებთ ფაქტი, რომ ჯგუფთან არასაკმარისად მიზანმიმართულად მუშაობთ.
თავისუფლებას ანიჭებთ ჯგუფს (არ მიმართავთ არანაირ ქმედებას).
ამ საკითხს ჯგუფში განიხილავთ და წამოიწყებთ აუცილებელ ცვლილებებს.
მიიღებთ კონკრეტულ ზომებს და მიმართვათ სამუშაო ინსტრუქციებსა და პროცედურებს.
ურთიერთმხარდამჭერ ატმოსფეროში განიხილავთ სიტუაციას ჯგუფში, მაგრამ არ იქნებით ზედმეტად მიზანმიმართული.
სიტუაცია 9: უფროსმა დაგნიშნათ პრობლემის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელად, რომელიც დაგვიანებით შეიქმნა. ჯგუფს არა აქვს ნათლად წარმოდგენილი, თუ რა უნდა გაკეთდეს. სამუშაო შეხვედრები არაფორმალური და უშედეგოა. თუმცა, ამავე დროს, ჯგუფის წევრებს აქვთ პოტენციური უნარი, თავი გაართვან ამოცანას.
პრობლემის გადაჭრას ჯგუფს ანდობთ.
შეაჯერებთ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, მაგრამ ამავე დროს თვალყურს ადევნებთ, რომ პროცესი დასახულ მიზნებს პასუხობდეს.
ხელახლა განსაზღვრავთ შესასრულებელ ამოცანებს და პროცესს ზომიერ ზედამხედველობას გაუწევთ.
ჩართავთ ჯგუფს ამოცანების ჩამოყალიბების პროცესში, მაგრამ ზედმეტი დაწოლის გარეშე.
სიტუაცია 10: წარმატებული ჯგუფი, რომლსაც ახასიათებდა პასუხისმგებლობის გრძნობა, ამჯერად აღარ პასუხობს მუშაობის ახალ სტანდარტს.
ჩარევთ ჯგუფს მუშაობის სტანდარტების ხელახალ განსაზღვრაში, მაგრამ არ გაუწევთ კონტროლს.
ხელახლა განსაზღვრავთ სტანდარტებს და პროცესს ზედამხედველობას გაუწევთ.
თავს არიდებთ კონფრონტაციას, არ მიმართავთ არანაირ ქმედებას.
შეაჯერებთ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, და თვალყურს ადევნებთ, რომ სამუშაო პასუხობდეს ახალ სტანდარტს.
სიტუაცია 11: დაგაწინაურეს. თქვენი წინამორბედი აქტიურად იყო ჩართული ჯგუფის საქმიანობაში და ჯგუფიც ადეკვატურად პასუხობდა. პირადი ურთიერთობები ჯგუფის წევრებს შორის კარგია.
მიიღებთ კონკრეტულ ზომებს, რათა შეიქმნას მკაფიოდ განსაზღვრული სტრუქტურა და ინსტრუქციები.
ჩართავთ მიმდევრებს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და წაახალისებთ მათ მიერ გაწეულ სასარგებლო შენატანს.
შეისწავლით საქმიანობის წარმართვის წარსულ ფორმებს და განიხილავთ ახალი ფორმების საჭიროებას.
არ მიმართავთ არანაირ ქმედებას.
სიტუაცია 12: ბოლო ინფორმაციით, არსებობს გარკვეული შიდა წინააღმდეგობა ჯგუფის წევრებს შორის. თუმცაღა, ჯგუფის საქმიანობა ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. ჯგუფის წევრები ბოლო დრომდეც ჰარმონიულად მუშაობდნენ. ჯგუფის წევრები მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები არიან.
მიმდევრებთან ერთად განიხილავთ შექმნილ მდგომარეობას, შეთანხმდებით ურთიერთობის ახალ ფორმაზე.
პრობლემის გადაწყვეტას ჯგუფის წევრებს მიანდობთ.
სწრაფად და მიზანმიმართულად მოქმედებთ პრობლემის მოგვარებასა და მუშაობის მიმართულების შეცვლაზე.
ერთობლივად განიხილავთ პრობლემას მიმდევართა მხარდაჭერის ატმოსფეროში.