ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური ინოვაციების ბლოგების კონკურსი

სოციალური ინოვაციების ბლოგების კონკურსი

სოციალური ინოვაციების პლატფორმა წარმოადგენს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ვიწვევთ სოციალური ინოვაციებითა და სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს ბლოგების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანია სოციალური ინოვაციებისა და სოციალური მეწარმეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, წარმატებული პრაქტიკების გაცნობა და სოციალური ინოვაციებისადმი ინტერესის გაზრდა.
· კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს;
· ბლოგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცავდეს ფოტო/ვიდეო მასალას;
· ბლოგში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს როგორც თეორიული მიმოხილვა და მსჯელობა, ასევე საკუთარი გამოცდილების ანალიზი თუ კარგი პრაქტიკების აღწერა;
· ბლოგში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოჩენილი კავშირი სოციალურ ინოვაციებთან, სოციალური მეწარმეობის საკითხებთან, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, იგი შესაძლოა უკავშირდებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სერვისების, სიცოცხლისუნარიანობის თუ ორგანიზაციული განვითარების საკითხებს;
· ბლოგის თემატიკა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო პრაქტიკასთან;
· ბლოგი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად სოციალური ინოვაციების პლატფორმისთვის;
· ბლოგის მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 650 მაქსიმუმ 800 სიტყვა.
ბლოგების კონკურსი დაინტერესებული პირებისთვის მუდმივად ღიაა. ბლოგების სოციალური ინოვაციების ვებგვერდზე (www.socialinnovation.ge ) განთავსების შემთხვევაში აუცილებლად მიეთითება ბლოგის ავტორი და მოხდება შესაბამისი ანაზღაურება.
ბლოგები უნდა გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე – socialinnovation@ctc.org.ge, გთხოვთ subject ველში მიუთითოთ ბლოგი და ავტორის სახელი და გვარი. გამოქვეყნებისათვის ბლოგის შერჩევის შემთხვევაში, პროექტის გუნდი დაგიკავშირდებათ ბლოგის მიღებიდან არა უმეტეს 1 კვირის განმავლობაში.
  • Date: 2020-08-31