ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

წლის ახალგაზრდა სოციალური მეწარმე

19 ნოემბერს სოციალური ინოვაციების პლატფორმამ მონაწილეობა მიიღო სოციალურ საწარმოთა ალიანსი • Social Enterprise Alliance Georgia – ის მიერ ორგანიზებულ სოციალური მეწარმეობის ფორუმში, სადაც პლატფორმის მენეჯერმა, გიორგი ჭანტურიამ, სოციალური ინოვაციების კონკურსის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გააკეთა . სოციალური ინოვაციების პლატფორმამ სპეციალური სიგელით და ფულადი ჯილდოთი დააჯილდოვა, წლის ახალგაზრდა მეწარმე, სალომე წიქვაძე, სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის. სალომე არის სამაგიდე თამაში “ჩუ”-ს შემქმნელი. თამაშის მიზანია ჟესტური ენის პოპულარიზაცია, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კომუნიკაციის ბარიერის გადალახვას. სამაგიდე თამაშის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე