ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსი

სოციალური ინოვაციების პლატფორმა აცხადებს სოციალური ინოვაციების კონკურსს.
კონკურსის მიზანია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, თავიანთი ინიციატივების განხორციელებისა და განვითარების კუთხით.
იდეები დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ საკითხებთან, იყოს მდგრადი და გავლენა ჰქონდეს სოციალური პრობლემების გადაჭრაზე.
კონკურსი ღიაა 21-დან 35-წლამდე ახალგაზრდებისათვის.
კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
  • განათლება;
  • სიღარიბის დაძლევა;
  • ადგილობრივი თემის გაძლიერება;
  • გარემოსდაცვა;
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://socialinnovation.ge/competition-2-2/
შეავსეთ აპლიკაცია ბმულზე: https://bit.ly/2UjvSoY
საკონკურსო იდეების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 30 სექტემბერი.