ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური საწარმო დევნილი ახალგაზრდებისთვის – ნინო ვართაპეტიანის ბლოგი

 ბოლო დროს, საქართველოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს მეწარმეობის შედარებით ახალი მიმართულებასოციალური მეწარმეობა

რას ნიშნავს სოციალური მეწარმეობა?

სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს მოდელი, სადაც ბიზნეს იდეა წარმოადგენს გარკვეული სოციალური პრობლემის მოგვარების გზას. მოდელი მოსახერხებელია ნებისმიერი იდეისთვის ფართო სოციალური პრობლემიდან მცირე თემის განვითარების პროექტამდე – სიღარიბის დაძლევა, სასიცოცხლო რესურსებზე წვდომა, ტრადიციული კულტურის გადარჩენა, გარემოსდაცვა, ჯანდაცვა, და სხვა. სოციალური მეწარმე ატარებს სამოქალაქო სექტორის ან სახელმწიფო პროგრამის მსგავს სოციალურ მისიას, მხოლოდ ის საქმიანობას აღასრულებს ბიზნესის პრინციპებით.

სოციალური პრობლემა მრავალგვარია. ეს შესაძლოა იყოს: გარკვეული სოციალური ჯგუფისთვის ხარისხიან განათლებაზე, ხარისხიან პროდუქტებზე, სამედიცინო სერვისებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის დეფიციტი; ასევე, გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფთან მიკუთვნებულობის გამო დაბალი სოციალური ინკლუზია და მცირე დასაქმების შესაძებლობა, მარგინალიზაცია. ამდენად, სოციალური საწარმოს ბენეფიციარები არიან: შშმ პირები, სოციალურად დაუცველი პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ემიგრანტები, პოლიტიკური დევნილები, პატიმრები, პრობაციონერები, ქუჩის ბავშვები, ეთნიკური/რელიგიური/სექსუალური უმცირესობები, მცირე ზომის ღარიბი თემები და სხვა.

სწორედ, სოციალური მეწარმეობის ერთ-ერთი მაგალითია 24 წლის ახალგაზრდის სოციალური საწარმო, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში არსებობს. ამოSelect – ასე ჰქვია სოციალურ საწარმოს, რომელსაც სამი წლის წინ საფუძველი ზაალ არქანიამ  ჩაუყარა. თუმცა, სანამ ამ გზას გამოივლიდა, იქამდე სოციალური მეწარმეობის კუთხით უნარ-ჩვევები შეიძინა და ბავშვობაში აღმოჩენილი ჰობი რეალობად აქცია.

სანამ ოფიციალურად დავარეგისტრირებდი ბიზნესსბავშვობაში მქონდა გატაცებავაკეთებდი ,,ნატვრის ხეებს“.  ჩემს ოთახში მოვაწყე პატარა კუთხესადაც იქმნებოდა განსხვვებული და გამორჩეული ნაკეთობები.  ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი როცა პირველი პერსონალური გამოფენა მომიწყო ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის წარმომადგენლობამრასაც დიდი დაინტერესება მოჰყვა და გაყიდვების კუთხით კრგად იმუშავაამის შემდეგ სერიოზულად დავიწყე ბიზნესზე ფიქრინელნელა ვისწრაფოდი და ვანვითარებდი საკთარ თავსყოველთვის მაინტერესებდა მეწარმეობა და  მეწარმეობის ყველა ტრენინგზე აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას. 2017 წელს ამერიკის საელჩოს ბიზნეს მენტორობის პროგრამაში მოვხვდისადაც საქართველოდან 10 მენტორი იყო შერჩეულიორ წლიანი სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისრომ მესწავლა თუ როგორ მემართა სწორად  ბიზნესიამავე წელს გავხდი რეგიონალური გამარჯვებული ,,ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“, საიდანაც თანადაფინანსებით მივიღე  5000 ლარი ბიზნესის განსავითარებლად – ყვება ზაალ არქანია.

დაფინანსების მოპოვების შემდეგ, მშობლიურ მხარეში გახსნა სოციალური საწარმო დევნილი და მასპინძელი თემის ახალგაზრდებისთვის და მათი დასაქმებისთვის. ამოSelect სამი წლისაა და ამ ხნის განმავლობაში ზაალმა შექმნა ნამუშევრები და საკუთარი ცოდნა თანატოლებსაც გაუზიარა.

 „ჩვენს საწარმოს ამოselect აქვს სამ წლიანი წარმატების ისტორია.  ვმუშაობთ სამშვიდობო მიმართულებით და დევნილგალელ ახალგაზრდებს სხვადასხვა ფონდების მხარადჭერით ვთავაზობთ უაფასო კურსებს სხვადასხვა რეწვის მიმართულებითჩვენი საწარმო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში მდებარეობს და ყველა ვიზიტორს შეუძლია ადგილზე დაათვალიეროს ნაკეთობებისაწარმოში სამი დევნილი ახალგაზრდაა დსააქმებული. ისინი უძღვებიან სხვადასხვა კურსს. “ –  ზაალ არქანია.

სოციალური მეწარმე და მისი საწარმო ადგილზე გაჩერებას არ აპირებენ. სამომავლოდ გაფართოებას და მეტი ახალგაზრდის შემოერთებას გეგმავენ.

ჩემი სამომავლო გეგმებია,  ჯვარში 3-4 ისეთი სახელოსნოსასწავლო სივრცის მოწყობასადაც 30-40 მოსწავლე შეძლებს მეცადინეობებზე დასწრებას“ – ზაალი.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, დასავლურ ქვეყნებში სოციალური მეწარმეობა მიიჩნევა სოციალური ცვლილებების და პროგრესის მამოძრავებელ ძალად. ეს არის სოციალური პრობლემის იდენტიფიცირების და მისი მოგვარების მიზნით ბიზნეს ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა. ამდენად, მისი განვითარება და წახალისება განსაკუთრებით მომგებიანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან მრავალი სოციალური პრობლემის მოგვარება ხდება საზოგადოებრივ საწყისებზე.

ამდენად, სოციალური მეწარმე არის ცვლილებების აგენტი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას და ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, სოციალური მეწარმეობა არის ბიზნესმოდელი -„ორგანიზაცია ადამიანისთვის“.

იმისათვის, რომ სოციალური მეწარმეობა განვითარდეს საქართველოში საჭიროა:

  • მოწესრიგდეს სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო ბაზა;
  • წახალისდეს კერძო ბიზნესსექტორის ჩართულობა სოციალურ მეწარმეობაში;
  • ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება;

და რას ნიშნავს სოციალური ინოვაცია?

ოქსფორდის ბიზნესის სკოლის სოციალური ინოვაციების სახელმძღვანელოში,  სოციალური ინოვაციები განმარტებულია, როგორც ინოვაციური აქტივობები და მომსახურებები, რომლებიც პასუხობს სოციალურ საჭიროებებს და ის განხორციელებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ, რომელთა მიზანიც არის სოციალური. ამავე სახელმძღვანელოში ავტორები სოციალური ინოვაციების ფენომენს უფრო მარტივადაც განსაზღვრავენ და ამბობენ, რომ სოციალური ინოვაციები არ ის ახალი იდეები, რომელიც მუშაობს.

სოციალური ინოვაციები არის კონკრეტული ინდივიდების და ჯგუფების გაერთიანება, რომელიც პასუხობს სხვადასხვა სოციალურ გამოწვევას და ცდილობს, იპოვოს პრობლემების გადაჭრის ახლებური გზები;

სოციალური ინოვაციები ქმნის თავისუფალ სივრცეეებს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის და დაინტერესებულია მოქალაქეების გაძლიერების მონაწილეობითი პრინციპებით;  სოციალური ინოვაციები არის უფრო მეტად „მოთხოვნაზე“ ორიენტირებული, ვიდრე – „მიწოდებაზე“.

სოციალური ინოვაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ისიც, რომ სოციალური ინოვაციები ასოცირებულია დაგეგმილ, განსაზღვრულ და მიზანზე ორიენტირებული ნაბიჯების ერთობლიობასთან. მაგალითად, სოციალური ინოვაციების ღია სახელმძღვანელო  გამოყოფს სოციალური ინოვაციის ექვს საფეხურს:

  • შთაგონება და დიაგნოზირება
  • განაცხადები და იდეები
  • პროტოტიპი და პილოტირება
  • მდგრადობა და შენარჩუნება
  • გაფართოება და გავრცელება
  • სისტემური ცვლილება

თემატური მიმართულებები, რაზეც ევროპის ქვეყნებში სოციალური ინოვატორები მუშაობენ, მრავალფეროვანია. ევროპის კომისიის მიერ შექმნილ სოციალური ინოვაციების დოკუმენტში  გამოყოფილია შვიდი თემატური მიმართულება, რომელიც დახასიათებულია, როგორც ტრენდული მიმართულებები ევროპის კონტინენტზე. ესენია: ინსტიტუციური გაძლიერება და კეთილდღეობა, დემოკრატია და ნდობა, უნარები და მომავლის სამუშაო, ინტერნეტ ტექნოლოგიები და ონლაინ და ოფლაინ კავშირები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, ურბანული განახლება/განვითარება, გლობალური ურთიერთდამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი თემები საკმაოდ ფართოა, ეს ტრენდები მაინც არ ასახავს იმ ტენდენციებს, რომელიც შეიძლება რელევანტური იყოს ყველა გეოგრაფიულ კონტექსტში. ამ კუთხით საინტერესოა 2020 წლის სოციალური ინოვაციების აკადემიის პუბლიკაცია,  რომლის მიხედვითაც, სოციალური ინოვაციების ტრენდების განსაზღვრა დამოკიდებულია კონკრეტულ გეოგრაფიულ კონტექსტზე.

და ბოლოს, სოციალური ღირებულება ეფუძნება  სამი კონცეფციის გაერთიანებას:

  • სოციალური ინოვაცია ორიგინალური იდეა, პრობლემის გადაჭრის არასტანდატული ხერხი
  • სოციალური მეწარმეობა აზროვნებისა და მოქმედების სტილი, რომელიც მოიცავს ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების გამოვლენას, გაბედული ნაბიჯებისათვის მზაობას და სტრატეგიულ ქმედებას
  • სოციალური საწარმო დასახული მიზნების მიღწევის ბიზნეს მოდელი, რომელსაც ადმინისტრირების სპეციფიური უნარები სჭირდება.