ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სპიკერი

გაიცანით, სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის მორიგი გამარჯვებული გუნდი ნათია ჩაჩხიანი და ელენე კობიძე, რომლებიც სპიკერის/Speaker იდეის ავტორები არიან. მათი იდეა მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის, განსაკუთრებით აუტისტური სპექტრის და ღრმა ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებისათვის (და არამხოლოდ) კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალების-ბარათების გაცვლით კომუნიკაციის სისტემის (PECS) აპლიკაციის დამზადებას, რომელიც მომხმარებლების საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებებს აერთიანებს.

იდეის შესახებ გვიყვებიან თავად ელენე და ნათია: „ჩვენ წარმოვადგენთ შშმ პირთა და მშობლების ორგანიზაციების კოალიციას „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ და  ორგანიზაციას „ხელი ხელს“, რომელიც  ახორციელებს შშმ პირთა მხარდამჭერ სერვისებს. მშობლებს, რომლებსაც ბიო-ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე შვილები ყავთ, ასევე ჩვენ, რომლებსაც მუშაობის პროცესში ხშირად გვიწევს ურთიერთობა კომუნიკაციის სირთულეების მქონე ბაშვებთან, პირისპირ ვეჯახებით იმ პრობლემებს, რასაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. ვხედავთ, როგორ იწვევენ ეს პრობლემები ისინი მათში სერიოზულ ქცევით და დასწავლის სირთულეებს. ბარიერები მეტყველებაში ზეგავლენას ახდენს პიროვნების დამოუკიდებლობის პოტენციალზე და მკვეთრად ზღუდავენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობებს.

ბავშვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დავიწყეთ კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების ძიება და აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს რამდენიმე დამხმარე საშუალება, მათ შორის:

  • ჟესტების ენა, რომელიც არის რთული დასასწავლი შშმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ გონებრივი განვითარების შეფერხება ან/და მოტორული უნარების;
  • დამხამრე მოწყობილობები, რომელიც აპრობირებულია ამერიკაში და მისი ფასი ძვირი და მიუწვდომელია აბსოლუტური უმრავლესობისთვის; და
  • პექსი – სურათების გაცვლით კომუნიკაციის სიტემა. მისი ორი სახით გამოყენება არის შესაძლებელი – ეს არის წიგნი და აპლიკაცია. პექსი წიგნის ფორმით არის მოუხერხებელი სხვადასხვა სიტუაციებში გამოსაყენებლად, მარტივად ფუჭდება და მისი დამზადება და განახლება რთული, ძვირი და დროში გაწელილი პროცედურაა. აპლიკაცია კი გამოსაყენებლად ბევრად მარტივია, თუმცა მიუწვდომელი მისი ფასისა და არაქართულობის გამო.

შშმ ბავშვთა მშობლებთან ერთად საჭიროებებზე და გამოსავლებზე მსჯელობით მივედით იდეამდე, გაგვეკეთებინა სურათების გაცვლითი კომუნიკაციის სისტემა ისეთი ფორმით, რომელიც მორგებული იქნებოდა თითოეული ბავშვისა თუ ზრდასრულის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. გადავწყვიტეთ დაგვემზადებინა აპლიკაცია, რომელიც ერთნაირად მოსახერხებელი კომუნიკაციის საჭიროების მქონე ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ ქვეყანაში და დაეხმარებოდა მათ დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალურ ინკლუზიაში.“