ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური ლაბორატორია – სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის

დღეისათვის ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინოვაციების მხარდამჭერი გარემოს ნაკლებობას განვიცდით, რაც ამ თვალსაზრისით პროგრესს მნიშვნელოვნად აფერხებს. სწორედ აღნიშნული საკითხის გადაჭრას ემსახურება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ ინიცირებული სოციალური ლაბორატორია „სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის“, რომელმაც საქმიანობა 2021 წელს დაიწყო.სოციალური ლაბორატორიის ინიცირება USAID-ის ACCESS პროექტის ფარგლებში ხდება.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, „სოციალური ლაბორატორია“ კომპლექსურ პრობლემებთან გამკლავების თანამონაწილეობაზე დაფუძნებული მეთოდია. აქ თავს იყრიან ის ადამიანები, რომლებსაც ურთიერთთანამშრომლობით სურთ რაღაცის შექმნა და პრობლემის გადაჭრის მექანიზმების შემუშავება.
სოციალური ლაბორატორიის წევრების შეხვედრა 1 და 2 ივლისს გაიმართა, დაწვრილებით იხილეთ ვიდეოში: