ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური ინოვაციების კონკურსში აპლიკაციების მიღება დასრულდა

სოციალური ინოვაციების კონკურსში აპლიკაციების მიღება დასრულდა! სულ მივიღეთ 183 აპლიკაცია;
პირველ რიგში, გვინდა, თითოეულ აპლიკანტს და დაინტერესებულ ადამიანს მადლობა გადავუხადოთ ასეთი ჩართულობის, ნდობისა და გულშემატკივრობისთვის!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოსული აპლიკაციების რაოდენობიდან გამომდინარე, იანვრის ბოლოს, დავუკავშირდებით მხოლოდ მომდევნო ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს; ჩვენ ვაგრძელებთ სოციალურ ინოვაციებთან და მეწარმეობასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციების/სტატიების/კვლევების/ბლოგების/წარმატების მაგალითების გაზიარებას.
მათ, ვინც კონკურსის ამ ეტაპზე ვერ მოასწრო მონაწილეობის მიღება, აუცილებლად დაგიბრუნდებით საინტერესო სიახლეებით!