ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ნიკოს ეზო

გაიცანით, სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ნიკოლოზ ბაძაღუა, „ნიკოს ეზოს“ იდეის ავტორი. „ნიკოს ეზო“ საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობაში ახალი და საჭირო უნარებისა და ცოდნის დაუფლებას. „ნიკოს ეზო“-ს მდგრადი ბიზნეს მოდელი უნმიშვნელოვანესია რეგიონში მსგავსი სივრცეების განვითარებისთვის.

„ნიკოს ეზოს“ შესახებ გვიყვება მისი დამფუძნებელი ნიკოლოზ ბაძაღუა : „ მე და ნიცა 5 წელია რაც დავოჯახდით, ნიცა ჟურნალისტია მე ბიზნესის მენეჯერი. ამ 5 წლის მანძილზე არაერთი სამეწარმეო წამოწყება გვქონდა და გამოცდილებას ვაგროვებდით. ამ ეტაპზე ვმართავთ სივრცის მოხატვის კომპანიას ,,ჯიგრები’’, მომხმარებელს დადებით მუხტს და განწყობას ვმატებთ როგორც სახელით ასევე ნამუშევრებით. ჩვენი ცხოვრების სტილი საინტერესოს პროცესების ძიებაა, გვინდა რომ სულ ტონუსში ვიყოთ და ტემპი არ დავაგდოთ.
სოციალური საწარმოს იდეა ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე მოგვივიდა. ჩემი ბებია და ბაბუა მასწავლებლები იყვნენ. ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ჩვენს ოჯახის ყოველდღიურობა იყო, მათ ჰქონდათ ბიბლიოთეკა საიდანაც ჩვენი თანასოფლელები ხშირად სარგებლობდენ, როგორც პროფესიული, ასევე მხატვრული ლიტერატურით. ამიტომ შორს რომ არ წავსულიყავით და ახალი ველოსიპედი არ გამოგვეგონებინა, იგივე გზის გაგრძელება გადავწყვიტეთ მე და ნიცამ.
ამჯერად თანამედროვე ტექნოლოგიებიც დავიხმარეთ და სოფელ ხეთაში სოციალური მედიის მენეჯმენტის სააგენტო უნდა შევქმნათ. ჩვენ გვინდა ადგილობრივ ბიზნესს დაავეხმაროთ თანამედროვე ტრენდების გამოყენებაში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში, მომხმარებელთან ახალი საკომუნიკაციო გზების ძიებაში და ამით ხელი შევუწყოთ მათი გაყიდვების ზრდას და ზოგად განვითარებას. პანდემიამ შეცვალა ბიზნესის სტანდარტული საკომუნიკაციო არხები, რასაც დიდ ქალაქებში ასე თუ ისე გაუმკლავდნენ, ხოლო სოფლებში და რაიონულ ცენტრებში ამ მხრივ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
მაისიდან დავიწყებთ, შემოვიკრებთ ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანასოფლელებს. მოწვეული ტრენერები მთელი ზაფხულის მანძილზე გადაგვამზადებენ შემდეგი მიმართულებით სოცლიაური მედიის მენეჯმენტი, ქოფირაითინგი, ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნა და გრაფიკული დიზაინი. გვჯერა, რომ საჭირო და პრაქტიკულ სერვისს შევთავაზებთ მომხმარებლებს. სექტემბრიდან შევუდგებით საქმიანობას!“