ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

მეწარმეობის ზოგადი კომპეტენციების საზომი ტესტი

GET (The General measure of Enterprising Tendency), მეწარმეობის ზოგადი კომპეტენციების საზომი ტესტი 1987-1988 წლებში, დურჰამის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში, დოქტორმა სალი ქაირდმა და კლიფ ჯონსონმა შეიმუშავეს.

ტესტი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობის შემდეგ ძირითად ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს: ძლიერი მოტივაცია, რაც მოიცავს წარმატებისა და ავტონომიურობის მაღალ საჭიროებას; რისკის გამოთვლა და კონტროლის შიდა ლოკუსი (რწმენა იმის, რომ ადამიანს შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ბედი და იყოს საკუთარი „იღბალის“ შემოქმედი).

GET ტესტი სწრაფად გავრცელდა და  დიდი ინტერესი გამოიწვია მეწარმეობისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  პედაგოგების, მკლევარებისა და განვითარების სფეროში მოქმედი საკონსულტაციო ორგანიზაციების მხრიდან.

ტესტი ეხმარება დაინტერესებულ პირს გამოავლინოს მეწარმეობის პოტენციალი და დასახოს პიროვნული განვითარების გეგმა. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც დამხმარე საგანმანათლებლო საშუალებისა სამეწარმეო ქცევის სტიმულირების მიზნით.

ტესტი უფასოა და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://www.get2test.net/index.html#home