ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ლიდერობის ტესტი

წინამდებარე ტესტის მიზანია თქვენთვის მეტად დამახასიათებელი მართვის /ლიდერობის სტილის განსაზღვრა და, აგრეთვე, იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება ეს სტილი სხვადასხვა სამუშაო სიტუაციას.

ტესტი ეფუძნება სიტუაციური ლიდერობის თეორიას. აღნიშნული თეორიის კონცეფცია კი ეფუძნება ლიდერის მიერ განხორციელებული (1) მითითების/დირექტივის (ამოცანაზე ორიენტირებული ქცევა) და (2) სოციალურ-ემოციური მხარდაჭერის (ურთიერთობაზე ორიენტირებული ქცევა) თანაფარდობას და მიმდევრის (3) “მზადყოფნის” დონეს კონკრეტულ ამოცანასთან, ფუნქციასთან მიმართებაში. მზადყოფნას სიტუაციური ლიდერობის თეორია განსაზღვრავს, როგორც პიროვნების (ინდივიდის) ან ჯგუფის მიერ მნიშვნელოვანი და რეალისტური მიზნების დასახვის/განხორციელების და შესაბამისი პასუხისმგებლობის აღების უნარს და მოტივაციას. მზადყოფნა განიხილება კონკრეტულ განსახორციელებელ ამოცანასთან მიმართებაში. პიროვნება ან ჯგუფი არ შეიძლება იყოს ან არ იყოს მზადყოფნაში სიტყვის აბსოლუტური მნიშვნელობით. სიტუაციური ლიდერობის თეორიის მიხედვით, კონკრეტული ამოცანის შესრულების პროცესში მიმდევრის მზადყოფნის დონის ზრდასთან ერთად ლიდერმა უნდა შეამციროს ამოცანაზე ორიენტირებული ქცევის ხარისხი ურთიერთობაზე ორიენტირებული ქცევის ხარისხის ზრდის სასარგებლოდ. შესაბამისად, ყოვლისმომცველი საუკეთესო სტილი არ არსებობს. წარმატებულ ლიდერებად მიიჩნევიან ისინი, ვისაც შესწევს უნარი, თავისი ქცევა სიტუაციის მოთხოვნებს მიუსადაგოს.

აღნიშნული მიდგომით თეორია განსაზღვრავს ლიდერობის 4 შესაძლო სტილს: მითითება, დარწმუნება, მონაწილეობა, დელეგირება. ტესტი დაგეხმარებათ დაადგინოთ მათ შორის თქვენთვის უპირატესი თუ უფრო ჩვეული სტილი და ასევე აღმოაჩინოთ თქვენი მოქნილობის ხარისხი ანუ უნარი შეცვალოთ ლიდერული სტილი/ქცევა სიტუაციის საჭიროებიდან გამომდინარე.

 

ტესტის შესრულების ინსტრუქცია

წარმოიდგინეთ თქვენი თავი აღწერილ სიტუაციაში. თქვენ გაგაჩნიათ მოქმედების ოთხი ალტერნატიული გზა. დაფიქრდით, თუ რას მოიმოქმედებდით და მონიშნეთ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება აღნიშნულ სიტუაციაში თქვენს შესაძლო ქცევას. მონიშნეთ მხოლოდ ერთი ვარიანტი. ამის შემდეგ, იხილეთ შედეგი.