ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

კონკურსის შესახებ

სოციალური ინოვაციების კონკურსი

სოციალური ინოვაციების კონკურსი წარმოადგენს სოციალური ინოვაციების პლატფორმის ერთ-ერთი კომპონენტს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამეწარმეო იდეების წახალისებასა და განვითარებას, საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ.

ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ქვეყანამ ტრანსფორმაციული პროცესი განვლო და გარკვეულ ეკონომიკურ პროგრესსაც მიაღწია. თუმცა, კვლავ გადაუჭრელია კომპლექსური სოციალური და ეკოლოგიური გამოწვევები, მათ შორის, სიღარიბე, უმუშევრობა, უთანასწორობა, მოსახლეობის დაბერება, ეთნიკური უმცირესობების დაბალი ინტეგრაცია, განათლებისადმი ტრადიციული მიდგომები, განუვითარებელი სოციალური კაპიტალი, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენება. გარდა ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ იგრძნობა საბჭოთა სისტემის დაშლის სოციო-ეკონომიკური შედეგები. ასევე, თვალსაჩინო ხდება, რომ „ღია ბაზრის“ ცალსახა პოლიტიკა ყურადღების მიღმა ტოვებს კეთილდღეობის ისეთ  ძირითად ასპექტებს, რომლებიც განაპირობებენ თანასწორი, სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების ფორმირებას. ფინანსებზე, ხარისხიან განათლებასა და უწყვეტ სწავლაზე არათანაბარი და შეზღუდული ხელმისაწვდომობა კი მოქალაქეთა დიდ ნაწილს აფერხებს  პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიებაში და ხელს უშლის მათი ცხოვრების გაუმჯობესებას.

შესაბამისი სოციალური პოლიტიკის გატარების გარდა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები საჭიროებენ კერძო აქტორების მიერ ახალი, ალტერნატიული გამოსავლების მოძებნას. ვფიქრობთ, რომ ამ გამოსავლის მიგნება შესაძლებელია  ინტერდისციპლინური მიდგომით, სამეწარმეო აზროვნების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სტიმულირებით.

კონკურსის მიზანია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, თავიანთი ინიციატივების განხორციელებისა და განვითარების კუთხით. თავის მხრივ, აღნიშნული იდეები დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ საკითხებთან, იყოს მდგრადი და გავლენა ჰქონდეს პრობლემების გადაჭრაზე.

კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • განათლება;
  • სიღარიბის დაძლევა;
  • ადგილობრივი თემის გაძლიერება;
  • გარემოსდაცვა;

კონკურსი ღიაა 21-დან 35-წლამდე ახალგაზრდებისათვის, ვისაც აქვთ სურვილი იმუშაონ სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ვინც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას და აქვს იდეები  ცვლილებების განსახორციელებლად.

  1. პრობლემის აქტუალობა – პროექტი ასახავს და დასაბუთებულია პრობლემის აქტუალობა და მისი მოგვარების საჭიროება. მნიშვნელოვანია საკითხი ეხებოდეს სოციალურ თემატიკას და დაკავშირებული იყოს კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებებთან.
  1. სოციალური ინოვაცია – პროექტში წარმოდგენილია პრობლემის გადაჭრის ინოვაციური, ორიგინალური მიდგომა.
  1. პროექტის მართვა – პროექტს ჰყავს შესაბამისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე ადამიანები, რომლებიც გუნდური პრინციპით მართავენ პროექტს.
  1. პროექტის მდგრადობა – იდეა ემყარება განხორციელებისა და განვითარების იმგვარ ბიზნეს მოდელს, რომელიც მის მდგრადობას განაპირობებს.
  1. გავლენა – აღწერილი და დასაბუთებულია პროექტის გავლენა პრობლემაზე და წარმოდგენილია მისი შეფასების ინსტრუმენტები. ასევე, გათვალისწინებულია ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების საკითხებიც.
  1. თანამშრომლობა – პროექტში გათვალისწინებულია თანამშრომლობა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და კავშირები სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინიციატივებთან, რომელიც სასარგებლო იქნება მისი შემდგომი განვითარებისათვის.

იდეების შემოტანამდე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ონლაინ კურსი – სოციალური ინოვაციები ცვლილებებისათვის. აღნიშნული მათ დაეხმარებათ ხარისხიანი განაცხადების მომზადებაში.

პირველ ეტაპზე, კონკურსის ჟიური შეაფასებს განაცხადებს და შეარჩევს შეარჩევს საუკეთესო იდეებს შემდგომი ეტაპისათვის. მეორე ეტაპზე, აპლიკანტები პრეზენტაციის სახით წარადგენენ თავიანთ იდეებს (idea pitching). ამ ჯგუფს წინასწარ მიეწოდება ინფორმაცია წარდგენის ფორმატისა და ინსტრუქციების შესახებ.

მომდევნო ეტაპზე, ჟიურის რეკომენდაციებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის შემდგომ, კანდიდატები წარადგენენ დეტალურ საპროექტო განაცხადებს. განაცხადთან ერთად, შერჩეულ აპლიკანტებს ექნებათ წვდომა SIP-ის ფარგლებში მომზადებულ ონლაინ კურსებზე.

დეტალური საპროექტო განაცხადების წარმოდგენის შემდგომ, კონკურსის ჟიური გამოავლენს 5 გამარჯვებულს. გამარჯვებულებს, 1 წლის მანძილზე, პროექტი გაუწევს კონსულტაციას იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ მდგრად სოციალურ საწარმოებად და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. SIP მათ ასევე მხარს დაუჭერს ე.წ. ნეთვორქინგის, ფონდების მოძიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში.

  1. ავთანდილ კასრაძე – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი
  2. ზურა კერვალიშვილი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი
  3. ელენე კვანჭილაშვილი – Forbes Georgia, აღმასრულებელი რედაქტორი, BMG-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ავტორი;
  4. რევაზ კოპალაძე – კავკასუს ონლაინის გენერალური დირექტორი
  5. ანა მარგველაშვილი – მკვლევარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  6. ალექსანდრე მაყაშვილი – თიბისი, CSR მენეჯერი
  7. ვაკო ნაცვლიშვილი – ღია საზოგადოების ფონდი
  8. თამუნა ქაროსანიძე – EWMI-ACCESS პროგრამის ხელმძღვანელი
  9. ბუბა ცირეკიძე – HEKS/EPER სამხრეთ კავკასია
  10. ირინა ხანთაძე – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) აღმასრულებელი დირექტორი
  11. გიგა სარუხანიშვილი – მერსი ქირფსი, ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში, პროექტის დირექტორი
  12. ანა დალაქიშვილი – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი

სააპლიკაციო ფორმა

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 15 დეკემბრამდე

კონკურსის შესახებ

გადმოტვირთეთ კონკურსის შესახებ დეტალური ინფომაცია