ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

პროგრამის შესახებ

 

პროგრამის იდეის შესახებ


სოციალური ინოვაციების პლატფორმა წარმოადგენს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია სოციალური ცვლილე- ბებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა. პროგრამა წაახალისებს ინოვაციის იმგვარ პარადიგმას, რომელიც სოციალურ ღირებულებაზეა ორიენტირებული. სოციალური ღირებულება იქმნება მაშინ, როდესაც ჩარევა და რესურსები მიმართულია საჯარო სიკეთისა და სარგებლის შექმნაზე, ასევე საზოგადოებისა და მისი კონკრეტული ჯგუფების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.

ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ქვეყანამ ტრანსფორმაციული პროცესი განვლო და გარკვეულ ეკონომიკურ პროგრესსაც მიაღწია. თუმცა კვლავ გადაუჭრელია კომპლექსური სოციალური და ეკოლოგიური გამოწვევები, მათ შორის სიღარიბე, უმუშევრობა, უთანასწორობა, მოსახლეობის დაბერება, ეთნიკური უმცირესობების დაბალი ინტეგრაცია, განათლებისადმი ტრადიციული მიდგომები, განუვითარებელი სოციალური კაპიტალი, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენება. გარდა ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ იგრძნობა საბჭოთა სისტემის დაშლის სოციო-ეკონომიკური შედეგები. ასევე თვალსაჩინო ხდება, რომ „ღია ბაზრის“ ცალსახა პოლიტიკა ყურადღების მიღმა ტოვებს კეთილდღეობის ისეთ  ძირითად ასპექტებს, რომლებიც განაპირობებენ თანასწორი, სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების ფორმირებას. ფინანსებზე, ხარისხიან განათლებასა და უწყვეტ სწავლაზე არათანაბარი და შეზღუდული ხელმისაწვდომობა კი მოქალაქეთა დიდ ნაწილს აფერხებს  პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიებაში და ხელს უშლის მათი ცხოვრების გაუმჯობესებას.

შესაბამისი სოციალური პოლიტიკის გატარების გარდა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები ასევე საჭიროებენ კერძო აქტორების მიერ ახალი, ალტერნატიული გამოსავლების მოძებნას. ვფიქრობთ, რომ ამ გამოსავლის მიგნება შესაძლებელია  ინტერდისციპლინური მიდგომით, სამეწარმეო აზროვნების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სტიმულირებით. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, CTC-მ საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას სოციალური ინოვაციების პლატფორმა (SIP). პლატფორმა დაეხმარება „სოციალური ინოვატორებს“ ახლებური და მდგრადი გამოსავლების ძიების პროცესში.

სწორედ ასეთი ადამიანები გვესახებიან სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ახალ თაობად, რომლებიც ცდილობენ ინოვაციური სოციალური მეწარმეობის მიდგომით დღევანდელი სამყაროს წინაშე მდგარი სისტემური პრობლემების მოგვარებას.

ჩვენი მიდგომა სამი კონცეფციის გაერთიანებას ეფუძნება:

 

ამ სამ კონცეფციას აერთიანებს რწმენა, რომ სოციალური ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია თანასწორი და კეთილდღეობაზე დაფუძნებული საზოგადოების შესაქმნელად. 

სამიზნე ჯგუფი

 
 

SIP ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ვინც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ასევე მათთვის, ვისაც აქვს იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ცვლილება.  SIP-ის სერვისებით შესაძლებელის ისარგებლოს ინდივიდმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ ან სათემო ორგანიზაციამ. ამისთვის საჭიროა შესაბამისი იდეა და მდგრადი ბიზნეს მოდელის განვითარების სურვილი.

 

სამუშაო მიდგომა

ვაცნობიერებთ რა, რომ სოციალური ინოვაციების განვითარება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული გარემოებების შემთხვევაში, როგორიცაა ადამიანური კაპიტალი, ტექნოლოგიებზე, ცოდნაზე და საწყის დაფინანსებაზე ხელმისწავდომობა, პროექტი მიზნად ისახავს ამგვარი ეკოსისტემის შექმნის ხელშეწყობას.

კონკრეტულად, სოციალური ინოვაციების პლატფორმა მხარს დაუჭერს ადამიანებს  განავითარონ ინოვაციური მიდგომები. მხარდაჭერა გამოიხატება შემდეგში:

 

SIP-ის განვითარების პროექტის აღწერა

პროექტი შედგება ოთხი ეტაპისაგან:

 

 

I ეტაპი – კამპანია სოციალური ინოვაციების შესახებ:

ცნობიერების ამაღლების კამპანია მოიცავს სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას – რას ნიშნავს სოციალური მეწარმეობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.

გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში მოეწყობა პროექტისა და თემატიკის შესახებ საინფორმაციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში, მომზადდება საკომუნიკაციო მესიჯები და გავრცელდება კარგი პრაქტიკის მაგალითები. კამპანიაში ჩაერთვებიან აზრის ლიდერები სხვადასხვა სფეროებიდან.

II ეტაპი – ვებ-პლატფორმის შემუშავება

ვებ-პლატფორმის მიზანი იქნება ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას სასწავლო რესურსების შემუშავებისა და შეთავაზების გზით. კონკრეტულად, პლატფორმაზე განთავსებული იქნება თვითრეგულირებადი ონლაინ კურსები სოციალური მეწარმეობის, სოციალური საწარმოსა და სოციალური ინოვაციების შესახებ. აღნიშნული ხელს შეუწყობს, როგორც კონკურსის მონაწილეებს ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, რომ უკეთ გაეცნონ და მეტი შეისწავლონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ვებ-პლატფორმაზე განთავსდება სხვადასხვა საინტერესო სიახლეები, სტატიები, ბლოგები და ვიდეო-რგოლები.

III ეტაპი – კონკურსის ორგანიზება

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სოციალური მეწარმეობის უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, რათა მათ სრულყოფაში მოიყვანონ თავიანთი იდეები. თავის მხრივ, აღნიშნული იდეები დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ საკითხებთან, იყოს მდგრადი და გავლენა ჰქონდეს მათ მოგვარებაზე. კონკურსი წარიმართება  ღია წესით და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 18-დან 35-წლამდე ახალგაზრდებს. იდეების წარდგენა შესაძლებელი იქნება ონლაინ ფორმით, ვებ-პლატფორმაზე განთავსებული სპეციალური ფორმის მიხედვით. კანდიდატებს შეარჩევს საზოგადოებრივ საწყესებზე დაფუძნებული ჟიური.

დებს. იდეების წარდგენა შესაძლებელი იქნება ონლაინ ფორმით, ვებ-პლატფორმაზე განთავსებული სპეციალური ფორმის მიხედვით. კანდიდატებს შეარჩევს საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ჟიური.

შერჩევის პროცესი იხ. ქვემოთ:

IV ეტაპი – მხარდაჭერა და მონიტორინგი

კონკურსის დასრულების შემდგომ, პროექტი აქტიურად ითანამშრომლებს გამარჯვებულ აპლიკანტებთან. კონკრეტულად, მხარს დაუჭერს როგორც ტექნიკური მიმართულებით, ასევე დონორებისა და დამატებითი მხარდამჭერების მობილიზების კუთხით.