ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

კონკურსის შესახებ

სოციალური ინოვაციების აქსელერაციის პროგრამის კონკურსი

თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომელსაც დადებითი სოციალური გავლენის მოტანა შეუძლია და მზად ხარ ინტენსიური მუშაობისთვის, მაშინ აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობა შენთვისაა!

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ აპლიკაცია.

აქსელერაციის პროგრამის გავლის შემდეგ საუკეთესო იდეები დაფინანსდება 30 000 ლარით. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 აპრილი!

ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ქვეყანამ ტრანსფორმაციული პროცესი განვლო და გარკვეულ ეკონომიკურ პროგრესსაც მიაღწია. თუმცა, კვლავ გადაუჭრელია კომპლექსური სოციალური და ეკოლოგიური გამოწვევები, მათ შორის, სიღარიბე, უმუშევრობა, უთანასწორობა, მოსახლეობის დაბერება, ეთნიკური უმცირესობების დაბალი ინტეგრაცია, განათლებისადმი ტრადიციული მიდგომები, განუვითარებელი სოციალური კაპიტალი, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენება. გარდა ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ იგრძნობა საბჭოთა სისტემის დაშლის სოციო-ეკონომიკური შედეგები. ასევე, თვალსაჩინო ხდება, რომ „ღია ბაზრის“ ცალსახა პოლიტიკა ყურადღების მიღმა ტოვებს კეთილდღეობის ისეთ  ძირითად ასპექტებს, რომლებიც განაპირობებენ თანასწორი, სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების ფორმირებას. ფინანსებზე, ხარისხიან განათლებასა და უწყვეტ სწავლაზე არათანაბარი და შეზღუდული ხელმისაწვდომობა კი მოქალაქეთა დიდ ნაწილს აფერხებს  პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიებაში და ხელს უშლის მათი ცხოვრების გაუმჯობესებას.

შესაბამისი სოციალური პოლიტიკის გატარების გარდა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები საჭიროებენ კერძო აქტორების მიერ ახალი, ალტერნატიული გამოსავლების მოძებნას. ვფიქრობთ, რომ ამ გამოსავლის მიგნება შესაძლებელია  ინტერდისციპლინური მიდგომით, სამეწარმეო აზროვნების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სტიმულირებით.

აქსელერაციის პროგრამის მიზანია ინტენსიური ტრენინგების სერიისა და მენტორების მხარდაჭერით ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ადამიანების მხარდაჭერა. კერძოდ, აქსელერაციის პროგრამა დაგეხმარება განავითარო შენი სოციალური ინოვაციის იდეა და ჩამოაყალიბო მისი განვითარების მდგრადი მოდელი. პროგრამის ფარგლებში შეიძენ მეტ ცოდნასა და გამოცდილებას შემდეგ საკითხებზე:

  •                 რა არის სოციალური მეწარმეობა და სამეწარმეო სტრატეგია

               როგორ გააკეთო შენი საქმიანობის მარკეტინგი

               როგორ დააორგანიზო საოპერაციო საქმიანობა

                           როგორ მართო შენი საწარმო ფინანსურად

                           და რაც მთავარია როგორ განავითარო შენი სოციალური საწარმოს ბიზნეს მოდელი

საუკეთესო პროექტებისთვის პროგრამა ითვალისწინებს სასტარტო დაფინანსებას – 30 000 ლარი.

  1. ინდივიდუალურ პირს
  2. ორგანიზაციას
  3. ინოვაციური იდეის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფს
  1. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა მოხდება იმის მიხედვით თუ:

    • რამდენად ინოვაციურია წარმოდგენილი სოციალური იდეა (ინოვაციურობა);
    • რამდენად აქტუალური (რელევანტურობა) და რეალისტურია წარმოდგენილი იდეა (განხორციელებადობა);
    • რამდენად ეფექტურია წარმოდგენილი იდეა მითითებული სოციალური გამოწვევის გადასაჭრელად (ეფექტურობა);
    • გააჩნია თუ არა განმცხადებელს შემოთავაზებული სოციალური ინოვაციის განვითარებისათვის საჭირო კომპეტენცია და შესაბამისი გამოცდილება (კომპეტენტურობა).

    გაითვალისწინე, რომ იდეები დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ საკითხებთან, იყოს მდგრადი და დადებითი გავლენა ჰქონდეს სოციალური პრობლემების გადაჭრაზე.

იდეების შემოტანამდე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ონლაინ კურსი – სოციალური ინოვაციები ცვლილებებისათვის. აღნიშნული მათ დაეხმარებათ ხარისხიანი განაცხადების მომზადებაში.

აქსელერაციის პროგრამა შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

  1. თემატური მოკლევადიანი ტრენინგები (მაისი- ივნისი, 2024);
  2. მონაწილის მიერ წარმოდგენილი სოციალური ინოვაციის იდეის ბიზნეს მოდელის დამუშავება და პროცესში საკონსულტაციო დახმარება (სექტემბერი, 2024);
  3. სოციალური ინოვაციის იდეის ბიზნეს მოდელის ფიჩინგი (ოქტომბერი – ნოემბერი, 2024);
  4. ფიჩინგის შემდეგ შერჩეული იდეების მხარდაჭერა შეიმუშავონ იდეის დანერგვის პროექტის ბიზნეს გეგმები (ნოემბერი – დეკემბერი, 2024);
  5. ჟიურის მიერ 5 საუკეთესო პროექტის გამოვლენა და დაფინანსება (დეკემბერი 2024);
  6. დაფინანსებული პროექტების წამოწყება და განხორციელების მხარდაჭერა (2025).

ცალკეული პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 30 000 ლარი.

ჩამოტვირთე აქსელერაციის პროგრამის დეტალური კალენდარი

სააპლიკაციო ფორმა

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 აპრილი!