ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ვებინარი – “სოციალური ინოვაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები”

ვებინარი – “სოციალური ინოვაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები”

სოციალური ინოვაციების პლატფორმა იწყებს ვებინარების სერიას
”სოციალური ინოვაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები”
მომხსენებელი – მაიკ ზაუდერდაუნი
მმართველი დირექტორი, MDF, ნიდერლანდები
მოდერატორი – ირინა ხანთაძე, CTC
2020 წლის 16 სექტემბერი, 12:00 სთ
ვებინარის მთავარი თემაა თუ რა სარგებელის მოტანა შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის კონცეფციის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გადმოტანას.
მაიკ ზაუდერდაუნი, მენეჯმენტის განვითარების ფონდის (MDF, www.mdf.nl ) მმართველი დირექტორი, მოგაწვდით ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კუთხით სოციალური ინოვაციების პოტენციური დადებითი გავლენის შესახებ.
ვებინარი დაგეხმრებათ გააცნოებიეროთ არასამთავრობო ორგანიზაციების / სამოქალაქო საზოგადოების არსებული ოპერაციული მოდელების გამოწვევები და გაიგოთ თუ როგორ შეიძლება სოციალურმა ინოვაციამ ორგანიზაციებს უკეთესი ალტერნატივები შესთავაზოს.
ვებინარის დროს განსახილველი რამდენიმე ძირითადი საკითხი:
– როგორ უნდა გავიგოთ სოციალური ინოვაცია არასამთავრობო ორგანიზაციების კონტექსტში;
– სოციალური ინოვაციური მიდგომა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ტრადიციული მიდგომის ალტერნატივა;
– რას გულისხმობს სოციალური ინოვაცია პრაქტიკაში გამოყენებისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ არსებული მოდელის სოციალური ინოვაციის მოდელით ჩანაცვლება?;
– რამდენად ასოცირდება სოციალური ინოვაცია მდგრადობასთან.
MDF– ის შესახებ: ეს არის სასწავლო და საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს 40 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტის ტრენინგის, საკონსულტაციო და შეფასების სერვისების მიწოდებაში როგორც ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისთვის, ასევე დიდი კორპორაციებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. MDF-ს აქვს ოფისები თითქმის ყველა კონტინენტზე. MDF ინტენსიურად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებით სოციალური ინოვაციების და მასთან ურთიერთდაკავშირებული კონცეფციების სოციალური საწარმოს და სოციალური მეწარმეობის საშუალებით.
ვებინარზე უშუალო წვდომა შეგიძლიათ ზუმის პლატფორმის საშუალებით ბმულზე:
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩეთში დასვან შეკითხვები. ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ვებინარი სინქრონულად გადაითარმნება ქართულად.
  • Date: 16/09/2020
  • Time: 12:00